ვერძი
ამ დღეს თქვენი უწყინარი ცუღლუტობები არავის გააღიზიანებს. ფულის ხარჯვა გელით, თუმცა მთელი დღე ფულის დეფიციტზე ნერვიულობა საჭირო არაა. ის არავის და არასოდეს ყოფნის, ამიტომ ეცადეთ, იმით ისიამოვნოთ, რაც გაგაჩნიათ.
კურო
ამ დღეს თქვენს ხელში ასფეროვანი პალიტრაა, ამიტომ შეგიძლიათ, საკუთარი ცხოვრება თავად გააფერადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ. შესაძლოა, მიმდინარე გეგმების განხორციელებაში ხელი რაღაც გარემოებამ შეგიშალოთ.
ტყუპები
თუ ხვდებით, რომ ბრძოლის უნარსა და სურვილს კარგავთ, ახლობელ ადამიანს დაურეკეთ. ის იპოვის საჭირო სიტყვებს, რომ ახალი შემართებით აგავსოთ. იზრუნეთ მათზე და გაანებივრეთ ადამიანები, რომლებიც გიყვართ. შესაძლოა, ამ დღემ რაღაცით თავი დაგამახსოვროთ, რადგან ვარსკვლავები რაღაც სიურპრიზს გიმზადებენ.
კირჩხიბი
დიდი ხანია, ვიღაცასთან დარეკვას აპირებთ, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ. გირჩევთ, სიმამაცე მოიკრიბოთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ. ამ დღის მოვლენები სევდიანი ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს. შესაძლოა, სამსახურის ხელმძღვანელობის უსამართლო გადაწყვეტილებამ დაგაზარალოთ.
ლომი
ხანმოკლე, მაგრამ სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომელიც დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ. თუ დასვენების შანსი გაქვთ, ხელიდან არ გაუშვათ და დივანზე ნებივრობით დატკბით. მთელ დღეს რაღაც ინფორმაციის მოლოდინში გაატარებთ.
ქალწული
თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, თავს საყვარელ ადამიანად გრძნობდეთ და შესაძლოა, დღევანდელმა დღემ ასეთი განცდა გაჩუქოთ. ნაცნობებისა თუ კოლეგების თავდასხმის ასაცილებლად, მოგიწევთ, ამპარტავნების ნიღაბი მოირგოთ. გახსოვდეთ, კვალიფიკაციის ამაღლებას ვერასოდეს შეძლებთ, თუ მოვლენების სხვადასხვა რაკურსით დანახვა არ ისწავლეთ.
სასწორი
ამ დღეს შეგიძლიათ, აკეთოთ ის, რაც მოგესურვებათ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ტირილის სურვილი გაგიჩნდებათ, ესეც სასარგებლოდ წაგადგებათ. შესაძლოა, მოიწყინოთ, როდესაც წარსულ სასიყვარულო ურთიერთობას გაიხსენებთ, მაგრამ ვარსკვლავები ემოციების გაკონტროლებას გირჩევენ.
მორიელი
ყველაფერი ის, რის გადაწყვეტასაც ვერ ბედავდით, უმჯობესია, ახლა განახორციელოთ. ნუ ეცდებით წარსულის დაბრუნებას. ამ დღეს ხელებში ბევრი რამ დაგეწვებათ, მაგრამ მთავარია, ყველაფერი არ „გადაწვათ“.
მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსნებს ისე გაუმართლებთ აზარტულ თამაშებში, როგორც არასდროს. სხვების დახმარება დიდ სიხარულს მოგანიჭებთ. თუკი გამოძინებას ვერ მოახერხებთ, უამრავ გაუგებარ შეცდომას დაუშვებთ.
თხის რქა
ამ დღეს თქვენს გარშემო ყველა იცინებს და მათი სიცილი თქვენც გადაგედებათ. ნუ გექნებათ ამ დღეს მშვიდ გარემოში ყოფნის იმედი. ვარსკვლავები გირჩევენ, ადამიანებს ბევრი შეკითხვა არ დაუსვათ, ეს მათში გაღიზიანებას გამოიწვევს.
მერწყული
ნუ იტყვით უარს, თუკი სპონტანურად ვინმე სტუმრად დაგპატიჟებთ. მოიშორეთ თავიდან უსიამოვნო ფიქრები. მერწყულებო, ნუ მოითხოვთ ადამიანებისგან იმაზე მეტს, რისი მოცემაც მათ შეუძლიათ.
თევზები
ხვალინდელი მიზანდასახულობა და სიჯიუტე კარგ შედეგს მოგიტანთ. ამ დღეს ჯანმრთელობა თავს შეგახსენებთ. სიჩქარეში თევზებმა შესაძლოა, რომელიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოტოვონ.