13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 აგვისტო 21:00
2422

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
გირჩევთ, საღამოს კინოჩვენებისთვის კინოს ყველა ჟანრს მულტფილმები ამჯობინოთ. ეს დაგეხმარებათ, ზღაპრის რეალობა დაიჯეროთ და თავი ისევ პატარად იგრძნოთ. შესაფერისი დღეა ძველი ურთიერთობების განსაახლებლად. ამ დღეს ლატარიის ბილეთის შეძენას აზრი არ აქვს.

კურო
გარისკეთ და შეიძინეთ ლატარიის ბილეთი. შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც „გამეორება ცოდნის დედაა“. თავს ნუ მოიტყუებთ, რომ დედამიწა თქვენს გარშემო ტრიალებს.

ტყუპები
კარგი იქნება, თუ ხელსაქმით ან რამე შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდებით - ეს სულიერ ჰარმონიას მოგანიჭებთ. კარგი განწყობა მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. სცადეთ, იქნებ მიძინებული სინდისი გააღვიძოთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, პატარა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი გაგიკეთონ, რაც სულის სიღრმემდე შეგძრავთ. რაღაც ისეთის დაუფლება გსურთ, რაც თქვენ არ გეკუთვნით, მაგრამ სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი და გაუაზრებელი ქმედებებისგან.

ლომი
ამ დღეს მოძველებულ სისტემებთან და სტერეოტიპებთან დაპირისპირება თქვენი გამარჯვებით დასრულდება. შესაძლოა, რაღაც ისე არ ხდება, როგორც გსურთ, მაგრამ ეს მოწყენის მიზეზი არ გახლავთ, რადგან დღე სწრაფად ჩაივლის.

ქალწული
ქალწულებო, ენდეთ შინაგან ხმას და თუ არ გინდათ, ვინმეს კითხვას ან სატელეფონო ზარს უპასუხოთ, ნუ უპასუხებთ. გამონახეთ დრო სამომავლო გეგმების დასაწყობად, რადგან მალე მათი ცხოვრებაში განხორციელების დრო მოვა. ხვალ ნებისმიერ წვრილმანზე გაღიზიანდებით.

სასწორი
ამ დღეს სასწორები ხალხმრავალ ადგილას შეძლებენ დასვენებას და ეს მათ ძალიან სჭირდებათ. შეეცადეთ, თავიდან მოიშოროთ უსიამოვნო ფიქრები. ეს დღე არ არის შესაფერისი მნიშვნელოვანი შენაძენის გასაკეთებლად, რადგან, დიდი ალბათობით, იმედი გაგიცრუვდებათ.

მორიელი
ხვალ იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ შანსი და გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევთ. როგორც ვარსკვლავები გკარნახობენ, ამ დღეს განწყობას თავად შეიქმნით. ხვალ სხვისი პრობლემების მიმართ გულგრილი იქნებით.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, თუ გაგიჟების სურვილი გაგიჩნდებათ, შეარჩიეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ სიგიჟეში აგყვებიან. შეეცადეთ, გამონახოთ დრო საკუთარი სულიერი მდგომარეობის გასავითარებლად. მშვილდოსნებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ სხვების გაკრიტიკებას, რადგან თქვენი კრიტიკა იმ ადრესატამდე არ მივა, ვისაც ეკუთვნის.

თხის რქა
შექმნილი სიტუაციის გამო ტირილი არ ღირს, შეხედეთ მოვლენებს კრეატიულად, ჩართეთ ფანტაზია და გადაწყვეტილება თავში თავისთავად მოვა. მიაქციეთ ყურადღება თქვენს გვერდში მყოფს. ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სპორტული ვარჯიშების დროს, შესაძლოა, ტრავმა მიიღოთ.

მერწყული
მერწყულებს ხვალ ახალი ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც შესაძლოა, არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდეს, მაგრამ დაუვიწყარ სიხარულსა და მოგონებებს დაგიტოვებთ. მერწყულებო, ხვალ შეგიძლიათ, საკუთარი სურვილების ჩამოწერას შეუდგეთ. ეს დღე სავსე იქნება ოცნებითა და ღრუბლებში ფრენით.

თევზები
ხვალ თევზები ყველას წინაშე დაუცველები აღმოჩნდებიან. დაეხმარეთ მეგობარს თუნდაც ბანალური წვრილმანის შესრულებაში, ეს თქვენს მეგობრობას კიდევ უფრო გაამყარებს. მარტოხელა თევზებმა შესაძლოა, ხვალინდელი საღამო კინოთეატრში გაატარონ, თუმცა სასურველი მეწყვილის პოვნას ნახევარ დღეს მოანდომებთ.