24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. გამორიცხული არაა, რომ სამომავლო კარიერის დასაგეგმად, ოჯახური თათბირი მოიწვიოთ და ახლო ნათესავების აზრით დაინტერესდეთ. საბოლოოდ, მიიღებთ პასუხს კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ოჯახი მოიწონებს თქვენს გადაწყვეტილებას სამსახურიდან წამოსვლის შესახებ, რომ უფრო მაღალშემოსავლიანი და პრესტიჟული სამსახურის ძებნა დაიწყოთ.


კურო
გირჩევთ, სპორტული აქტივობისთვის დრო გამონახოთ. თუ ამას იშვიათად ახერხებთ, უნდა აღიაროთ, რომ ასეთი დამოკიდებულება მომხიბვლელობისთვის ბრძოლაში ვერ დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ ახლავე უახლოეს ფიტნეს-ცენტრში წახვალთ და პირად მწვრთნელს აიყვანთ. მისი უშუალო კონტროლით ჩატარებული ვარჯიშები მალე სასარგებლო ჩვევად გექცევათ. გაითვალისწინეთ, რომ კარგი მწვრთნელი დღის საათებში უნდა მოძებნოთ და შაბათ-კვირა დასვენებისთვის გაითავისუფლოთ.


ტყუპები
ხვალ გობალური ქსელების დახმარებით, ახალ, სასარგებლო ჰობის აღმოაჩენთ, რომელიც ამჟამად დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს. ოცნებობთ, რაც შეიძლება მალე გამდიდრდეთ, ამიტომ საქმის შესწავლას დღესვე დაიწყებთ. სრულიად შესაძლებელია, ასეც მოხდეს, თუ ენთუზიაზმი შუა გზაზე არ მიგატოვებთ და ჩანაფიქრის განხორციელების გზაზე არ შეჩერდებით.


კირჩხიბი
ხვალ ფრთხილად და ტაქტიანად მოგაწვდიან უსიამოვნო ინფორმაციას. და მას თქვენი საუკეთესო მეგობარი გაახმოვანებს, რომელმაც შემთხვევით გაიგო, რომ თქვენთვის ძვირფასმა ადამიანმა სხვასთან გააბა ურთიერთობა. მომხდარს უდიდეს ღალატად და ტყუილად ჩათვლით და რამდენიმესაათიან ისტერიკაში ჩავარდებით. საბედნიეროდ, თქვენი მეგობარი გამონახავს საშუალებას, რომ ნორმალურ მდგომარეობაში დაგაბრუნოთ. 


ლომი
გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ინტელექტუალური დებატები თქვენი ძლიერი მხარე არაა, რადგან ბავშვიც კი დაგამარცხებთ. კარგი იქნება, თუ ჩვენს გაფრთხილებას გაიხსენებთ, როცა საკუთარი ერუდიციით კიდევ ერთხელ გაბრწყინების სურვილი გაგიჩნდებათ. ამ დღეს საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეები გაცილებით უკეთ გამოგდით. მაგალითად, შეგიძლიათ, რომელიღაც უნიკალური რეცეპტის დახმარებით, რამდენიმე კულინარიული შედევრი შექმნათ და ოჯახის წევრები და ახლობლები გააკვირვოთ.


ქალწული
რომელიღაც ახლობლის საქციელით აღფრთოვანებული დარჩებით. ეს ადამიანი თქვენ გამო, საოცნებო ნივთის შეძენაზე უარს იტყვის და ამ ფულით რაღაც ძალიან დიდი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. დღეს საყვარელი ადამიანიც გაგახარებთ, რადგან ისეთ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიმზადებთ, რომ ემოციების დამალვას ვერ შეძლებთ. კვირა დღის ერთადერთი უსიამოვნება მეზობელთან კამათი იქნება, რომელიც დილაუთენია გაგაღვიძებთ.


