7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 ივლისი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დღეს თამამად შეგიძლიათ, შეფს ნებისმიერი თხოვნითა და წინადადებით მიმართოთ, რადგან აუცილებლად მოგისმენთ და გაგიგებთ. ამ დღის დევიზია „შრომა, შრომა და შრომა“, ამიტომ დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ. ნუ ეცდებით, ყველაფერი მოასწროთ. ზედმეტი ნერვიულობა არაფერში გჭირდებათ. ყველაზე მთავარ საქმეს შეუდექით და წვრილმანები სამომავლოდ მოიტოვეთ.

კურო
დღეს მცირე დანახარჯი გელით, რომელიც უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეცადეთ, გამონახოთ დრო მომავლის დასაგეგმად,  რადგან  მალე ცხოვრებაში მათი განხორციელების დრო მოვა. კარგი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისთვის..

ტყუპები
როგორც იქნა, ვიღაცამ თქვენი დაინტერესება მოახერხა და მთელ დღეს ბედნიერ ღიმილსა და ოცნებებში გაატარებთ. გირჩევთ, ამ დღეს დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ და ნაჩქარევი დასკვნები და მით უფრო, ქმედებები არ განახორციელოთ. დროა, საკუთარი ეგოიზმი დააცხროთ.

კირჩხიბი
მშვენიერი დღეა ქორწილებისა და სხვა ოჯახური ზეიმებისთვის. ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეთ, თორემ დღის ბოლოს მიხვდებით, რომ იმაზე მეტს შეეჭიდეთ, ვიდრე შეგიძლიათ. თუ გსურთ, რომ რაღაც უსიამოვნო არ შეიტყოთ, გულახდილ საუბრებს ნუ წამოიწყებთ.

ლომი
შესაძლოა, დღეს რაღაც მშვენიერ ღონისძიებაზე მოხვდეთ, რომელიც აღგაფრთოვანებთ და თვითგანვითარებაში დაგეხმარებათ. ნუ ელით, რომ დღეს ვიღაც იმას გეტყვით, რისი მოსმენაც ძალიან გსურთ. გეჩვენებათ, რომ ვიღაც თქვენს გაბრიყვებას ცდილობს.

ქალწული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში რთული პერიოდი გაქვთ? ჩათვალეთ, რომ ამ დღეს ყოველივე ცუდი უკან დარჩება და თქვენს ოჯახში ისევ მშვიდობა და იდილია დაისადგურებს. ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კონტროლი არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს უსაქმურობისთვის არავინ გისაყვედურებთ. ასე რომ, შეგიძლიათ, შანსი გამოიყენოთ. 

სასწორი
სიურპრიზი, რომელიც საყვარელი ადამიანისთვის მოიფიქრეთ, მას უსაზღვროდ გააბედნიერებს. ამ დღეს გარშემომყოფებისგან მხარდაჭერას არ უნდა დაელოდოთ. თუკი საკუთარი სიზარმაცის გავლენის ქვეშ მოექცევით, სულ მალე ინანებთ ტყუილად დაკარგულ დროს, რომლის ანაზღაურებას ვერ შეძლებთ.

მორიელი
ამ დღეს შეგიძლიათ, ახლობელ ადამიანებს ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ, დიალოგი ურთიერთგაგებით ჩაივლის, ხოლო თუკი კონკრეტული კითხვები და დავალებები გაქვთ, ერთობლივად მათ გადაჭრას უფრო მარტივად შეძლებთ. ყურადღებით მოისმინეთ ყველაფერი, რასაც თქვენზე იტყვიან. ყველა სიახლე მშვიდად და აუღელვებლად მიიღეთ.

მშვილდოსანი
ვარსკვლავები მშვილდოსნებს ხალხმრავალ ადგილას ურჩევენ დასვენებას, რადგან ეს სწორედ ის არის, რაც ასე ძალიან გჭირდებათ. ამ დღეს სტერეოტიპების დამსხვრევას შეძლებთ, თანაც ძალიან მარტივად - მხოლოდ ღიმილითა და მომხიბვლელობით.

თხის რქა
მოულოდნელი გამარჯვება გელოდებათ. კეთილი საქმეები თხის რქებს შინაგან ჰარმონიას მიანიჭებთ. თხის რქებო, თუკი საკუთარ თავზე მუშაობას დაიწყებთ, აუცილებლად გააანალიზეთ საკუთარი ქცევები.

მერწყული
მოლოდინი იმედებს არ გაგიცრუებთ. ამ დღეს შეგიძლიათ, დიდად არ გაითვალისწინოთ სხვისი აზრი. იცხოვრეთ ისე, როგორც გსურთ. ადამიანებთან ურთიერთობაში დაუნდობელი იქნებით და მათ ოდნავ შეცდომებსაც არ აპატიებთ.

თევზები
ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ მოთმინებით და ბევრი შრომით მიზანს მიაღწევთ. სამსახურში წარმატებული დღე გელოდებათ. დაფიქრდით, რას ისურვებდით ყველაზე მეტად და დაიწყეთ მის განხორციელებაზე ზრუნვა. თქვენი სიჩუმე ახლობელ ადამიანებს დააზარალებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?