18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 ივნისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ვერძებო, დღეს საკუთარი თავის ჰოროსკოპიც, მკითხავიც და ფსიქოლოგიც თავად ხართ, ამიტომ თუ გსურთ, თავი კარგად იგრძნოთ, მხოლოდ საკუთარ თავს უსმინეთ. როგორც ყოველთვის, ყველაფერი კარგად გათვლილი და დაგეგმილი გაქვთ, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესახებაც არ დაივიწყოთ. დაფიქრდით, ზოგჯერ ფულის მნიშვნელობას გადაჭარბებულად ხომ არ აფასებთ? არ დაგავიწყდეთ, რომ სამყაროში სხვა ბედნიერებაც არსებობს..


კურო
მოსალოდნელია, ახალი ნაცნობობა, რომელიც ხანგრძლივი არ იქნება, მაგრამ დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ. გირჩევთ, პირფერი ადამიანების სიტყვებს ნაკლებად ენდოთ. ამ დღეს თქვენი დევიზი უნდა იყოს ძველი, ბრძნული გამოთქმა „დუმილი ოქროა“, თანაც ცხოვრების ყველა სფეროში.


ტყუპები
პირველი ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ, თუმცა თუ შეძელით, ეს ძალიან გაგაბედნიერებთ. ალკოჰოლის მიღებისას ზომიერება უნდა დაიცვათ, თორემ შესაძლოა, სისულელე ჩაიდინოთ. გამბედაობა მოიკრიბეთ და ის თქვით, რის თქმაც დიდი ხანია გინდათ.


კირჩხიბი
ამ დღეს ნებისმიერ გუნდს, სპორტული იქნება თუ შემოქმედებითი, წარმატებას მოუტანთ. შესაძლოა, რომელიღაც ნაცნობმა თქვენი კონფლიქტში ჩათრევა სცადოს. ამ დღეს ნურაფერს შეცვლით და „დინებას მიჰყევით“.


ლომი
აკეთეთ ის, რისი კეთებაც გსურთ და გსიამოვნებთ. არავის ეწყინება, თუ ცოტა ხნით საკუთარ თავთან განმარტოვდებით. სასიამოვნო მსმენელი გყავთ, ამიტომ შეგიძლიათ, სათქმელი თამამად უთხრათ. გახსოვდეთ, რომ ყოყმანმა  შეიძლება შანსი ხელიდან გაგაშვებინოთ.


ქალწული
თუ დიდი ხანია რაღაც ექსკლუზიურს ეძებთ, დღეს აუცილებლად იპოვით. თუ ხვდებით, რომ ბრიყვული იდეა მოგივიდათ, სასწრაფოდ ამოიგდეთ თავიდან, რომ სასაცილოდ არ გამოიყურებოდეთ. საკუთარი ნივთების გაყიდვისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, ეს საქმე ხვალისთვის გადაიტანოთ.


სასწორი
სასწორებო, განაგრძეთ სიკეთის კეთება და ოდესმე აუცილებლად გადაარჩენთ სამყაროს. ამ დღეს შესაძლოა, გულწრფელი საუბარი მოგიწიოთ, რაც, ალბათ, გაგიჭირდებათ. ეს დღე დატვირთული იქნება ოცნებებით და ღრუბლებში ფრენით.


მორიელი
არ ღირს შექმნილი სიტუაციის გამო ტირილი, შეხედეთ ვითარებას კრეატიულად, ჩართეთ ფანტაზია და გადაწყვეტილება თავისთავად მოგივათ თავში. ამ დღეს ძალიან მკვეთრად იგრძნობთ გარშემომყოფების არაგულწრფელ დამოკიდებულებას თქვენდამი, რასაც, სამწუხაროდ, ვერ გაექცევით.


მშვილდოსანი
თუკი ბოლო დროს საყვარელ ადამიანთან არც თუ ისე ჰარმონიული ურთიერთობა გქონდათ, ამ დღეს ცუდი პერიოდი დასრულდება და ერთმანეთის სიყვარულით კვლავ დატკბებით. ნუ მისცემთ წვრილმანებს თქვენი განწყობის გაფუჭების უფლებას. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომელთაც ბედისწერა გამოგიგზავნით.



თხის რქა
თხის რქები ნელ-ნელა მიჰყვებიან ცხოვრების დინებას, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ მიზანს თითქმის მიუახლოვდნენ, რაც მათ ყველაზე მეტად ახარებთ. ამ დღეს თხის რქებმა შესაძლოა, იმედგაცრუება განიცადონ. გამოიჩინეთ სიფრთხილე სპორტული ვარჯიშების შესრულების დროს, შესაძლოა, ტრავმები მიიღოთ.


მერწყული
მერწყულებო, დაკავდით ამ დღეს შემოქმედებით ან რაიმე ხელსაქმით, ეს ჰარმონიის შეგრძნებას მოგანიჭებთ. ნუ დაიბნევით საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის დანახვის დროს. შეეცადეთ, მოუსმინოთ და გაუგოთ ახლობელ ადამიანს.


თევზები
ამ დღეს შეგიძლიათ, შესანიშნავ წვეულებაზე მიხვიდეთ, რომელიც შთაგაგონებთ და საკუთარი თავის განვითარებაში დაგეხმარებათ, თუმცა, უცნობ ხალხთან ურთიერთობას მაინც მოერიდეთ. შესაძლოა, ამ დღეს დანაპირები არ შეგისრულონ, რაც ძალიან დაგამწუხრებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?