ვერძი
შესაძლოა, სრულიად უცნობმა ადამიანმა თვითშეფასება აგიმაღლოთ. ეცადეთ, მომხდარში დადებითი ეძებოთ და წვრილმანებით გაიხაროთ. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ და კარგად დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებისას.
კურო
შესანიშნავი საღამოა, ოჯახურ წრეში დასვენებისთვის. ვიღაცის ხმამაღალ სიტყვებსა და დაპირებებს ნუ ენდობით. შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ. მომავალთან დაკავშირებით, ეჭვებით სავსე ხართ, ამიტომ ჯერჯერობით, მკვეთრ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ.
ტყუპები
კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, განსაკუთრებით თუ ჭკვიანი და საიმედო პარტნიორი გყავთ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელიც ძალიან ახლოსაა. მაღაზიებში სიარულს არ გირჩევთ. დიდი შანსია, ფულის ხარჯვა უაზრო გამოდგეს.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, ამ დღეს ძალიან საჭირო და გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ და ურთიერთობის სამომავლო განვითარება მხოლოდ თქვენს ხელში იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, გარშემომყოფებს თქვენი ემოციები არ დაანახოთ. კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარებისთვის შეუფერებელი დროა - შეიძლება უამრავი პროდუქტი გააფუჭოთ.
ლომი
თუ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გინდათ, არ ინერვიულოთ და ამ საქმის გაკეთება ხვალისთვის გადადეთ. სავარაუდოდ, კაფეში ან რესტორანში წასვლა მოგინდებათ - ნებისმიერ ადგილში, სადაც აქამდე არ ყოფილხართ, მაგრამ მონახულება ძალიან გინდათ. დაფიქრდით, ფულის მნიშვნელობას გადაჭარბებულად ხომ არ აფასებთ? ასე შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაზე სხვა ბედნიერებაც არსებობს.
ქალწული
შესაძლოა, შექმნილი სიტუაცია სწორი დასკვნების გაკეთებაში დაგეხმაროთ. გირჩევთ, ჭორაობისა და ადამიანების გაკრიტიკებისგან თავი შეიკავოთ. ამ დღეს თქვენი განწყობის ამაღლებას ვერავინ მოახერხებს.
სასწორი
სასწორებო, ნუ შეგაშინებთ უარის თქმა ერთ რამეზე მეორეს ხათრით. ამგვარი არჩევანი აუცილებლად გაგახარებთ. ამ დღეს შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შესაძლოა, თქვენი მუშაობით ხელმძღვანელი უკმაყოფილო დარჩეს.
მორიელი
მორიელები შესაძლოა, მივლინებაში ან სამოგზაუროდ გაემგზავრონ, მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ეს იქნება დამაინტრიგებელი. ამ დღეს არ ღირს ძალდატანებით რამის კეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის დაუსრულებელი ნაწილი აუცილებლად შეგახსენებთ თავს. ნუ გაითვალისწინებთ სხვების რჩევებს, რადგან ისინი შესაძლოა, გულწრფელი არ იყოს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ვარსკვლავები გირჩევენ დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო საქმით, არავინ გაგინაწყენდებათ, თუკი დროს საკუთარ თავს დაუთმობთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა გელოდებათ. საყვარელი ადამიანისგან მიღებული ტკივილის პატიება გაგიჭირდებათ.
თხის რქა
არა უშავს, თუკი სასაცილოდ გამოიყურებით. გახსოვდეთ, საკუთარი თავის დაცინვა და თქვენი ხვალინდელი სიცილი გარშემომყოფებს გაამხიარულებთ. ნუ დაელოდებით ამ დღისგან რაიმე სახის ცვლილებებს. შესაძლოა, იმედები გაგიცრუვდეთ.
მერწყული
მერწყულებო, ყველაფერ ახალს მარტივად აითვისებთ, დაწყებული სამუშაოდან, დამთავრებული ურთიერთობებით. გამოსავლის მოძებნის მიზნით ვარსკვლავები გირჩევენ, შედარებით მშვიდი გზა აირჩიოთ. არ გამოირიცხება, ვიღაცის უზრდელურმა ქმედებებმა დაგაზარალოთ.
თევზები
ამ დღეს მოგეჩვენებათ, რომ რეალური პრობლემის წინაშე დგახართ, მაგრამ შეხედეთ მას სხვა კუთხით და მიხვდებით, თუ რამდენად კომიკურ სიტუაციაში ხართ. შეეცადეთ, არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან პირობის შესრულება გაგიჭირდებათ. თევზებო, გახსოვდეთ, რომ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ, ამიტომ შეეცადეთ, დამშვიდდეთ.