17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შესაძლოა, ძველი მეგობარი ნახოთ, რაც ძალიან გაგახარებთ, ამიტომ თუ სადმე ერთად წასვლა შემოგთავაზათ, უარს ნუ ეტყვით. ამ დღეს არავის არაფერი სთხოვოთ. ვერძებო, კვალიფიკაციის ამაღლებას ვერასოდეს შეძლებთ, თუ საგნებისა და მოვლენების სხვადასხვა რაკურსით ხედვა არ ისწავლეთ.


კურო
რაღაც ისეთს გააკეთებთ, რომ საკუთარი თავით ძალიან იამაყებთ. ამ დღეს დიდი ფულის ხარჯვა და სერიოზული შენაძენი გელით, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, საფულე მთლიანად არ დაიცარიელოთ. მთელ დღეს „ხვალის“ მოლოდინში გაატარებთ. იქნებ, იმ კარგის დანახვა არ გსურთ, რაც დღეს ხდება?  


ტყუპები
დღეს სულიერ აღმაფრენას ბავშვებში ნახავთ. სულ ერთია, ეს საკუთარი ბავშვი იქნება, თუ მეზობლის, მაგრამ ის დაგეხმარებათ, კიდევ ერთხელ ჩასწვდეთ ჭეშმარიტების არსს. რაღაც ისეთს მოისმენთ, რაც ახალ კომპლექსებსა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას გაგიჩენთ. ნუ დაივიწყებთ ძველ, ბრძნულ გამოთქმას „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“, თორემ შეიძლება რაღაც გააფუჭოთ.


კირჩხიბი
მშვენიერი დღეა საკუთარი მომავლის დასაგეგმად, ამიტომ გირჩევთ, გეგმები და სურვილები ჩამოწეროთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს საკუთარი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე თუნდაც ერთ ნაბიჯს გადადგამთ. ახლობელი ადამიანის მონატრებას გრძნობთ, მაგრამ სიამაყე უფლებას არ გაძლევთ, მისი დაბრუნებისთვის იბრძოლოთ.


ლომი
ამ დღეს გულწრფელი და მომხიბლავი ღიმილით ნებისმიერი არაკეთილმოსურნის დამარცხებას შეძლებთ. შეგიძლიათ იზარმაცოთ, დღეს ამისთვის არავინ გისაყვედურებთ, თუმცა სანახევროდ გაკეთებული საქმე ოდესმე მაინც იჩენს თავს.


ქალწული
ძილის წინ, სუფთა ჰაერზე სეირნობა გენიალური იდეებით აგავსებთ. შეგიძლიათ, სურვილების სია ჩამოწეროთ. დღეს მასისგან გამორჩევა სასურველი არაა.


სასწორი
ჯანდაბას ფული, გაანებივრეთ საკუთარი თავი უკანასკნელი თეთრებით, ზეგინდელი დღე ახალ შემოსავალს მოგიტანთ. ეს დღე შესანიშნავია თვითანალიზისთვის. შესაძლოა იგრძნოთ, რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა არ გსურთ და სამწუხაროდ, ეს შეგრძნება ხანგრძლივი დროით გაგყვებათ.


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია ახალ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად, განსაკუთრებით, თუკი ჭკვიანი და საიმედო პარტნიორის მხარდაჭერა გექნებათ. არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, ამას შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს. ვარსკვლავები გირჩევენ, დაუფიქრებელი ქმედებებისგან თავი შეიკავოთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ამ დღეს ყველას და ყველაფრის მიმართ გაღიზიანებული იქნებით. ყურადღებით მოისმინეთ, რასაც ადამიანები თქვენზე იტყვიან და ნახეთ გამოსავალი. მშვილდოსნებო, ნუ მოითხოვთ გარშემომყოფებისგან იმას, რასაც მათგან ვერ მიიღებთ.

თხის რქა
საქმეებს, რომელთა შესრულება აქამდე გაშინებდათ, ხვალ ბრწყინვალედ გაუძღვებით. თხის რქებო, არ გაუშვათ ხელიდან საკუთარი გონიერების გამოვლინების შანსი, რა თქმა უნდა, თუკი ამგვარი შესაძლებლობა, მოგეცემათ. ნუ ეცდებით საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას.


მერწყული
ამ დღეს გარშემო ყველა სიცილის ხასიათზე იქნება და მათი დადებითი განწყობა თქვენც გადაგედებათ. ნუ წარმოაჩენთ საკუთარ თავს იმ კუთხით, როგორიც სინამდვილეში არ ხართ. შესაძლოა, საკუთარი სიბრაზის სხვებზე გადატანის სურვილიც გაგიჩნდეთ, რასაც ვარსკვლავები არ გირჩევენ.


თევზები
ამ დღეს თევზების წვრილმანი გამოვლინებები მათი ახლობლების გულს გაათბობს. რუტინულ საქმესთან გამკლავება გაგიჭირდებათ. ეს დღე არ არის შესაფერისი დოკუმენტაციასთან და უძრავი ქონების გაფორმებასთან სამუშაოდ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?