30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 აგვისტო 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 აგვისტოსთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი


შესაძლოა, მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სტუმრები გეწვიონ. კარგი იქნება, თუ ცოტაოდენ დროს გამონახავთ სპორტული აქტივობისა და ფიზიკური ვარჯიშებისთვის. მთელი დღე მარტოობას ეძებთ, მაგრამ სწორედ ახლა გაბეზრებენ თავს უაზრო კითხვებით.


კურო


ძილის წინ, სუფთა ჰაერზე გასეირნებამ შეიძლება თქვენს თავში გენიალური იდეა გააჩინოს. ნუ მიიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომ სიჩქარით საქმე არ გააფუჭოთ. ხვალ საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნოთ.


ტყუპები


შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რომელ სფეროში აპირებთ საქმიანობას. ხვალ მნიშვნელოვანი დანახარჯი და ახალი შენაძენი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული გონივრულად ხარჯოთ და საფულე მთლიანად არ დააცარიელოთ. ასეთი განწყობით შორს ვერ წახვალთ.


კირჩხიბი


ამ დღეს თქვენს რჩევებს ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები ყურადღებით ისმენენ და ითვალისწინებენ. გადაათვალიერეთ განცხადებები სამსახურის მაძიებელთათვის. შეიძლება რაღაც საინტერესო აღმოაჩინოთ. შეუფერებელი დღეა ხელმძღვანელობასთან ფინანსურ საკითხებზე საუბრისთვის.


ლომი


ეს დღე წარმატებულია შეყვარებული ლომებისთვის, რომლებმაც საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. შესაძლოა, რაღაც ისეთი იპოვოთ, რაც ოქროს ჰგავს, მაგრამ გაიხსენეთ, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ, დღე გართულებების გარეშე ჩაივლის.


ქალწული


თუ ისეთ ადგილზე აღმოჩნდით, სადაც სურვილებს უთქვამენ, აუცილებლად გააკეთეთ ეს. საყვარელ ადამიანთან კამათი დიდი ხნით გამოგიყვანთ წყობიდან. იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, წარუმატებელია და სასურველ შედეგებს ვერ მოიტანს, ამიტომ მასზე იმედების დამყარება არ ღირს.


სასწორი
ხვალ შესაძლოა, ძალიან გავლენიანი და თქვენთვის საჭირო ადამიანი გაიცნოთ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა სამომავლოდ. ხვალ რუტინული საქმეების შესრულება საკმაოდ გაგიჭირდებათ. თქვენი ამბიცია სასაცილო და უადგილოა. ასე რომ, დაივიწყეთ ისინი დროებით.


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია საჩუქრების შესაძენად. მორიელებმა შესაძლოა, ძალიან სულელური საქციელი ჩაიდინონ, ეს იმ შემთხვევაში, თუკი სხვის რჩევებსა და ემოციებს გაითვალისწინებენ. მორიელებო, ნუ მიიჩნევთ საკუთარ თავს ყოვლისშემძლედ და ნუ ეცდებით, გადააკეთოთ ის, რაც შეუძლებელია.

მშვილდოსანი
„სამუშაო მგელი არ არის, ტყეში არ გაიქცევა“ - ამ ფრაზის გავლენის ქვეშ მოექცევიან ხვალ მშვილდოსნები და „უსაქმურობის“ დღეს მოიწყობენ. გულდასმით მოისმინეთ ყველაფერი, რასაც თქვენი მისამართით იტყვიან, მაგრამ ნუ გამოეკიდებით ყველა წვრილმანს. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ ნამდვილი მეგობრობაში საიდუმლო არ არსებობს, ამიტომ, თუკი აფასებთ მეგობრობას, მაშინ გააკონტროლეთ, ვის და რას ეტყვით.

თხის რქა
თხის რქებო, ხვალ იღბლიანი დღე გელოდებთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, რიგში დგომა არსად მოგიწევთ, რაც ასე ძალიან გაღიზიანებთ ხოლმე. იქნებ ცოტა დრო მაინც დაუთმოთ სამუშაო ადგილის მოწესრიგებას.


მერწყული
მერწყულებო, ხვალ შეგიძლიათ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რამ სთხოვოთ, ყველა მზად იქნება თქვენს დასახმარებლად. როგორც კი წარსულში დაბრუნების ფიქრები აგეკვიატებათ, დაუყოვნებლივ გადაკოცნეთ გვერდში მყოფი და დაუბრუნდით აწმყოს. თუკი მერწყულებს ცეკვის შესაძლებლობა ექნებათ, უარი არ თქვათ.


თევზები
თევზებს შესაძლოა დამატებითი სამუშაო გამოუჩნდეთ. ამ დღეს თქვენთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი, ასე რომ, შეიტანეთ თქვენს გრაფიკში საათობრივი გასეირნება სახლის გარშემო. შესაძლოა, ისეთი რამის დასაკუთრების სურვილი გაგიჩნდეთ, რაც თქვენ არ გეკუთვნით, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაფიქრდეთ, სანამ კონკრეტულ ქმედებაზე გადახვალთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?