31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 ივლისი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
საყვარელი ადამიანი რაღაც დათმობაზე წავა. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღის ამოცანაა მომდევნო დღემდე მინიმალური დანაკარგით მიღწევა. თავს ისე გრძნობთ, როგორც კაპიტანი, რომელსაც გემის მართვა არ შეუძლია.


კურო
შესაძლოა, ძალიან გავლენიანი და სასარგებლო ადამიანები გაიცნოთ. ასე რომ, მოვლენების შემდგომი განვითარება მხოლოდ თქვენს ხელთაა. თუ თავისუფალი წუთი გაგიჩნდათ, ნურავის გაუნაწილებთ და ეცადეთ, მარტოობითა და სიჩუმით დატკბეთ. ამ დღეს დამკვირვებლის ფუნქციას უნდა დასჯერდეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ ქმედებებს და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.


ტყუპები
ადამიანი, რომელიც გვერდით გყავთ, რთული ბუნებისაა, მაგრამ სწორედ ის გაგრძნობინებთ თავს საყვარელ და სასურველ არსებად. შეგიძლიათ თქვენი გულის გასაღები ანდოთ. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმეს იტყვით. შესაძლოა, თქვენმა სიტყვამ ახლობელი ადამიანი გაანაწყენოს. გირჩევთ, ნებისმიერი სიახლე მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ.


კირჩხიბი
კარგი დღეა მაღაზიებში სეირნობისთვის, რადგან ხარისხიანი საქონლის ხელმისაწვდომ ფასად შეძენას შეძლებთ. დროა, მკლავები დაიკაპიწოთ და მუშაობას შეუდგეთ, მთავარია, დღის განმავლობაში საბრძოლო სულისკვეთება არ დაკარგოთ. კარგი იქნება, თუ დროდადრო ჯანმრთელობის შესახებაც გაიხსენებთ.


ლომი
თუ სამსახურთან დაკავშირებული საქმეები მაგალითად, ტესტირება ან გასაუბრება გელით, ჩათვალეთ, რომ წარმატება გარანტირებული გაქვთ. ადამიანებს, რომლებიც დახმარებისთვის მოგმართავენ, ხელს ნუ კრავთ. სურვილის შემთხვევაში, დიდი ხნის წინ დაწყებული და კარგად დავიწყებული საქმეების დასრულებას შეძლებთ.


ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს მაჭანკლის როლში აღმოჩნდეთ, რადგან ერთმანეთს გააცნობთ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით, ოჯახს შექმნიან. სამსახურში მოსალოდნელია ახალი წესების ან ახალი თანამშრომლების გამოჩენა. ქალწულებო, თავს ნუ მოიტყუებთ, რომ დედამიწის ღერძი ხართ.


სასწორი
როგორც კი იგრნობთ, რომ სულიერად სუსტად ხართ, დაურეკეთ ახლობელს, ის აუცილებლად იპოვის თქვენთვი საჭირო სიტყვებს და კვლავ იქნებით მზად საბრძოლველად. სასწორების ორიგინალური იდეები შესაძლოა, განხორციელდეს, თუკი მათ ოდნავ სერიოზულობით მიუდგებით.


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია ახალ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად, განსაკუთრებით, თუკი ჭკვიანი და საიმედო პარტნიორი გეყოლებათ გვერდით. ამ დღეს შესაძლოა, შემოთავაზება მიიღოთ საპირისპირო სქესის მქონე ადამიანისგან. ვარსკვლავები არ გირჩევენ მოეჭიდოთ ახალ კულინარიულ შედევრებს, რათა პროდუქტი ტყუილად არ გააფუჭოთ.

მშვილდოსანი
შეეცადეთ ამ დღეს დამკვირვებლის პოზიცია მოირგოთ, ამით მოსაუბრესაც ასიამოვნეთ და თავადაც ბევრ ახალ, საინტერესო სიახლეს შეიტყობთ. ყველა შემოთავაზებული ვარიანტიდან ვარსკვლავები გირჩევენ ყველაზე რთული გზა აირჩიოთ. შესაძლოა, თქვენს სამუშაო ადგილზე ვინმემ პრეტენდენტი გამოგიჩნდეთ, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.

თხის რქა
ამ დღეს თხის რქებს  გარშემომყოფებთან ბევრი რამის დაბალანსება მოუწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ,  ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. თუკი მოულოდნელად განწყობა გაგიფუჭდებათ, მას ადვილად აიმაღლებთ საყვარელი მუსიკის დახმარებით.


მერწყული
დიდი ხანია ბავშვის შვილად აყვანაზე ფიქრობთ? იქნებ ამ დღეს კიდევ ერთხელ წამოწიოთ ეს თემა? ყველაფერი გამოგივათ! ამ დღეს მერწყულებისთვის არ არის სასურველი ფულის გასესხება, სანდო ადამიანებზეც კი. სიამაყე ნაკლი არ არის, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ.


თევზები
თუკი ამ დღეს რამე გაგანაწყენებთ, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს, ზეგიდან ეს თემა თქვენთვის აქტუალური აღარ იქნება. ვარსკვლავები ახსენებენ თევზებს, რომ ნამდვილ  მეგობრობაში საიდუმლოებები არ არასებობს, ამიტომ, თუკი მეგობრობას აფასებთ, მაშინ გააკონტროლეთ, ვის რას ეუბნებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?