15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ივლისი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თქვენი სიურპრიზი საყვარელ ადამიანს ბედნიერების მეცხრე ცამდე აიყვანს.
რატომღაც, მთელ დროს ხვალინდელი დღის მოლოდინში გაატარებთ. იქნებ, დღევანდელი დღის მშვენიერების დანახვა არ გსურთ?
მთელ დღეს „გადარბენებში“ გაატარებთ და წესით, ყველა საქმე უნდა მოასწროთ.


კურო
გირჩევთ, კიდევ ერთხელ სცადოთ იმ კარზე დაკაკუნება, რომელსაც აქამდე არ გიღებდნენ. შესაძლოა, ამჯერად თქვენმა ხმამ ადრესატამდე მიაღწიოს.
კარგი დილა, მშვენიერი სამუშაო დღე და მშვიდი საღამო გელით დღეს.
კარგი იქნება, თუ ამ დღეს ხელოსნებთან ურთიერთობისგან თავს შეიკავებთ.


ტყუპები
ეცადეთ, ახალი უნარები აითვისოთ. ეს მშვენივრად გამოგივათ.
თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ცოტა უნდა დაიცადოთ. თუ გრძნობთ, რომ ბრიყვული იდეა მოგივიდათ, უარი თქვით მასზე, რათა მოგვიანებით, დასაცინი არ გახდეთ.


კირჩხიბი
დღეს მკლავების დაკაპიწება და მუშაობა მოგიწევთ. მთავარია, დღის განმავლობაში საბრძოლო სულისკვეთება არ დაკარგოთ.
სასურველია, წარსულზე ფიქრს თავი დაანებოთ და მომავლისკენ იყუროთ.
ზრდილობის ზღვარს ყველაზე ცხარე კამათის დროსაც კი არ უნდა გადახვიდეთ, თორემ სერიოზული კონფლიქტი გელით.


ლომი
მძღოლი ლომები მთელი დღე „მწვანეზე ივლიან“.
დღეს გადაწყვეტილება გონებით კი არა, გულით უნდა მიიღოთ.
შესაძლოა, ახალი, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, მაგრამ ძველი მეგობრებიც არ უნდა დაივიწყოთ. გახსოვდეთ, ერთი ძველი მეგობარი ორ ახალს სჯობს.
სამწუხაროდ, დღეს იღბალს მხოლოდ თვალს გააყოლებთ.


ქალწული
ქალწულებო, გააგრძელეთ სიკეთის კეთება და ოდესმე სამყაროს გადაარჩენთ.
შესაძლოა, მოულოდნელად სტუმრები გეწვიონ და თუნდაც სრულიად სხვა გეგმები გქონოდათ, საღამო მაინც სასიამოვნოდ ჩაივლის.


სასწორი
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ გსურთ და ამისთვის გასამართლებელი მიზეზების ძიებას მთელ დღეს დაუთმობთ.
ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ხვალ გაღიზიანებული იქნებით, ამას ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ.


მორიელი
მორიელებს სასიამოვნო ხარჯი გელოდებათ.
ამ დღეს ნუ დაუსვამთ ღმერთს შეკითხვას „რატომ?“, შეეკითხეთ - „რისთვის?“
შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენ გარშემო სამყარო დაინგრა, მაგრამ ვარსკვლავები არ გირჩევენ ემოციების აყოლას.

მშვილდოსანი
ენერგიის წარმოუდგენელ მოზღვავებას იგრძნობთ. ასე რომ, დილიდანვე მაქსიმალურად ისარგებლეთ ამ შანსით.
საქმიანი კომუნიკაბელურობა ამ დღეს წარუმატებელი იქნება, ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, გადადოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, რათა კარგი პარტნიორები არ დაკარგოთ.

თხის რქა
ამ დღეს ფანქრის ყველა ფერი თქვენს ხელშია, ამიტომ, თავად შეძლებთ, გაიფერადოთ საკუთარი დღე. რჩევების გაცემამდე კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ კი ვინმეს ბედისწერაზე გავლენის მოხდენა.
ნუ დააყენებთ ეჭვქვეშ საკუთარ ავტორიტეტს. შესაძლოა, ეს სულ მალე ინანოთ.


მერწყული
საზოგადოებაში იმდენად ძლიერ ეფექტს მოახდენთ, როგორზეც ვერც კი იოცნებებდით.
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს კარგად გაერთოთ.


თევზები
თქვენი მიზანდასახულობა სულ მალე გამოიღებს შედეგს.
ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმის გადადება მოგიწევთ.
შესაძლოა, საკუთარი სურვილების მართვა და გაკონტროლება გაგიჭირდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?