6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ოსტატურად შეძლებთ სამსახურში კონფლიქტის მოგვარებას, აი, ოჯახური კონფლიქტის მოგვარებას კი არც კი ცდილობთ. თქვენ და თქვენი მეუღლე მთელ დღეს ურთიერთობების გარკვევაში გაატარებთ და ერთმანეთს რაღაც დიდი პრობლემის შექმნაში დაადანაშაულებთ. მხოლოდ მაშინ დამშვიდდებით, როცა მიხვდებით, რომ დამნაშავის ძებნას შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძებნა ჯობია.


კურო
ამ დღეს აქტიური და ენერგიით სავსე ხართ. თუ გსურთ, სტაბილური და მაღალი შემოსავლის წყარო იპოვოთ, ახლა ასეთი ძიებისთვის საუკეთესო დროა. ნუ შეიზღუდებით დეტალურად შესწავლილი ვარიანტებით. დიდი შანსია, რომ რაღაც მოდური ჰობის საშუალებით გამდიდრდეთ. კარგი იქნება, თუ რჩევას წარმატებულ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს ჰკითხავთ. 


ტყუპები
ხვალ ვიღაცის პირადი ცხოვრების მიმართ უდიდეს ინტერესს გამოიჩენთ. ეს უბრალო ცნობისმოყვარეობაა, თუმცა თქვენი ინტერესის ობიექტი რატომღაც გადაწყვეტს, რომ მასზე უგონოდ შეყვარებული ხართ და დაახლოების გზებს ეძებთ. ასე გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში თავდაჯერებული და ძალიან მოსაწყენი ადამიანი, რომელსაც არაფრით არ უნდა გაიგოს, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობის არავითარი სურვილი არ გაქვთ.


კირჩხიბი
კირჩხიბო, საკუთარი დანაზოგის საეჭვო პროექტში ჩადება უდიდესი რისკია. დაუჯერეთ უახლოესი მეგობრების რჩევას და ნუ აჩქარდებით. მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარი ქონების გადარჩენას და იმედგაცრუებას ასცდებით. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ ბიზნესზე კარგად სასიყვარულო ურთიერთობები გამოგივათ. თუ გამბედაობას მოიკრებთ და სასურველ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდებით, ის აუცილებლად დასთანხმდება თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას.


ლომი
ამ დღის მოვლენები თქვენთვის არცთუ ისე სასიამოვნოდ წარიმართება, რადგან სახლსა და სამსახურში მეორეხარისხოვანი პერსონა გახდებით. გაუგებარია, რატომ დაკარგეს გარშემომყოფებმა თქვენ მიმართ ინტერესი, თუმცა მთავარია, მათ თქვენი შინაგანი მდგომარეობა არ დაანახოთ. აუცილებელი არაა, ყველა მიხვდეს, რომ  შექებისა და მორალური მხარდაჭერის გარეშე თავდაჯერებულობას კარგავთ და თითქმის დეპრესიაში ვარდებით. ეცადეთ, ეს თვისება რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრათ.


ქალწული
დღეს სამსახურში ახალი მოვალეობები დაგემატებათ, რადგან კოლეგებს შორის ერთადერთი ხართ, ვისაც რომელიღაც რთულ მოწყობილობასთან მუშაობა შეუძლია. როგორც კი შეფი ამის შესახებ შეიტყობს, რამდენიმე დამღლელ დავალებას მოგცემთ. ამის გამო, თქვენთვის დასვენების დღეები სხვებზე გვიან დაიწყება. სამაგიეროდ, თქვენ სოლიდურ პრემიას მიიღებთ, ისინი კი - არა.


სასწორი
ხვალ იმდენად მოგხიბლავთ ვირტუალური თამაში, რომ მეგობართან სტუმრად წასვლა დაგეზარებათ, თუმცა, უარს ვერ იტყვით. სახლში დაბრუნებული კი კვლავ საყვარელი თამაშით დაკავდებით. ეს გართობა თქვენი მეორე ნახევრის სიბრაზეს გამოიწვევს. როდესაც ის გააცნობიერებს, რომ მისი თხოვნები თუ მოთხოვნები არ გესმით, თავადაც გადაწყვეტს ინტერნეტში გართობას.  


მორიელი
მორიელებო, ვარსკვლავები კონფლიქტისგან თავის შეკავებას გირჩევენ. ყველაზე უმნიშვნელო კამათიც კი კონტროლს დაგაკარგვინებთ და ძალიან დაძაბულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. შესაძლოა, ამ კამათის მეორე მხარე თქვენზე განაწყენებული დარჩეს და შურისძიება გადაწყვიტოს. თუკი თქვენს ზურგს უკან თქვენზე ჭორები აგორდება, იცოდეთ, რომ ეს იმ ადამიანის ბრალია, რომელთანაც სკანდალი გაკავშირებთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ხვალ ვარსკვლავები ურჩევენ, მხოლოდ პოზიტიური მოვლენები ეძებონ და დაინახონ. კარგი იქნება, თუკი სამსახურის შემდეგ სამხატვრო გამოფენას ან კონცერტს დაესწრებით. თუკი მარტოობა გიყვართ და სახლში ყოფნას ანიჭებთ უპირატესობას, თქვენს განკარგულებაშია ინტერნეტი, სადაც შეგიძლიათ ვირტუალურად დაესწროთ კულტურულ ღონისძიებას. ასევე, კარგი იქნება გამოცდილ ნათესავთან საუბარი, რომელიც ბევრ რამეზე თვალებს აგიხელთ.


თხის რქა
ხვალ ადამიანებს მათი პრესტიჟის მიხედვით შეაფასებთ და იოცნებებთ, რომ თქვენ გვერდითაც გაჩნდეს რამდენიმე გავლენიანი და ავტორიტეტული პერსონა, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. მაგრამ არა, თქვენი ეგოისტური გეგმები არ გამართლდება. მაქსიმუმ, შეგიძლიათ დააინტერესოთ ადამიანები, რომლებსაც თავად დასჭირდებათ თქვენი დახმარება.


მერწყული
მერწყულებო, ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, რადგან შესაძლოა აზარტულ თამაშებში სოლიდური თანხა წააგოთ. შეეცადეთ, გვერდი აუაროთ კაზინოებსა და ტოტალიზატორებს. შეგიძლიათ იშოპინგოთ, ამ საქმეში წარმატება ნამდვილად გელოდებათ. სურვილის შემთხვევაში შესანიშნავად შეძლებთ შეცვალოთ გარდერობი ან განაახლოთ სახლის ინტერიერი. ნუ დაივიწყებთ ნათესავებს. კარგი იქნება, თუკი მაღაზიებში სეირნობის დროს მათთვის მცირედ საჩუქრებს შეიძენთ.


თევზები
თევზებისთვის პარასკევი უმტკივნეულოდ და ხალისიანად ჩაივლის. მხოლოდ ერთი ოცნება გექნებათ - რაც შეიძლება მალე აღმოჩნდეთ საუკეთესო მეგობრის საღამოზე. წვეულებაზე ბევრს იცეკვებთ, ხმამაღლა იმღერებთ, დილამდე იმხიარულებთ და დაუვიწყარ დროს გაატარებთ. მეორე დღეს სურათების დათვალიერების დროს ისეთ ფაქტებს აღმოაჩენთ, რომლებიც არ გემახსოვრებათ და ბევრს იცინებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?