5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე, მომხიბლავი ღიმილი და სასურველი ცვლილებებიც მალე დაიწყება.
გირჩევთ, ხვალ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო გამოავლინოთ. გახსოვდეთ, რომ სიყვარული, სიტყვებზე მეტად, ქცევაში გამოიხატება.
შესაძლოა, ვიღაცის რჩევა სასაცილოდ არ გეყოთ, მაგრამ ეს თქვენი უდიდესი შეცდომა იქნება.


კურო
ხვალ მაჭანკლის როლის მორგება მოგიწევთ - ერთმანეთს გააცნობთ ადამიანებს, რომლებიც ოჯახს შექმნიან. თუ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგეთ, ეცადეთ, მაშინვე დაივიწყოთ, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, მოუსმინოთ და გაუგოთ ადამიანს, რომელიც ხვალ დახმარებას გთხოვთ.


ტყუპები
ხვალ შეგიძლიათ, ახლობელ ადამიანებს ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ. დიალოგი ურთიერთგაგებით წარიმართება და კონკრეტული პრობლემების გადაჭრას საერთო ძალებით მოახერხებთ.
თავი შეიკავეთ დისტანციურად (მაგალითად, ინტერნეტით) ნივთის შეძენისგან, რადგან შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ.
სავარაუდოდ, მოულოდნელი სტუმრები გეწვევიან და საღამოს სასიამოვნოდ გაატარებთ.


კირჩხიბი
გეჩვენებათ, რომ სამყარო თქვენ ირგვლივ ბრუნავს. ამ დღეს თქვენი დევიზია - „სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე, ეს ცხოვრებისეული საკითხია“.
შესაძლოა, ბევრ რამეზე, უბრალოდ, ხელი ჩაიქნიოთ.


ლომი
დილას, თვალის გახელისთანავე, უჩვეულო ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ეცადეთ, ეს მომენტი მაქსიმალურად გამოიყენოთ.
შესაძლოა, საკუთარი უკმაყოფილება და ბრაზი ისეთ ადამიანზე გადმოანთხიოთ, რომელსაც თქვენს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მთელ დღეს ოცნებებსა და „ღრუბლებში ფრენაში“ გაატარებთ.


ქალწული
ამ დღეს ადამიანები თქვენგან რჩევასა და მხარდაჭერას ელიან, რაც საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით განგაწყობთ.
ნუ დაივიწყებთ ძველ სიბრძნეს, რომ „დუმილი ოქროა“ და ეს პრინციპი ცხოვრების ყველა სფეროში გამოიყენეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად მეგობრების წრეში დასვენება გჭირდებათ.


სასწორი
ხვალ სასწორები ადვილად აითვისებენ ახალ ცოდნას, ამიტომ ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით და გაეცანით იმ სფეროს, რომელიც აქამდე თქვენთვის „საშიში“ იყო.
გამორიცხული არ არის, რაიმე ფიქრი აგეკვიატოთ და მისი მოშორება გაგიჭირდეთ.
გააკონტროლეთ საკუთარი ქცევები, რათა შემდგომში შედეგებზე არ ინანოთ.


მორიელი
მორიელებო, იმდენი ხანია ოცნებობთ, რომ ვინმემ სიურპრიზი მოგიწყოთ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში თქვენი ოცნება ახდეს.
შესაძლოა, რაღაც ფაქტმა გაგანაწყენოთ, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს ნეგატიურ ინფორმაციას. უკვე ზეგიდან ეს თემა თქვენთვის აქტუალური აღარ იქნება.
სცადეთ სიახლის შეტანა საკუთარ ცხოვრებაში, გაბედეთ გადაწყვეტილების მიღება, იღბალი თქვენს მხარესაა.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, იქნებ ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ საკუთარი ეჭვიანობა და სიფრთხილე ადამიანებთან ურთიერთობაში, მიხვდებით, რომ ცხოვრება სიურპრიზებს გიმზადებთ, თანაც ისეთებს, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.
თუკი უსიამოვნო სიახლის მოსმენა არ გსურთ, ნუ წამოიწყებთ გულწრფელ საუბრებს.
ნუ ხართ საკუთარი თავით უკმაყოფილო, თორემ ეს ნეგატიური ფიქრები საბოლოოდ დაგამარცხებთ და ვერაფერს შეცვლით. 

თხის რქა
რაც არ უნდა მოხდეს, ნუ გამოხატავთ საკუთარ ემოციებს გარშემომყოფებთან.
შესაძლოა, ამ დღეს კაფეში ან რესტორანში დაგპატიჟონ, თანაც ისეთში, სადაც ჯერ არ ყოფილხართ და იქ მოხვედრაზე ოცნებობთ. თხის რქებს მცირედი მატერიალური დანაკარგი ელოდებათ.


მერწყული
მიუშვით ცხოვრება თავისი დინებით. მთავარია, თქვენ ამ დინებას სწორად მიჰყვეთ.
მერწყულებო, თქვენი განწყობა ფიქრის სიჩქარით შეიცვლება.
ნუ დაჰპირდებით ადამიანებს იმას, რის შესრულებასაც ვერ მოახერხებთ.


თევზები
დროა, მიიღოთ დამსახურებული ჯილდო კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.
თევზებო, მოთოკეთ საკუთარი აგრესიულობა, რომელსაც შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?