სასწორი
სასწორებო, ვარსკვლავები გირჩევენ, უცხო ადამიანებთან სიფრთხილე გამოიჩინოთ. შესაძლოა ადამიანი, რომლის თქვენს სიმართლეში დარწმუნებას შეეცდებით, გაგინაწყენდეთ და თქვენზე შური იძიოს. ამ უსიამოვნების თავიდან აცილება შეგიძლიათ, თუკი სხვის საქმეში არ ჩაერევით და თუკი ყველა პროვოკაციას არ წამოეგებით. საბოლოოდ დასვენების დღეები უპრობლემოდ ჩაივლის და თუკი ვარსკვლავების რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ყველანაირ პრობლემას თავიდან აიცილებთ.

მორიელი

მორიელებო, ვარსკვლავები გირჩევენ მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ თქვენს უფროს ნათესავზე ზრუნვას. თქვენი მოულოდნელი ვიზიტი მათ სასიამოვნოდ გააოცებს და მათ თვალებში უსაზღვრო სიხარული შეინიშნება. საღამოს კარგი იქნება თუკი თქვენს პარტნიორთან გულწრფელი საუბარი გექნებათ. პირდაპირ დაუსვით მას ის შეკითხვა, რომელიც ძალიან გაწუხებთ და გაინტერესებთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თქვენს შეკითხვებზე ამომწურავ პასუხებს მიიღებთ.


მშვილდოსანი
ხვალ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თავისი ოპტიმიზმით აღგაფრთოვანებთ და მის გვერდით თქვენი ცუდი განწყობა საუკეთესოსკენ შეიცვლება. სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა ამ დღეს არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ოჯახში წარმოიშვება კონფლიქტი და ხმაურის თავიდან აცილების მიზნით შეეცდებით სახლიდან გაიქცეთ.


თხის რქა
ხვალ თხის რქები, რომელიღაც საოჯახო წვეულებაზე აღმოჩნდებით, სადაც მთქნარებისგან დაიღლებით. შეკრება ტრადიციული სცენარით ჩაივლის და ეს თქვენთვის უკვე ნაცნობია, ამიტომ თქვენში დიდ ინტერესს ვერ გამოიწვევს. პირველივე შესაძლებლობაზე შეეცდებით ამ მოსაწყენი დღესასწაულის დატოვებას. შესაძლოა, „გაქცევა“ მოაწყოთ: დაურეკოთ საუკეთესო მეგობარს და სთხოვოთ კონკრეტულ მომენტში გადმოგირეკოთ დახმარების თხოვნით.


მერწყული
მერწყულებს სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა გაუჭირდებათ. ადამიანი, რომელთანაც ცოტა ხნის წინ რომანი დაიწყეთ, შეეცდება, დაგარწმუნოთ, რომ მას არ მიუძღვის ბრალი იმაში, რაშიც ადანაშაულებთ. შეეცდებით გაიგოთ, რომ ეს მხოლოდ ცინიკური სიცრუეა, მაგრამ  გული საპირისპიროს გიკარნახებთ. საბოლოოდ გადაწყვეტთ, რომ საშიში არაფერი ხდება და ეს არაჯანსაღი რომანი, რომელიც მუდმივ სიცრუეზეა დამყარებული, სამწუხაროდ, გაგრძელდება.


თევზები
თევზები მნიშვნელოვან ნივთს შეიძენთ. დიდი ალბათობით, ასეთივე ნივთი ადრე უკვე გქონდათ, რომელიც ძალიან მოწესრიგებულ ადამიანს ეკუთვნოდა. არ გამორიცხება, რომ თქვენს განკარგულებაში აღმოჩნდეს ავტომობილი, რომელიც არცთუ ისე ძვირი ღირს, თუმცა, მას ბევრი ფუნქცია აქვს და იდეალურ მდგომარეობაშია. ამ შენაძენით კმაყოფილი იქნებით და ის თქვენთვის წვეულების ორგანიზების მიზეზი გახდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?