28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს სრული დატვირთვით მუშაობა აუცილებელი არაა. დაზოგეთ ძალა და შინაგანი პოტენციალი, რადგან საღამოს გრანდიოზული მოვლენები გელით. ახლობელი ადამიანი ერთობლივი ბიზნესის დაწყებას ან რამე არანაკლებ პერსპექტიულ საქმეს შემოგთავაზებთ. ამ პროექტმა შესაძლოა, სერიოზული შემოსავალი მოგიტანოთ, თუმცა ამისთვის მთელი პროცესი და მასში თქვენი მონაწილეობა უმცირეს დეტალებამდე უნდა განიხილოთ.


კურო
ბოლოს და ბოლოს, იყიდით იმას, რისთვისაც თვეების ან წლების მანძილზე ფულს აგროვებდით და თქვენს სახეზე საზეიმო ღიმილი გაჩნდება. მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში არც კი ეცდებით, რომ დამალოთ სიამაყის გრძნობა. ამაში ცუდი არაფერია, თუ სიამაყე ამპარტავნებაში არ გადაგეზრდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, იმ ადამიანების კეთილგანწყობას დაკარგავთ, რომლებსაც გულწრფელად უყვარხართ.


ტყუპები
ამ დღეს იდეალურ ემოციურ წონასწორობამდე მიღწევას შეძლებთ. ამაში ბოლო დღეების სულიერი ვარჯიშები და ბრძენ ადამიანთან საუბრები დაგეხმარებათ. ეს ადამიანი უამრავ რამეზე აგიხელთ თვალს და თქვენ შეწყვეტთ წვრილმანებზე ნერვიულობას, რომლებიც უახლოესი გეგმების შესრულებაში ხელს გიშლით. შესაბამისად, მცირე სირთულეებს, რომლებიც დღეს შეგექმნებათ, მშვიდად და აუღელვებლად გადალახავთ.


კირჩხიბი
ხვალინდელ დღეს საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ. განსაკუთრებით, თქვენზე გაცილებით ახალგაზრდა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მოგხიბლავთ. მასთან დაუფიქრებლად დაიწყებთ ხანმოკლე ფლირტს, თუმცა ის ამას მეტისმეტად სერიოზულად აღიქვამს და მისი სახით, მომაბეზრებელ თაყვანისმცემელს შეიძენთ. მომხდარში ნაწილობრივ, თავად ხართ დამნაშავე, ამიტომ ეცადეთ, მისი ყურადღების გამოვლინების ფაქტები მეტისმეტად უხეშად არ აღკვეთოთ.


ლომი
ამ დღეს ქონებასთან დაკავშირებული საკითხებით იქნებით დაკავებული. შესაძლოა, ოჯახის რომელიმე წევრმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან საერთო ქონების გაყოფა მოითხოვოს. ასეა თუ ისე, პრობლემის სამართლებრივ დეტალებში გასარკვევად, გამოცდილ იურისტს უნდა მიმართოთ. ეს დღის ერთადერთი უსიამოვნო ფაქტორი იქნება, რადგან ცხოვრების სხვა სფეროებში სრული იდილია და სიამოვნება გელით.


ქალწული
გირჩევთ, საკუთარ გარდერობს გადახედოთ და წელიწადის ცივი სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმლით შეავსოთ. კარგი იქნება, თუ უახლოესი მეგობრების სიასაც გადახედავთ და იმ ადამიანებისგან გაწმენდთ, რომლებსაც ბოლომდე არ ენდობით. ხვალ შესაძლოა, თქვენზე ბოროტი ჭორები ისეთმა ადამიანმა გაავრცელოს, ვინც ყველაზე საიმედო მეგობრად მიგაჩნიათ.


სასწორი
ხვალ სასწორები წარმატებით გადაწყვეტენ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ რთულ საკითხს. გამორიცხული არ არის, რომ მოისმინოთ სიტყვები „კი, მოდი ვცადოთ ურთიერთობის დაწყება“ იმ ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, ხვალ მისგან მორიგ მტკიცებულებას მიიღებთ სიყვარულსა და ნდობაზე, რის შემდეგაც ეჭვი, რომ მეორე ნახევარი გღალატობთ, დაუყოვნებლივ გაგიქრებათ.


მორიელი
მორიელებო, ნუ წარმოაჩენთ ტყუილად ხვალ თქვენს ბუნებრივ ხიბლს. იფიქრეთ იმ საკითხზე, რომელიც თქვენთვის უფრო პრიორიტეტულია. ყველასთვის ღიმილის ჩუქებით კარგს მაინც ვერაფერს მიაღწევთ. უფრო მეტიც! მსუბუქი ფლირტი გახდება მიზეზი იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში მორიდებული ადამიანი გამოჩნდეს, რომელსაც არ უნდა აღიაროს, რომ შესაძლოა თქვენ შორის გრძნობა გაჩნდეს.


მშვილდოსანი
ხვალ მშვილდოსნები ამორალური ქმედების მოწმეები გახდებიან. ვერ გაჩუმდებით, როცა დაინახავთ, რომ ნაცნობი ადამიანი უსამართლობას სჩადის. მას წესრიგისკენ მოუწოდებთ, მაგრამ მისგან საკმაოდ მკაცრ პასუხს მიიღებთ, რის შემდეგაც საბოლოოდ გაბრაზდებით. ინციდენტი მას შემდეგ გამძაფრდება, რაც სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავთ.


თხის რქა
თხის რქებო, ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად ტაქტიკურად გაახმოვანოთ თქვენი უკმაყოფილება. შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს აწყენინოთ, თუკი მათ ნაკლზე პირდაპირ მიუთითებთ. სრულიად საპირისპირო სიტუაციაში აღმოჩენის დროს (თუკი ვინმეს კრიტიკას მოისმენთ), ნუ გაბრაზდებით და ნუ იფეთქებთ ვულკანივით. დამშვიდდით და კიდევ ერთხელ დაფიქრდით, იქნებ თქვენ მიმართ წამოსულ კრიტიკას რაციონალური მიზეზი აქვს?


მერწყული
მნიშვნელოვან საქმიან საკითხში არაკომპეტენტურობას გამოიჩენთ. მხოლოდ წარსულში თქვენი უმაღლესად შეფასებული მიღწევა გადააფიქრებინებს ხელმძღვანელობას თქვენს სამსახურიდან გაშვებას. ეს თქვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. ნუ მოცდებით ყველანაირ წვრილმანზე, დაკავდით მხოლოდ სამუშაო მოვალეობის შესრულებით და ასევე, არ დაგავიწყდეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია საკუთარი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების დაუღალავად განვითარება.


თევზები
თევზები ხვალ აშკარად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს. როგორც კი ოჯახის წევრის შესახებ სიახლეს შეიტყობთ, აღფრთოვანებისგან ხმამაღლა ყვირილს დაიწყებთ, თან სამსახურში. ბოსი, რა თქმა უნდა, სიჩუმისკენ მოგიწოდებთ, მაგრამ როგორც კი თქვენი უსაზღვრო სიხარულის მიზეზს გაიგებს, მოგილოცავთ. საღამოს ოჯახში გრანდიოზულ ბანკეტს მოაწყობთ, სადაც არანაირი შეზღუდვა არ მოგიწევთ. თქვენი ბოსი კი ზეგ დასვენების უფლებას მოგცემთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?