17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 ივნისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მეგობარი თქვენს დახმარებას ღირსეულად დააფასებს. გახსოვდეთ, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სიტუაციაში გარკვევას უკეთ შეძლებთ. ნუ გააკეთებთ იმას, რასაც სინდისიდან ვეღარასოდეს ჩამოირეცხავთ.


კურო
დღეს თქვენი პატარა ცუღლუტობები არავის გააღიზიანებს. დროა, მკლავები დაიკაპიწოთ და მუშაობას შეუდგეთ, მთავარია, შემართება და საბრძოლო სულისკვეთება არ დაკარგოთ. ფრთხილად იყავით სპორტული ვარჯიშის დროს, რადგან ტრავმების რისკი დიდია.


ტყუპები
დღეს როგორც არასდროს, ისე ხართ განწყობილი კომპრომისებისკენ, რითაც ოპონენტებსაც გაახარებთ და პრობლემების მოგვარების ასეთი გზა თქვენც მოგეწონებათ. შეგახსენებთ, რომ ცხოვრებაში მუშაობის გარდა, სხვა ბევრი საინტერესო სფეროც არსებობს. სამწუხაროდ, დღეს ინტუიცია გიღალატებთ.


კირჩხიბი
დღეს ადამიანები თქვენკენ ისე მოიწევენ, როგორც მზისკენ მზესუმზირა. სასიამოვნო განცდაა, არა? მთავარია, რომ თქვენი სითბო ყველას ეყოს. სამსახურში ახალი კადრების ან წესების გამოჩენაა მოსალოდნელი. დიდი შენაძენისთვის შესაფერისი დღე არ არის, რადგან შეიძლება შენაძენმა იმედები გაგიცრუოთ.


ლომი
თუ გრძნობთ, რომ საბრძოლო სულისკვეთებას კარგავთ, ახლობელ ადამიანს დაურეკეთ. ის აუცილებლად იპოვის საჭირო სიტყვებს იმისთვის, რომ „ბრძოლაში“ დაგაბრუნოთ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ გსურთ და მთელი დღე თავის მართლებას ცდილობთ. არ ღირს თავის იმად მოჩვენება, ვინც არ ხართ. იყავით ის, ვინც ხართ!


ქალწული
შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მაღაზიაში გაისეირნოთ, რადგან ხელმისაწვდომ ფასად უამრავი ხარისხიანი საქონლის შეძენას შეძლებთ. არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა გაქვთ და ფინანსური ნაკადის გაკონტროლება გიჭირთ. გეჩვენებათ, რომ ვიღაც ადვილად გააბრიყვეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.


სასწორი
შეეცადეთ, ამ დღეს დამკვირვებლის როლში იყოთ და მოსაუბრეს ასიამოვნოთ - შედეგად ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობთ. შესაძლოა, ეს დღე რომელიმე ინფორმაციის ან მოვლენის გაგების მოლოდინში გაატაროთ. ამ დღეს ვიღაც აუცილებლად მოგაცდენთ და შეეცდება, თქვენი ყურადღება მიიზიდოს და თქვენც მისი უყურადღებოდ დატოვება გაგიჭირდებათ.


მორიელი
თუკი ისეთ ადგილას აღმოჩნდებით, სადაც სურვილი უნდა ჩაიფიქროთ, მაგალითად, მონეტის შადრევანში გადაგდებით, აუცილებლად ჩაიფიქრეთ სურვილი. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ამ დღეს მოისმენთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ სწავლაზე ფულის დახარჯვას, გადადეთ ის, თუნდაც, ზეგისთვის. ამ დღეს თქვენს ტვინს დასვენება სჭირდება.

მშვილდოსანი
მეგობრები თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო „სიგიჟეს“ შემოიტანენ. ამ დღეს უნდა იყოთ, უბრალოდ, დამკვირვებელი და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მით უმეტეს, თავი შეიკავეთ სასოწარკვეთილი ქმედებებისგან. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს განსაკუთრებით გამახვილებული სმენა გქონდეთ, რათა არაფერი გამოგეპაროთ.

თხის რქა
უმიზეზო სიცილი სულელობის ნიშანია, მაგრამ თხის რქებმა ზუსტად იციან მათი მხიარულების მიზეზი, ამ დღეს შესაძლოა, ვინმე გაიცნოთ და მისი არ უნდა მოგერიდოთ. საკუთარი ძალების დაჯერება თხის რქებს ნებისმიერი დავალების გამკლავებაში დაეხმარება.


მერწყული
ნუ შეგეშინდებათ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის, ვარსკვლავები ამ საქმიდან სარგებელსა და უსაფრთხოებას გპირდებიან. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მთავარია, დასახული გზიდან არ გადაუხვიოთ. შეეცადეთ, მაცდური ღიმილის უკან მელია დაინახოთ.


თევზები
თუკი უკვე დიდი ხანია, ვინმე კარზე გიკაკუნებთ, ხოლო თქვენ ისე იქცევით, თითქოს სახლში არ ხართ, ამ დღეს მოგიწევთ კარის გაღება, რადგან შესაძლოა, ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი შემოგივიდეთ სახლში. ამ დღეს თევზები გარშემომყოფებს მცირედ შეცდომებსაც კი არა აპატიებენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?