28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 აგვისტო 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აგვისტოსთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
იმდენი საქმის გაკეთებას შეძლებთ, რომ საკუთარი შრომისუნარიანობით გაოცებული და უზომოდ კმაყოფილი დარჩებით. ხვალ სინოპტიკოსის როლში აღმოჩნდებით, რადგან გარშემომყოფებისთვის, „ამინდს შექმნით“. მთელ დღეს „ხვალის“ მოლოდინში გაატარებთ. იქნებ, იმ პოზიტივის დანახვა არ გსურთ, რაც დღეს ხდება?


კურო
მთელ დღეს მოახლოებული დღესასწაულის მოლოდინში გაატარებთ. ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, თუმცა მეტისმეტი არ მოგივიდეთ და იმის გაკეთებას არ შეეჭიდოთ, რაც თქვენს ძალებს აღემატება. თუ გსურთ, რომ კურიოზულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, ცოტა ხნით „გაუჩინარდით“.


ტყუპები
რაღაც ისე გაგიტაცებთ, რომ დღე შეუმჩნევლად ჩაივლის. შეგიძლიათ თამამად დაუპირისპირდეთ სტერეოტიპებს - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. შესაძლოა, დღეს რეალობის გრძნობა დაკარგოთ და  ცხოვრებას გაეთამაშოთ, მაგრამ ის მაინც შეძლებს თქვენთვის ნიღბის ჩამოხსნას.


კირჩხიბი
სამომავლო გეგმების შედგენისთვის შესაფერისი დღეა. დაფიქრდით, რა გსურთ ყველაზე მეტად და მიზნის განხორციელებას შეუდექით. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები რეალურად შეაფასოთ და სწორად  გააანალიზოთ.  თუ საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებთ, შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ.


ლომი
თუ ამის შესაძლებლობა მოგეცათ, აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, რადგან ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან იკამათოთ. საყვარელი ადამიანისგან ღირსეულ საქციელს ნუ ელით. დღეს აშკარად არ არის ამისთვის განწყობილი.


ქალწული
არაფერია საგანგაშო იმაში, თუ ერთის გამო, მეორეზე უარს იტყვით, რადგან ასეთი არჩევანი ბევრ სიხარულს მოგანიჭებთ. საქმის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება, რომელსაც დღეს გამოავლენთ, უკვალოდ არ ჩაივლის. გირჩევთ, თავი შეიკავოთ იმ ადგილების მონახულებისგან, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხართ.


სასწორი
სასწორებო, ნუ შეგეშინდებათ არჩევანის გაკეთება. ამ დღეს საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება უარყოფით შედეგამდე მიგიყვანთ. სასწორებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ ისეთ ადგილებში წასვლას, სადაც ჯერ არ ყოფილხართ.


მორიელი
ხვალ მორიელებს ფორტუნა გაუღიმებთ. მორიელებისთვის არ არის რეკომენდებული მომხდარი მოვლენების  მიღმა დარჩენა, აუცილებლად უნდა იყოთ აქტიური. მორიელებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ რაიმე სიახლის შემოღებას თქვენს ცხოვრებაში.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ხვალ წყლიდან მშრალი ვერ ამოხვალთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ გაერთობით ამგვარი საქმიანობით. სცადეთ საღამოს საათებში განტვირთვა და არაფერზე იფიქროთ, თქვენს პრობლემებს ზეგიდან დაუბრუნდით. შეეცადეთ, მოერიდოთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და ცხელ გულზე არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია ახალ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად, განსაკუთრებით, თუკი ჭკვიანი და საიმედო პარტნიორი გეყოლებათ. ხვალ შესაძლოა, შემოთავაზება მიიღოთ საპირისპირო სქესის ადამიანისგან. ვარსკვლავები არ გირჩევენ, ახალ კულინარიულ შედევრებს შეეჭიდოთ, რათა პროდუქტი ტყუილად არ გააფუჭოთ.


მერწყული
მერწყულების ცხოვრებაში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა შეინიშნება და თუკი ამ მომენტისთვის ამ აზრს ეწინააღმდეგებით, სულ მალე მიხვდებით, რომ ეს კარგი იდეა იყო. ნუ გაგეგმავთ რამე კონკრეტულს, გაატარეთ ხვალინდელი დღე სპონტანურად. ამ დღეს შესაძლოა ვინმე მოატყუოთ, თუმცა, საბოლოოდ, მოტყუებული თავად დარჩებით.


თევზები
ამ დღეს თევზების დახმარების სურვილი ბევრს გაუჩნდება და ნუ ეტყვით მათ უარს. ხვალინდელი დღე არ არის შესაფერისი სიჩქარისა და გადარბენებისთვის. ნებისმიერი საკითხი გაგაღიზიანებთ და თუ გსურთ საკუთარი დღე გაიფუჭოთ ან სხვებს გაუფუჭოთ განწყობა, შეეცადეთ, დარჩეთ კორექტული და მომთმენი გარშემომყოფების მიმართ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?