30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 ივნისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისთვის, გრძნობების გამხელისა და სამომავლო გეგმებზე გულახდილი საუბრისთვის. თავი შეიკავეთ ჭორაობისა და ვინმეს კრიტიკისგან. შეუფერებელი დღეა შეფთან ფინანსურ საკითხებზე საუბრისთვის.


კურო
შესაძლოა, ძველ მეგობართან სასიამოვნო შეხვედრა გქონდეთ და თუ სადმე ერთად წასვლა შემოგთავაზათ, უარს ნუ ეტყვით. საკუთარ ძალებში რწმენა დაგეხმარებათ, ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდეთ. თავი შეიკავეთ შორეული მოგზაურობის დაგეგმვისგან.


ტყუპები
ადამიანები თქვენს რჩევასა და მხარდაჭერას ელიან, რაც საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით განგაწყობთ. სამსახურში ახალი წესების ან თანამშრომლების გამოჩენას უნდა ელოდოთ. თუ საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავთ, დავალებებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.


კირჩხიბი
დღეს საშუალება გექნებათ, ქველმოქმედების აქტი განახორციელოთ. სხვისი დახმარების იმედი ტყუილად გაქვთ, ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდეთ. მომხდარზე ნერვიულობა არ ღირს. რაც იყო, იყო.


ლომი
დღეს ყველა არსებულ სტერეოტიპს, სისტემასა და საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებებს დაუპირისპირდებით, თუმცა საეჭვოა, თქვენი გაიტანოთ. ნუ იდარდებთ. თუნდაც რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც გსურთ, ეს დღე სწრაფად გაივლის. გაითვალისწინეთ, რომ  გაუფრთხილებელმა აზრებმა შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ.


ქალწული
შესაძლოა, დღეს გული და ხელი შემოგთავაზონ. ხასიათი ფიქრის სისწრაფით გეცვლებათ, თუმცა დაუფიქრებელ და „ცხელ გულზე“ მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდოთ.


სასწორი
ხვალინდელი დღე შესანიშნავია ახალ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად, განსაკუთრებით, თუკი ჭკვიან და სანდო პარტნიორს ნახავთ. ამ დღეს აუცილებლად უნდა იმეგობროთ საათთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაგვიანდებათ იქ, სადაც გელოდებიან. ხვალ ნუ დაელოდებით ბედისწერისგან საჩუქრებს.

მორიელი
მორიელებო, დროა მიიღოთ ჯილდო წინა დღეებში კარგად შესრულებული საქმიანობისთვის. არ მოგბეზრდათ ყველაფრის შუა გზაში მიტოვება? რამდენი გამარჯვება დაკარგეთ უკვე... ყურადღებით იყავით, შესაძლოა, ამ დღეს ფული დაკარგოთ.

მშვილდოსანი
კიდევ ერთხელ სცადეთ დაკაკუნება იმ კარზე, რომელსაც ადრე არ გიღებდნენ, რადგან ხვალ, დიდი ალბათობით, თქვენს კაკუნს გაიგებენ და კარს გაგიღებენ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს ფულის დაბანდებას. შესაძლოა, გარშემომყოფებმა რჩევებით აგავსონ, რაც, სავარაუდოდ, გაგაღიზიანებთ.

თხის რქა
შექმნილი სიტუაცია ჭკუის სწავლებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს არ ღირს გულწრფელი საუბრები ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები გატყუებენ.


მერწყული
ამ დღეს შესაძლოა, ფლირტი წამოიწყოთ, რაც, სხვათა შორის, უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, მთავარია, პარტნიორთან თავიდანვე სამართლიანი იყოთ. ხვალ შესაძლოა, ბევრი რამ მოგეჩვენოთ, მაგრამ ვარსკვლავები არ გირჩევენ მოჩვენებებზე აყოლას. იყავით ყურადღებით, განსაკუთრებით გზაში.


თევზები
თევზები მარტივად დაეუფლებიან ახალ ცოდნას, ამიტომ ისარგებლეთ შანსით და დაიწყეთ იმ საგნის სწავლა, რომელსაც ადრე არც კი ეკარებოდით. თუკი განწყობა გაგიფუჭდებათ, ხასიათის გამოსწორებაში საყვარელი მუსიკა დაგეხმარებათ. სიამაყე ნაკლი არ არის, მაგრამ მთავარია, არ გადააჭარბოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?