23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 აგვისტო 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი

შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდეთ და გააანალიზოთ. ეცადეთ, წვრილმანების გამო, ხასიათი არ გაიფუჭოთ. თავი შეიკავეთ ენაკვიმატობისგან, თუ გსურთ, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ ჩავარდეთ.

კურო

თუ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გსურთ, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ეცადეთ, დღეს არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან პირობის შესრულება გაგიჭირდებათ. მთელი დღე ფულზე და მის დეფიციტზე ნუ ფიქრობთ, ფული არასოდესაა საკმარისი, ამიტომ ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რაც გაქვთ.

ტყუპები

„ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება“ - სწორედ ამ ფიქრით დაიძინებთ ამაღამ. იმდენი რამე გეჩვენებათ, რომ უკვე რეალურსა და ირეალურს შორის საზღვარს კარგავთ. სამწუხაროდ, ხვალ საყვარელი ადამიანი თქვენი სიტყვების მიმართ ყრუ და უგრძნობი იქნება.

კირჩხიბი

მშვენიერი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ამ დღეს განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამთ გარშემომყოფთა არაგულწრფელობას, თუმცა იძულებული ხართ, მოითმინოთ. საკუთარი მომავლის მიმართ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გაქვთ, ამიტომ თავი შეიკავეთ მკვეთრი და რადიკალური გადაწყვეტილებებისგან.

ლომი

თქვენი სპონტანური და ერთი შეხედვით, უგუნური იდეა გარშემომყოფთა მოწონებასა და მხარდაჭერას დაიმსახურებს. რატომღაც, სახლის გარეთ, სასიამოვნო გარემოში ვახშმობა მოგინდებათ. ფრთხილად იყავით. შესაძლოა, წვრილმანი ქურდების სამიზნე გახდეთ.

ქალწული

ეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ საჭირო ადამიანებთან, თუმცა ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ. ხვალ განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თანამოაზრეებთან ურთიერთობა. თუ გსურთ, მომხდარზე კონტროლი არ დაკარგოთ, ეცადეთ, მთელი დღე ყურადღებით იყოთ.

სასწორი
თუკი კოლეგა კვლავ შეეცდება, სულელური საუბრებით მუშაობაში ხელი შეგიშალოთ, ნუ გაუბრაზდებით მას, უბრალოდ, იგივე ტონით უპასუხეთ. დროებით აუცილებლად შეგეშვებათ. საეჭვო ცვლილებების ქარი ხვალ სასწორებამდეც მიაღწევს. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ყველა თქვენი წინააღმდეგია.

მორიელი
მორიელებო, თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ, ამიტომ ნუ გადაუხვევთ დასახული გზიდან. უბრალოდ, საღამოს შეგიძლიათ, დივანზე, ტელევიზორის წინ მოკალათდეთ და დაისვენოთ. ყველა შემოთავაზებული გზიდან ისეთი აირჩიეთ, რომელსაც „ომი“ არ მოჰყვება. ვარსკვლავები მორიელებს ურჩევენ, საღამოს წვეულებაზე ნუ წავლენ.  

მშვილდოსანი
თუკი ხვალ სამსახურში თათბირი გაქვთ, ის შესანიშნავად ჩაივლის. თქვენი ორიგინალური იდეების ცხოვრებაში განხორციელება თუ გსურთ, მათ სერიოზულად უნდა მიუდგეთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ სტუმრად წასვლას, რადგან არასასურველი სტუმარი იქნებით.

თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია სასწავლო კურსებზე ჩასაწერად. თხის რქებო, ერთი წუთით გაჩერდით, ცას ახედეთ და გაიგებთ, რომ ვერაფერს შეცვლით. ფულთან მიმართებაში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა, შემთხვევით თანხა დაკარგოთ.

მერწყული
მერწყულებო, თქვენ კარგი თანამშრომელი ხართ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი კომპანიისგან სარფიან წინადადებას მიიღებთ. ნუ იჩქარებთ გარშემომყოფთა განსჯას, თუნდაც ამის დიდი სურვილი გქონდეთ. ამ დღეს სერიოზული ფულადი დანახარჯი გელოდებათ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, მადა დაიოკოთ.

თევზები
თევზებო, შესაძლოა, ხვალ წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ. შეეცადეთ, გაღვიძებისთანავე კარგად დაიმახსოვროთ სიუჟეტი. სამწუხაროდ, ამ დღეს ინტუიცია გიღალატებთ. ხვალ განწყობის ამაღლება გაგიჭირდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?