9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. თუ გსურთ, ენერგეტიკული პოტენციალი აიმაღლოთ, შინაგანი რეზერვების ამუშავებაზე დილიდან იზრუნეთ. მთლიანობაში, ორშაბათ დღეს პოზიტიურად გაატარებთ. სამსახურში წარმატებით დაძლევთ რთულ პრობლემას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად, სასეირნოდ წახვალთ, რაც დადებითი ემოციებით აგავსებთ.


კურო
ხვალ მეგობრისგან მცირეოდენი თანხის სესხება მოგიწევთ. თანხა ერთ-ერთი შვილის სასკოლო ინვენტარისთვის დაგჭირდებათ, მაგრამ საფულეში ვერ აღმოაჩენთ. ორშაბათს სხვა უსიამოვნებები არ გელით, თუმცა ფინანსური პრობლემებიც საკმარისია, რომ განწყობა გაგიფუჭოთ. საღამოს ოჯახურ ბიუჯეტს გადახედავთ და მასში ახალ გრაფას - „გადაუდებელი ხარჯებისთვის“ შეიტანთ.


ტყუპები
ამ დღეს საკუთარ მოსაზრებებს ძალიან ბუნდოვნად გამოხატავთ. თქვენი გაგება მათაც კი გაუჭირდებათ, ვინც დიდი ხანია გიცნობთ და თქვენს ორატორულ ექსპერიმენტებს შეეჩვია, ამიტომ ჩვეულ ლექსიკასთან დაბრუნება მოგიწევთ. ლექსიკურ კრეატივს, გაუგებარი სტატუსებისა და კომენტარების სახით, ვირტუალურ სამყაროში გააგრძელებთ.


კირჩხიბი
ეს დღე სპარტანულ ამტანობას გასწავლით. „ასაფეთქებლად“ გამზადებულს მხოლოდ ის ფაქტორი შეგაჩერებთ, რომ სამსახურში ხართ და ემოციების გამოვლენისგან თავი უნდა შეიკავოთ. მოგვიანებით მიხვდებით, რომ ყოველ ჯერზე, როცა რაღაც კონტროლიდან გამოდის, არ უნდა აღელდეთ. ახლობლები თქვენი გარდასახვითა და უჩვეულო სიმშვიდით გაოცებულნი დარჩებიან.


ლომი
ამ დღეს სტილთან დაკავშირებით თამამ ექსპერიმენტებს არ უნდა შეუშინდეთ. თუ გადაწყვიტეთ, რომ თმა მკვეთრად დაიმოკლოთ, შეიღებოთ ან რაღაც სხვა სცადოთ, თამამად იმოქმედეთ. მთავარია, ეს ექსპერიმენტები გამოცდილმა და საქმის მცოდნე პროფესიონალმა ჩაატაროს. თქვენი ცხოვრება სალონიდან გამოსვლისთანავე შეიცვლება და თქვენ გამუდმებით შექებისა და აღფრთოვანების გამომხატველი შეძახილების მოსმენა მოგიწევთ.


ქალწული
ხვალ პირად ცხოვრებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დაფიქრდით, რატომ ჩნდება თქვენი პარტნიორი სახლში სულ უფრო იშვიათად? გირჩევთ, პირდაპირ ჰკითხოთ, რა გახდა ასეთი გაუცხოების მიზეზი. დიდი ალბათობით, იმას მოისმენთ, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ, მაგრამ ეს ტრაგედია კი არა, ცხოვრების მორიგი გაკვეთილია. ხანდახან სიყვარული უკვალოდ ქრება და ამას უნდა შეეგუოთ.


სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ კარიერასთან დაკავშირებით „ვაჭრობისგან“ თავი შეიკავოთ. თუკი თქვენი პოტენციური სამუშაო ადგილის შეცვლაზე იქნება საუბარი და ისე მოიქცევით, როგორც ბაზარში, ეს კარგ შედეგს ვერ მოგიტანთ. თქვენი ხელმძღვანელი იმდენად მეწვრილმანეა, რომ ვაკანტურ ადგილზე სხვის დანიშვნას გადაწყვეტს. თუკი ამგვარი შედეგის მიღება არ გსურთ, იყავით თავშეკავებული და მოიქეცით ღირსეულად, ისე, როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეჰფერის.


მორიელი
ამ დღეს აღსაფრთოვანებლად ბევრი მიზეზი გექნებათ. არასასურველი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაცია გაგახარებთ. გადაწყვეტთ, რომ მისი სამუშაო ადგილი თქვენს მეგობარს, მეზობელს ან ნათესავს შესთავაზოთ. თქვენი პროტეჟე გასაუბრებას შესანიშნავად გაივლის, რის შემდეგაც თქვენი განწყობა კიდევ უფრო ამაღლდება.


მშვილდოსანი
ამ დღეს დამატებითი მოტივაცია დაგჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარ თავს მუშაობა აიძულოთ. თქვენთვის მთავარი მოტივი ერთ-ერთი კოლეგის მონაყოლი გახდება. როგორც კი გაიგებთ, რომ ამ ადამიანმა ახალი ჰობი შეიძინა, რომლის დახმარებითაც ფულს გამოიმუშავებს, თქვენს აღფრთოვანებასა და „თეთრ შურს“ გამოიწვევს. საღამოს, ინტერნეტის დახმარებით ეწვევით პორტალებს და თქვენი ოქროს ელდორადოს ძიებას შეუდგებით.


თხის რქა
პირად საქმეებში პრობლემები არ შეინიშნება, მაგრამ კარიერაში მცირეოდენი სანერვიულო გელოდებათ. თქვენთვის უსიამოვნო აღმოჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოზიცია, რომელზეც წლებია ოცნებობთ, იმ ადამიანმა დაიკავა, რომელსაც რეკომენდაცია ავტორიტეტულმა პერსონამ გაუწია. არ გამოირიცხება, რომ თქვენი წყენა უფროს ხელმძღვანელობამდეც მივიდეს და შესაძლოა, სამუშაო ადგილი დაგატოვებინონ.


მერწყული
ამ დღეს მერწყულები ეჭვიანობით გამოირჩევიან. გაგიჭირდებათ, მშვიდად შეხედოთ, როგორ ეფლირტავება თქვენი პარტნიორი თქვენს საერთო ნაცნობს. საკმაოდ დიდ სკანდალს მოაწყობთ და მათ ფარულ რომანში დაადანაშაულებთ. ინციდენტს სრულად აღმოფხვრით, მაგრამ ბევრი გააგრძელებს თქვენი პარტნიორის განსჯას მისი ქმედებების გამო (ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ამ დღიდან თქვენს რჩეულზე უსიამოვნო ჭორებს შეიტყობთ).


თევზები
თევზებს ხვალ წარმატება ელოდებათ. საკმაოდ რთულ პროექტზე მუშაობას გულმოდგინედ შეუდგებით და საბოლოოდ ბრწყინვალე შედეგს მიაღწევთ. თქვენს ამ წარმატებას მაღალი თანამდებობის პირი შეაფასებს, რომელიც მოულოდნელად თქვენს სამუშაო ადგილზე აღმოჩნდება. ის თავის სამსახურში შემოგთავაზებთ სამუშაოს, რის შემდეგაც კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?