7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ნუ დაყოფთ საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ „შავ“ და „თეთრ“ მოვლენებად. თუ სხვა კუთხიდან შეხედავთ, შავმა შეიძლება ფერი იცვალოს. ამიტომ, სანამ რაღაცის გამო პანიკაში ჩავარდებით, შეჩერდით და ეცადეთ, მომხდარი გააანალიზოთ. ერთი სიტყვით, ამ დღის შედეგები მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეგიძლიათ პოზიტივის დანახვა იქ, სადაც მისი შემჩნევა ძნელია.


კურო
ამ დღეს ოჯახის წევრებისგან შედარებით დისტანცირებული ხართ. რაღაც პირადი ხასიათის პრობლემა გაქვთ, რომლის გამხელასაც ჯერ ვერ ბედავთ. გახსოვდეთ, თუ პრობლემის მოგვარებაზე მარტო იფიქრებთ, შეიძლება მისი მასშტაბები უსასრულოდ გაიზარდოს. კარგი იქნება, თუ რომელიმე ახლობელს ან საიმედო მეგობარს გულახდილად დაელაპარაკებით.


ტყუპები
ხვაკლ ძველ სიყვარულთან რომანტიკული შეხვედრის ორგანიზებით დაკავდებით. ყველაფერს უმცირეს დეტალებამდე გათვლით, ამიტომ საღამო იმედს არ გაგიცრუებთ. გამორიცხული არაა, რომ ასეთი რომანტიკის შემდეგ, თქვენი რჩეული სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებაზე დაგთანხმდეთ. გამარჯვება, რომელიც დიდი შრომით მოიპოვეთ, პირადი სასიყვარულო მიღწევების ნუსხას შეავსებს. თუმცა, ეს შემდეგ... ახლა კი საკუთარი მიღწევებით ამაყობთ და თვალებით ახალ „მსხვერპლს“ ეძებთ.


კირჩხიბი
ხვალ თქვენთვის რეკომენდებულია პასიური დასვენება. შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ, ეკლესიაში წახვიდეთ ან რაღაც ისეთი გააკეთოთ, რაც თქვენს სულიერ კულტურას აამაღლებს. საღამოს ოჯახური და საყოფაცხოვრებო საქმეების კეთებისგან თავი შეიკავეთ. საქმეები დაიცდის, სანამ თქვენ რომელიღაც ნათესავს ეხმარებით ან მეგობართან ერთად, სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობთ.  


ლომი
ეს დღე მნიშვნელოვანი მოვლენების გარეშე ჩაივლის. თქვენი ოჯახური ყოფა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ერთი კვირის წინ იყო და ეს ტკივილამდე ნაცნობი სცენარი აშკარად იმედს გაგიცრუებთ. დაფიქრდით, იქნებ არ უნდა ელოდოთ, როდის მოვა კეთილი ჯადოქარი და თქვენს ერთფეროვან ცხოვრებას გააფერადებს? მით უმეტეს, რომ თავად შეგიძლიათ, სასწაული მოახდინოთ, თუ თქვენს ცხოვრებაში მაქსიმალურად ბევრ კრეატივს შეიტანთ. თავად გადაწყვიტეთ, რა უფრო მოგწონთ: მხიარული საღამოები, კულტურული დასვენება, სპორტი თუ ხელოვნება.


ქალწული
ხვალ სასიამოვნოდ გაოცებული და გახარებული იქნებით იმით, რაც თქვენს ცოლქმრულ ცხოვრებაში მოხდება. ადამიანი, რომელთანაც ოდესღაც ოჯახი შექმენით, მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზების გამო, თქვენს მიმართ საოცარ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს. ეცადეთ, თქვენი სულელური შიშებით და ეჭვებით ყველაფერი არ გააფუჭოთ. დატკბით სასიამოვნო დღით და ეცადეთ, თქვენი ურთიერთობის იდილიური ეტაპი არასოდეს დასრულდეს.


სასწორი
ხვალ სახლში უამრავ სტუმარს მიიღებთ და დღის ბოლოს თავს დაღლილად იგრძნობთ. დაგღლით არა ხალხი, არამედ ერთ-ერთ სტუმართან საუბარი, რომელთანაც რამდენიმე ხნის წინ კონფლიქტი გქონდათ. ის კვლავ შეეცდება თქვენს „წამოკიდებას“, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს სახლში იქნება. თქვენი ზრდილობა არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ სტუმარს ისე უპასუხოთ, როგორც გჩვევიათ და ამ ყველაფრის მოთმენა თქვენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.


მორიელი
კარგი იქნება, თუკი კულტურულ დასვენებაზე იფიქრებთ. თუკი დასვენების დღეების გატარებას წვეულებებზე გეგმავთ და არ აპირებთ, სულიერი სამყარო ნათელი ფერებით გაიმდიდროთ, დროა, უარი თქვათ თქვენთვის ჩვეულ სცენარზე. მით უმეტეს, რომ ხვალ, გამოფენაზე, კონცერტზე ან მუზეუმში ყოფნის დროს, დიდი ალბათობით, ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდებით. ის თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს და მისი ხშირად ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ.


მშვილდოსანი
ნუ იფიქრებთ დიდხანს მნიშვნელოვანი საკითხის მიღებამდე. ადამიანი, რომელსაც ძალიან სურს თქვენთან სასიყვარულო რომანის დაწყება, შეიძლება „გადაიწვას“ თქვენი პასუხის მოლოდინში. შეეცადეთ, სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება და ეს ყველაზე სწორად გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდება. თქვენი ახალი რომანი ყველას აღტაცებას გამოიწვევს და შესაძლოა, გარშემომყოფებს თქვენი შეშურდეთ კიდეც.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ საცხოვრებელი სახლის მოწესრიგებით დაკავდეთ. თუკი რემონტს დაიწყებთ, ყველა შანსი გაქვთ იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოებს მარტივად და სწრაფად გაუმკლავდეთ, დამღლელი მოგონებების გარეშე. მით უმეტეს, რომ ამ დღეს რამდენიმე დღით გესტუმრებათ ადამიანი, რომელიც შესანიშნავად ერკვევა დიზაინსა და მშენებლობაში. ის თავად გამოთქვამს თქვენი დახმარების სურვილს. ნუ იტყვით უარს ამ მაცდურ წინადადებაზე.


მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, შეეგუოთ საყვარელი ადამიანის მავნე ჩვევებს. სცადეთ, ისე დაისვენოთ, როგორც თქვენი პარტნიორი გთხოვთ და ეს ექსპერიმენტი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ. ბევრ ახალ ემოციას მიიღებთ, იპოვით ახალ მეგობრებს ან საინტერესო ჰობის აღმოაჩენთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამგვარი დასვენება მეორე ნახევართან კიდევ უფრო დაგაახლოებთ.


თევზები
თევზებს ვარსკვლავები ურჩევენ, შაბათი ბუნებაში გაატარონ. ისარგებლეთ შემოდგომის ბოლო თბილი დღეებით და დატკბით სილამაზით, რომლითაც ბუნება მდიდარია. დიდი ალბათობით, ტყეში სეირნობა შთაგაგონებთ და ბევრ რამეს ახლებურად შეხედავთ. ისწავლით დროის ფასს და გააცნობიერებთ, რომ ისეთ მნიშვნელოვან რამეებს, როგორიცაა ახლობლების ღიმილი, ბავშვური სიცილი, სიახლოვე მეორე ნახევართან - ვერანაირი თანხით ვერ იყიდით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?