20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 ივნისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თქვენი ორგანიზატორული მონაცემებით ხალხის გაოცებას შეძლებთ - ისეთი ღონისძიების ორგანიზებას მოახერხებთ, რომელიც ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ. შესაძლოა, საინტერესო წინადადებით მოგმართონ, მაგრამ, სანამ უპასუხებდეთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. გირჩევთ, ხმაურიან დაპირებებზე განსაკუთრებული იმედები არ დაამყაროთ. სავარაუდოდ, ეს მხოლოდ სიტყვებია.


კურო
ამ დღეს სულში ისეთი კაშკაშა მზე გაქვთ, რომ საკუთარი არსებობით ყველას განწყობას აუმაღლებთ. თავში ფიქრების კორიანტელი გიტრიალებთ და გსურთ, ვინმეს გაუზიაროთ. გირჩევთ, დახმარებისთვის მაგიას არ მიმართოთ, თორემ შარლატანის მსხვერპლი გახდებით.


ტყუპები
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ, გადაყრა რომ გენანებათ. არ იდარდოთ, მათ გარეშე უკეთ იქნებით. აჩუქეთ ახლობელ ადამიანებს სითბო და სიყვარული. ძვირფასი ადამიანების ბედნიერი თვალები მეტ სტიმულსა და შემართებას მოგანიჭებთ. შესაძლოა, დღეს ვიღაცის ოცნებას ბოლო მოუღოთ.


კირჩხიბი       
ხვდებით, რომ ოჯახის შექმნისთვის მზად ხართ. მშვენიერია, მაგრამ, სანამ გადაიფიქრებთ, არ დაგავიწყდეთ, ეს სიახლე საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ. საღამოს ნერვების დამშვიდებაზე იზრუნეთ და რაიმე სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. თითქმის მზად ხართ, რომ ფარ-ხმალი დაყაროთ და „თეთრი დროშა“ ააფრიალოთ, თუმცა ამის გაკეთება საჩქარო არ არის.


ლომი
უგუნურმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, დიდი სიხარული მოგანიჭოთ. ეცადეთ, გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში ბალანსი შეინარჩუნოთ. ამ დღეს რაიმე კონკრეტულის დაგეგმვა არ ღირს - სჯობს, დღე სპონტანურად გაატაროთ.


ქალწული
მცირე ფინანსური დანახარჯი უზარმაზარ სიხარულს მოგანიჭებთ. მოთმინებით მოისმინეთ ყველაფერი, რასაც თქვენი მისამართით ამბობენ, თუმცა ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. გაითვალისწინეთ, რომ ოფიციალურ და მნიშვნელოვან დოკუმენტებთან მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა.


სასწორი
ამ დღეს სასწორები მაჭანკლის როლში აღმოჩნდებით. ერთმანეთს გააცნობთ ადამიანებს, რომლებიც სამომავლოდ დაოჯახდებიან. ნუ შეეკითხებით ღმერთს „რატომ?“, - დაუსვით მას შეკითხვა - „რისთვის?“. ამ დღეს თქვენი მავნე ჩვევები ჯანმრთელობაზე აისახება და თავს აუცილებლად შეგახსენებთ.


მორიელი
ეს დღე მორიელებს საქველმოქმედო საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას მისცემს. ამ დღეს ის ცვლილებები გელოდებათ, რომელთაც დიდი ხანია ელოდებით. შესაძლოა, ეს დღე თქვენთვის ცოტა იდუმალი იყოს, მაგრამ ძალიან მალე ყველა ამოცანას თავად ამოხსნით.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ამ დღეს უცხო ადამიანი დადებითად შეგაფასებთ. ხვალ თქვენი დევიზი კარლსონის მსგავსი იქნება - „სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე, ეს ყოველდღიური საქმიანობაა“. შესაძლოა, ვინმემ გაგანაწყენოთ მისი ისტორიითა და ცრემლებით, მაგრამ ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ ამბის გულთან ახლოს მიტანას.

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი შიშისა და რისკის საპირისპიროდ იმოქმედოთ, რადგან საბოლოოდ თქვენი ქმედებები გამართლდება. თხის რქებო, შეეცადეთ, საჭირო ადამიანებთან საერთო ენა გამონახოთ, მაგრამ ყველაფერი წინასწარ კარგად გაიაზრეთ. რაც უფრო მეტად დაკავდებით სხვების საქმეებით, მით უფრო გაჭიანურდება თქვენი პირადი პრობლემების მოგვარება.


მერწყული
ეს დღე შესანიშნავია თქვენი მომავლის დასაგეგმად, მერწყულები ამ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებიან. მერწყულებო, შეეცადეთ, მოერიდოთ ისეთ საუბარს, სადაც ბევრი ჭორი იქნება. კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემას ვარსკვლავები არ გირჩევენ.


თევზები
ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მავნე ჩვევებს თავი დაანებოთ. შეეცადეთ, მთელი დღე პოზიტიური მოვლენები ეძებოთ და წვრილმანებით ისიამოვნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი აზრები თქვენთვის დაიტოვოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?