29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ნებისმიერ სარისკო ქმედებას უნდა ერიდოთ. უარი თქვით აზარტულ თამაშებზე, ახალი პროექტების დაწყებაზე და ყველაფერზე, რაც იღბალზეა დამოკიდებული. მხოლოდ იმ საქმეში გაგიმართლებთ, რაც თქვენს შრომასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით გასაოცარ შედეგებს მიიღებთ, თუ დილიდანვე ტელეფონს გამორთავთ და „შრომით ფერხულში“ ჩაებმებით.


კურო
დღეს მეუღლეს სერიოზულ კონფლიქტში გამოიწვევთ, რადგან საკმაოდ უხეში ფორმებით დაიწყებთ მისი უარყოფითი მხარეების კრიტიკას და გაანაწყენებთ. უთანხმოება თქვენი მობოდიშების შემდეგაც კი გაგრძელდება. მეუღლე თქვენთან ურთიერთობაზე უარს იტყვის და სახლში სამარისებური სიჩუმე დაისადგურებს. გირჩევთ, სასწრაფოდ მოძებნოთ საკუთარი დანაშაულის გამოსწორების გზები და საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობა დაიბრუნოთ.


ტყუპები
ამ დღეს თქვენი გამომწვევი საქციელი რომელიღაც კოლეგას გააღიზიანებს. ნუ ეცდებით მასთან კამათში გაიმარჯვოთ, რადგან თქვენი ავტორიტეტის გადარჩენისთვის, სიტუაციიდან მოხერხებულად გაპარვა სჯობს. ნუ გახდებით ოჯახში კამათისა და უთანხმოების მიზეზი და ნუ გაანაწყენებთ ახლობელებს.


კირჩხიბი
ხვალ საკუთარი გრძნობები და სიმპათიები მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გამოხატოთ. თუ საპირისპირო სქესის რომელიღაც წარმომადგენელმა მოგხიბლათ, სანამ სიყვარულზე ხმამაღალ საუბარს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ მისი გული თავისუფალია და  ვინმესთან ცოლქმრული მოვალეობები არ აკავშირებს. სხვა შეზღუდვები არ გაქვთ. საღამოს მხიარულად გაატარებთ და სულაც არ იდარდებთ იმაზე, როგორ აისახება ნოყიერი საკვები და ალკოჰოლი თქვენს ჯანმრთელობაზე.


ლომი
ბავშვობის მეგობართან შეხვედრა დეპრესიაში ჩაგაგდებთ. თქვენთვის მოულოდნელი იქნება იმის გაგება, რამდენს მიაღწია იმ წლების მანძილზე, რაც არ გინახავთ. უნებურად, საკუთარ ცხოვრებასთან გაავლებთ პარალელს და მიხვდებით, რომ ასეთი მასშტაბური მიღწევებით ვერ დაიკვეხნით. ამის გამო, თვითგვემასა და დეპრესიას მიეცემით და მხოლოდ უფროს მეგობართან საუბარი დაგამშვიდებთ.


ქალწული
გირჩევთ, წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებაზე უარი არ თქვათ. დღის განმავლობაში წვრილმანი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რაც ძალიან დაგღლით, თუმცა ეს საკმარისი მიზეზი არაა, რომ სახლში მისული განმარტოვდეთ და საღამოს მხიარულად გატარებაზე უარი თქვათ. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრებისა და საწინააღმდეგო სქესის სიმპათიური წარმომადგენლების გარემოცვაში თქვენი დაღლილობა უკვალოდ გაქრება.


სასწორი
სასწორები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების იჩქარებენ. მოგეჩვენებათ, რომ, თუ საქმეს სწრაფად დაასრულებთ, სახლში წასვლას ჩვეულებრივზე უფრო ადრე შეძლებთ. მაგრამ არა, ასეთი სიჩქარე სერიოზული შეცდომის მიზეზი გახდება. მისი გამოსწორება სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოგიწევთ, მაშინ, როდესაც თქვენი კოლეგები მხიარულად გაიხურავენ ოფისის კარს და უიქენდით დატკბებიან.


მორიელი
მორიელებო, მოერიდეთ დაუგეგმავი ნივთის შეძენას. შეეცადეთ, არ დაკარგოთ საკუთარი თავის კონტროლი, როდესაც მაღაზიებში სეირნობის დროს ულამაზეს ტანისამოსს ან ავტომობილისთვის რომელიმე აქსესუარს შენიშნავთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მხოლოდ მორიგი სიმპათიური ნივთია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ახალი „გასართობია“ თქვენთვის. ამასთანავე, თუკი ამ ნივთის შეძენაზე უარს იტყვით, ერთი ნაბიჯით ახლოს იქნებით თქვენთვის ნამდვილად საჭირო და საოცნებო ნივთის შეძენასთან. 


მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ვარსკვლავები გირჩევენ, საფუძვლიანად ჩაეფლოთ საინტერესო წამოწყებაში. ახალი გატაცების ხათრით, სამსახურიდან სახლში დაბრუნებას იჩქარებთ და ტრადიციულ, პარასკევის საღამოზე დასწრებაზეც უარს იტყვით. მალე საუკეთესო მეგობარი შემოგიერთდებათ, რომლის მხარდაჭერითაც თქვენი ჩანაფიქრი უფრო სწრაფად განხორციელდება, მაგრამ მისი ფინალამდე მიყვანა ჯერჯერობით გაგიჭირდებათ. ამ საქმეს დასვენების დღეებსაც დაუთმობთ.


თხის რქა
ხვალ თქვენს მეორე ნახევარზე ბევრ სიახლეს შეიტყობთ. მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდებით, სადაც თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთვის უცნობ უნარებს გამოავლენს. მომხდარი ნამდვილად გაგაოცებთ, მაგრამ საბოლოოდ მოგეწონებათ, როდესაც დაინახავთ, რომ თქვენს პარტნიორს შეუძლია, ნამდვილ ლომად გადაიქცეს, როდესაც უსამართლობას შეეჩეხება. ამასთანავე, ინერვიულებთ, რადგან შესაძლოა, თქვენს პარტნიორს პრობლემები შეექმნას, თუკი საკუთარი იმპულსურობის უმიზეზოდ დემონსტრირებას დაიწყებს.


მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროთ ოჯახის უმცროს წევრებთან. ბავშვებთან ურთიერთობის დროს გააცნობიერებთ, რომ სამყაროში უამრავი ბრწყინვალე რამ არსებობს, რომლებსაც ამ დრომდე არ აფასებდით ან ვერ ამჩნევდით. მიხვდებით, რომ ცხოვრება შესაძლებელია იმაზე ფიქრის გარეშე, რამდენია თქვენი შემოსავალი. საბოლოოდ, კარგად დაისვენებთ და სერიოზული ადამიანის ნიღაბს მოიხსნით.


თევზები
თევზები პოტენციურ კლიენტთან რთულ კამათში შევლენ. ის შეეცდება, უპასუხისმგებლობასა და სიზარმაცეში დაგდოთ ბრალი, რაც ძალიან გეწყინებათ. საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ყველანაირად შეეცდებით, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, უხეშობას მოერიდოთ. ისარგებლეთ ყველაზე რბილი, ტაქტიკური მიდგომით და თქვენს ოპონენტს ნეგატიური წარმოდგენა შეეცვლება. თქვენი რეპუტაცია გადარჩება და ამასთანავე, კარგ გამოცდილებას მიიღებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?