10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს მუშაობა უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. იმ ადამიანის ხელმძღვანელობით იმუშავებთ, რომელსაც ყოველთვის კარგ ნაცნობად მიიჩნევდით და ისიც პოზიტიურად იყო განწყობილი თქვენ მიმართ. ეს სიტუაცია იმდენად მოგხიბლავთ, რომ მის მარადიულ უფროსობაზე იოცნებებთ. მიზნის მისაღწევად, ყველაზე წარმოუდგენელ ვარიანტებსაც კი განიხილავთ და ამას მთელ საღამოს დაუთმობთ.

კურო
არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერში, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, ფარული აზრი ეძებოთ. გადაჭარბებული ეჭვიანობა ხელს გიშლით, პოზიტივითა და სასიამოვნო ამბებით დატკბეთ. მიიღეთ ისინი, როგორც ღვთის საჩუქარი და მიზეზებსა და შედეგებზე ფიქრს თავი დაანებეთ. საღამოს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი გელით. გამორიცხული არაა, რომ სიახლე ოჯახის ახალი წევრით შევსებას ეხება.

ტყუპები
სამშაბათისგან გრანდიოზულ წარმატებებს არ უნდა ელოდოთ. სამსახურებრივ საქმეებში ხელს რომელიღაც კოლეგა შეგიშლით. ეს ადამიანი თავის პრობლემებსა და უბედურებებზე საუბრით საქმეს მოგწყვეტთ. რა თქმა უნდა, ეცდებით, მისგან თავი დაიხსნათ, თუმცა ამას მხოლოდ მაშინ მოახერხებთ, როცა საკმაოდ უხეშად აგრძნობინებთ თქვენი უკმაყოფილების შესახებ.

კირჩხიბი
ამ დღეს სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში რეფორმების განხორციელებას არ გირჩევთ. ჯერჯერობით, ამის დრო არ დამდგარა. თუ საღამომდე ერთმანეთის მოსმენას ისწავლით, თქვენს რომანში უსიამოვნებების კვალიც კი არ დარჩება. ეცადეთ, საღამო ერთად გაატაროთ. კარი იქნება, თუ ჩვეული გარემოსგან მოშორდებით და განმარტოვდებით.

ლომი
შუადღის შემდეგ თქვენი შრომისნაყოფიერება გაიზრდება. მანამდე საქმეს ერთ-ერთი კოლეგის საუბარი მოგწყვეტთ, თუმცა შემდეგ თქვენს ცნობიერებაში მკვეთრი გარდატეხა მოხდება და მიხვდებით, რომ ზარმაცს კარიერული წინსვლის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ამის გაცნობიერებისთანავე, „ხელებს დაიკაპიწებთ“ და მუშაობას გაორმაგებული ენერგიით შეუდგებით. სახლში მისვლისთანავე, ისევ სიზარმაცე შეგიპყრობთ, ამიტომ რამდენიმე აუცილებელი საქმის დასრულებას სამომავლოდ გადადებთ.

ქალწული
ამ დღეს ორიგინალურობის სურვილი გაგიჩნდებათ. სამსახურში წასასვლელად, საკმაოდ უცნაურ სამოსს შეარჩევთ, რომელიც მაშინვე მიიპყრობს თანამშრომლების ყურადღებას. პროფესიულ საქმიანობაშიც კრეატიულობას გამოავლენთ, თუმცა ეს მუშაობის შედეგებზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. სამაგიეროდ, საღამოს, როცა ახლობლების წრეში აღმოჩნდებით, თქვენი ექსპერიმენტული სულისკვეთება მაქსიმალურად გამოვლინდება. გართობის ისეთ ფორმას მოიფიქრებთ, რომელშიც ექსტრემიც იქნება და მხიარულებაც.

სასწორი
ამ დღეს შეეცდებით, ნებისმიერ საქმეში სარგებელი ნახოთ, მათ შორის სასიყვარულო სფეროშიც. თუკი თქვენს პოტენციურ მეორე ნახევარს ჰკითხავთ, რამდენია მისი საშუალო შემოსავალი და საერთოდ, რა ქონებას ფლობს, თქვენი ურთიერთობა დაუყოვნებლივ დასრულდება. თუკი ეს საკითხი ძალიან გაღელვებთ, შეეცადეთ, მაქსიმალურად ტაქტიკურად იმოქმედოთ.

მორიელი
ხვალ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მოგიწევთ მუშაობა. შესანიშნავად გაუძღვებით რუტინულ სამუშაოს, თუკი ტელეფონზე საუბრით არ მოცდებით ან სხვა უმნიშვნელო დეტალებზე არ გაამახვილებთ ყურადღებას. შესაძლოა, ახლობელთან ჭორაობის დროს მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორება გაგიჭირდებათ და ამის გამო, შესაძლოა, სამსახურსაც გამოემშვიდობოთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსნები განსაკუთრებით სენტიმენტალურები იქნებიან. შესაძლოა, მომხდარი მოვლენების მიმართ გასაოცრად თბილი დამოკიდებულება გქონდეთ, თუმცა, ვიღაცის სიმკაცრის მსხვერპლი მაინც აუცილებლად გახდებით. გამორიცხული არ არის, კოლეგამ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, უბრალოდ, გაგიმეტოთ, თუმცა, მისი ამ მზაკვრული მიზნის დაჯერება გაგიჭირდებათ. თქვენზეა დამოკიდებული, მისცემთ თუ არა თავს იმის უფლებას, იყოთ მარიონეტი თუ დროულად შეაჩერებთ თქვენს ალტრუისტულ დამოკიდებულებას.

თხის რქა
ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, მორალურად განეწყოთ იმისთვის, რომ მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდება. როგორც კი მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდებით, ნუ ჩავარდებით პანიკაში. ოპერატიულად გადაწყვიტეთ, როგორ იმოქმედოთ სამომავლოდ. ეძებეთ დახმარება გარშემომყოფებში, რომლებსაც თქვენთვის საჭირო საკითხში საჭირო ცოდნა აქვთ. თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება, თუკი მას მაქსიმალურად ტაქტიკურად გააჟღერებთ.

მერწყული
მერწყულებს ვარსკვლავები ურჩევენ, საკუთარი პრობლემების შესახებ გარშემომყოფებთან ნაკლებად ისაუბრონ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მათ მოგვარებამდე სიმშვიდეს ვერ მიაღწევთ. გამონახეთ დრო საკუთარ უსიამოვნებებზე საფიქრელად, მათ მიზეზებზე და ასევე, იმაზე, როგორ მოაგვაროთ დროულად ეს თავსატეხი. გამოსავალი, რომელსაც მიიღებთ, ფუნდამენტური იქნება, რომელსაც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეფუძნება.

თევზები
ამ დღეს საპირისპირო სქესის ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენთ. მასთან რომანის დაწყებაზე ან თუნდაც მცირედ ინტრიგაზე არ იფიქრებთ. ეს ადამიანი თავისი პიროვნებით დაგაინტერესებთ, რომელსაც გასაოცარი შესაძლებლობები აქვს. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ მისი მოხიბვლა გსურთ და მასთან არა მეგობრობა, არამედ სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებთ.

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?