3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეცადეთ, ავტომობილის საჭესთან დიდი დრო არ გაატაროთ. შორეული მგზავრობა იმდენად დაგღლით, რომ საღამოს დაგეგმილი ღონისძიებისთვის ძალა არ გეყოფათ. ამ საღამოს კი აუცილებლად დაესწრება ადამიანი, რომელსაც თქვენს კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. მისი ყურადღების მიპყრობას ადვილად შეძლებთ, თუ თანდაყოლილი იუმორის გრძნობას გამოავლენთ. ასე რომ, იუმორის გრძნობა და კარგი განწყობა მნიშვნელოვანი საღამოსთვის უნდა შემოინახოთ.

კურო
თავი შეიკავეთ სპონტანური შენაძენისგან. სანამ რაიმეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, ეს ნივთი ნამდვილად გჭირდებათ თუ არა? წარმატებული მხოლოდ ახლობლებისთვის გაკეთებული შენაძენი იქნება. გირჩევთ, სიძუნწე არ გამოიჩინოთ. დაინახავთ თუ არა ნივთს, რომელზეც თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ოცნებობს, ფასის მიუხედავად, დაუფიქრებლად იყიდეთ.

ტყუპები
შესაძლოა ხვალ საკუთარი პოტენციალი არაფრის მომცემ საქმიანობაზე დახარჯოთ. საქმე სანანებლად რომ არ გაგიხდეთ, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეთა ჩამონათვალი შეადგინეთ. ნურც პირად პრობლემას დაივიწყებთ, რომელიც ასე ძალიან გაღელვებთ. გახსოვდეთ, რომ ამ საკითხს დროულად თუ არ მოაგვარებთ, შესაძლოა, თქვენმა სასიყვარულო წყვილმა არსებობა შეწყვიტოს.

კირჩხიბი
ამ დღეს სურვილი გექნებათ, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოთ. სრულიად ბუნებრივი რეაქციაა ადამიანისგან, რომელიც ოჯახური სკანდალებით დაიღალა. პრობლემა რომ საბოლოოდ მოაგვაროთ, ოჯახის თითოეულ წევრთან ინდივიდუალური მიდგომა უნდა შეძლოთ. საბედნიეროდ, ამ საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით და თქვენი ახლობლები მიხვდებიან, რომ თქვენც არაფრის გამო გტანჯავდნენ და საკუთარ თავსაც.

ლომი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. თანაც, ამას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეძლებთ. მთავარია, პოტენციური წარმატებისკენ სვლა არ დაივიწყოთ, რაც ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება. თუ ადამიანებთან ურთიერთობას ისწავლით და მათ მრავალრიცხოვან ნაკლს თავაზიანად მიიღებთ, უამრავ მოკავშირეს შეიძენთ. სხვათა შორის, ადამიანი, რომელსაც დღეს მოხიბლავთ, კარიერულ საქმეებში არაერთხელ დაგეხმარებათ.

ქალწული
ხვალ თქვენი პერსონის მიმართ გარშემომყოფთა გადაჭარბებული ყურადღება გაგაღიზიანებთ. თქვენი კოლეგები აქტიურად განიხილავენ თქვენს პირად ცხოვრებას, რაც ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანთ. გირჩევთ,  კოლეგების ნებისმიერ სიტყვას განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. მათ უბრალოდ, შური ალაპარაკებთ, ამიტომ მშვიდად გააგრძელეთ საქმის კეთება და ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება.

სასწორი
სასწორები ამ დღეს დინჯი მოქმედებით გამოირჩევიან. თითქმის ნახევარ დღეს ძილში გაატარებთ, რის შემდეგაც საყვარელი ჰობით ან საოჯახო საქმეებით დაკავდებით. კვირა დღე ნათელ ემოციებს არ გპირდებათ, არც არანაირი სენსაციები არ შეინიშნება. არ გამოირიცხება, რომ დღის მთავარი ამბავი თქვენთვის მეზობლის ახალი ტანისამოსი ან ახალი ავტომობილი გახდეს, რომელსაც თქვენი ძველი მეგობარი შეიძენს.

მორიელი
მორიელებო, ვარსკვლავები გირჩევენ რაც შეიძლება გულდასმით აარჩიოთ სიტყვები უფროს ნათესავთან საუბრის დროს. თუ გსურთ მათ თანხა ან რაიმე საკითხში დახმარება სთხოვოთ, გამოიჩინეთ პირდაპირობა. საღამოს, კარგი იქნება, თუკი სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გახვალთ. გზად მაღაზიებს შეხვდებით, სადაც თქვენთვის საჭირო ნივთებს ხელსაყრელ ფასად შეიძენთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს კომუნიკაციის სფეროში საკმაოდ დიდი პრობლემა შეგექმნებათ. მიხვდებით, რომ თქვენი საუკეთესო მეგობარი და თქვენ აბსოლუტურად განსხვავებულ ენაზე საუბრობთ და მისი ჭეშმარიტი დანიშნულება თქვენთვის გაუგებარია. სამწუხაროდ, თქვენი მცდელობა - გადაარჩინოთ დიდი ხნის მეგობრობა - დიდ წარმატებას ვერ მოგიტანთ. მოგიწევთ აღიაროთ, რომ მეგობრები აღარ ხართ, უბრალოდ, კარგ ნაცნობებად დარჩებით.

თხის რქა
ხვალ გარდერობის გადახედვას გადაწყვეტთ, რადგან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადებით. საჭირო ტანისამოსის არჩევას დიდ დროს დაუთმობთ, მაგრამ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი თქვენს სხეულზე აშკარად შესამჩნევი აღმოჩნდება, რაც დისკომფორტს შეგიქმნით. მოგიწევთ სასწრაფოდ გაიქცეთ მაღაზიაში და შესაფერისი ტანისამოსი შეიძინოთ. ან პუტკუნა მეგობარს სთხოვოთ რაიმე კაბა, რომელსაც ჭარბი წონის გამო ყოველთვის ცინიკურად დასცინოდით.

მერწყული
ეს დღე არ იქნება მერწყულებისთვის დატვირთული. შუადღემდე საოჯახო საქმეების შესრულებას შეუდგებით, ხოლო შემდეგ თქვენი საყვარელი ადამიანი დასვენების უცნაურ სცენარს შემოგთავაზებთ. სამწუხაროდ, თქვენს პარტნიორს უარს ეტყვით შემოთავაზებულ წინადადებაზე, რაზეც ის გაგინაწყენდებათ, კარს გაიხურავს და დასვენებას მარტო გადაწყვეტს. თქვენ კი მიხვდებით, რომ ხვალ მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნით და გადაწყვეტთ, თქვენი თავისუფალი დრო საყვარელ ჰობის დაუთმოთ.

თევზები
ამ დღეს თევზები რომელიღაც დაწესებულების მომსახურებით უკმაყოფილოები დარჩებიან. გადაწყვეტთ, უპასუხისმგებლო პერსონალი დასაჯოთ: დამწყებ ფირმაზე და მათ პერსონალზე უარყოფით შეფასებას სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებთ. საბოლოოდ, ეს დღე უპრობლემოდ ჩაივლის. კარგად დაისვენებთ, თუკი დღის ბოლოს საუნას ან აბანოს ესტუმრებით (ან წყლის სხვა სახის პროცედურებს მიმართავთ).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?