29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 აგვისტო 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 აგვისტოსთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი


სცადეთ ახალი უნარების ათვისება. ამას ადვილად შეძლებთ. შესაძლოა, ახლობელმა თქვენი კონფლიქტში გამოწვევა სცადოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაზე ცხარე კამათის დროსაც კი არ გადახვიდეთ ზრდილობის ზღვარს, თორემ თქვენი მისამართით გამოთქმული აზრები ძალიან გაგაღიზიანებთ.


კურო


ეცადეთ, მოდუნდეთ... პრობლემები ხვალამდე მოიცდის, ახლა მხოლოდ სიმშვიდე და ჰარმონია გჭირდებათ. გახსოვდეთ, სწავლა არასოდესაა გვიან. ტელევიზორის ან ფილმის ყურება მგრძნობიარე კუროებს სევდას მოჰგვრის.


ტყუპები


შესაძლოა, უცნობმა ადამიანმა თქვენი თვითშეფასება აამაღლოს. მთელი დღის მანძილზე, თავს კონტროლი გაუწიეთ, თუ გსურთ, რომ მომხდარზე კონტროლი არ დაკარგოთ. ხვალ ფულის გასესხება არ ღირს, თუნდაც კარგად გამოცდილ ადამიანებზე.


კირჩხიბი


დღეს ვალების დაბრუნების დღე გაქვთ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. სამსახურში მოსალოდნელია ახალი კადრების მიღება ან ახალი წესების შემოღება. შესაძლოა, ვიღაცის სიტყვამ გაგანაწყენოთ.


ლომი


შეგიძლიათ გარისკოთ, შედეგი თქვენს მოლოდინს გაამართლებს. ამ დღეს სამსახური თქვენგან თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. გახსოვდეთ, ზრდილობისა და თავაზიანობის წესები არავის შეუცვლია, ამიტომ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ.


ქალწული


შესანიშნავი დღე გელით. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი გეგმების შესრულებას ხელი შეუშალოს, მაგრამ ნუ იდარდებთ. იქნებ, ასე უკეთესიც იყოს. ერთ საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, რამაც შეიძლება ბევრი შეცდომა გამოიწვიოს.


სასწორი
ნუ დაელოდებით სხვების შეფასებებს თქვენს ქმედებებზე, უბრალოდ, გააგრძელეთ საქმიანობა ისე, როგორც სწორად მიგაჩნიათ, სულ მალე დაინახავთ დადებით შედეგებს. თქვენი ფინანსური სურათი არასტაბილურია, ძალიან რთულია, აკონტროლოთ ფულადი ხარჯები. სასწორებო, ამდენი ხანია ებრძვით ქარის წისქვილს და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებთ ამას.


მორიელი
მორიელებს გაუჭირდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მაინც შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას. თან არ ინანებთ, რადგან ეს ნაბიჯი გაგაბედნიერებთ. ხვალ ზედმეტად სამართლიანი იქნებით, რაც ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტს არ გამორიცხავს. 

მშვილდოსანი
ამ დღეს მეოცნებე მშვილდოსნები ბედნიერებას მიუახლოვდებიან. ყველაფრის მიტოვების ძლიერი სურვილი შეგიპყრობთ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ახლა გჭირდებათ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ხვალ ხელებში ვერაფერს გაიჩერებთ, ამიტომ იყავით უფრო დაკვირვებული.

თხის რქა
ამ დღეს ახლობელი ადამიანების ყურადღების ცენტრში იქნებით, რომლებიც თქვენით ძალიან ამაყობენ. ხვალ საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ, თუკი არ გსურთ მეგობრების გარეშე დარჩენა, გახსოვდეთ, რომ ძველი მეგობარი ორ ახალ მეგობარს ჯობია.


მერწყული
ხვალ შესაძლოა, თქვენი უკმაყოფილება სხვას გადააბრალოთ, ისეთ ადამიანს, რომელსაც შექმნილ სიტუაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მერწყულები ხვალინდელ დღეს საღამოს მოლოდინში გაატარებენ, თუმცა, სამწუხაროდ, თქვენი ყველა იმედი არ გამართლდება.


თევზები
ხვალ გარშემომყოფებს თქვენი მხარდაჭერისა და რჩევის იმედი ექნებათ. თევზებო, თუკი რამე ცუდი საქციელის ჩადენის სურვილი გაგიჩნდებათ, გახსოვდეთ, რომ დედამიწა მრგვალია და შესაძლოა, ნეგატიური საქციელი უკანვე დაგიბრუნდეთ. ამ დღეს, საბოლოოდ იპოვით იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, თუმცა, შედეგი დიდ შვებას ვერ მოგგვრით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?