13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხელსაყრელი დღეა წვრილმანი და საშუალო მასშტაბის შენაძენისთვის. ამ დღეს მაღაზიაში უამრავი სასარგებლო ნივთის ყიდვას მოახერხებთ, თანაც მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. საღამოს მეგობრულ საღამოზე მხიარულად გაერთობით და მთლიანობაში, პარასკევი დღით კმაყოფილი დარჩებით.


კურო
ხვალ ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით. ბოლოს და ბოლოს, გაიგებთ იმ ადამიანის საკონტაქტო ინფორმაციას, რომელზე ფიქრიც რამდენიმე დღეა, არ გასვენებთ და საღამოს მასთან ვირტუალურ კონტაქტს დაამყარებთ. თქვენი პერსონით რომ დაინტერესდეს, პროფილზე საკუთარის ნაცვლად, უზადოდ ლამაზი ადამიანის სურათს დააყენებთ. ტყუილის გამო, სინდისი შეგაწუხებთ, თუმცა, ჯერჯერობით სიმართლის აღიარებისთვის მზად არ ხართ.


ტყუპები
ამ დღეს ახალ პროფესიულ მიმართულებას აირჩევთ. ჩათვლით, რომ  წლების მანძილზე, იმ საქმით არ ხართ დაკავებული, რაც ნამდვილად გაინტერესებთ და შეცდომის გამოსწორებას გადაწყვეტთ. ჯერჯერობით, დაკავებული თანამდებობის დატოვებას არ აპირებთ, რადგან სამართლიანად მიიჩნევთ, რომ ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო. უახლოესი დღეების განმავლობაში, ნათესავებისა და მეგობრებისგან მალულად, სწორედ ამ საქმით იქნებით დაკავებული.


კირჩხიბი
ამ დღეს გაგიჭირდებათ, დაიჯეროთ, რომ ძველი, მეგობრული ურთიერთობა დასრულდა. ამასთანავე, აცნობიერებთ, რომ ფაქტები არ ტყუის და ადამიანი, რომელსაც ყოველთვის საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდით, თქვენთან მიმართებაში იუდასავით მოიქცა. სკანდალების მოწყობას არ დაიწყებთ, რადგან ამისთვის ძალა არ გეყოფათ. მთელი შინაგანი ენერგია ამ ადამიანის გულიდან და მეხსიერებიდან ამოშლაზე დაგეხარჯებათ.


ლომი
ამ დღეს ძალიან ახლოს ხართ ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებასთან. თუ უკვე მუდმივი პარტნიორი გყავთ, კარგად დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა, რომ ახალი გატაცების გამო, ძველი დათმოთ? თუ მარტოხელა ხართ, თამამად იმოქმედეთ - პოტენციური მეორე ნახევარი კარგად შეისწავლეთ და მოიწყვეთ პირადი ცხოვრება. გაითვალისწინეთ, რომ  მასთან ურთიერთობისას, მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ისაუბროთ, რადგან შესაძლოა, თქვენმა ეგოიზმმა ურთიერთობის განვითარებას ხელი შეუშალოს.


ქალწული
ამ დღეს ბრმად ნუ ენდობით გარშემომყოფთა მოსაზრებებს. ნუ დაივიწყებთ, რომ შესაძლოა, მათი რჩევები არაობიექტური იყოს. გარეშე ადამიანთა რჩევებს დაეყრდენით როგორც ორიენტირს, რომელმაც შეიძლება, მიგიყვანოთ წარმატებასთან და შეიძლება - არა. გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო მრჩეველი თქვენი გულია. ენდეთ და დაუჯერეთ მას და მალე მიხვდებით, რომ არ შემცდარხართ.


სასწორი
ამ დღეს ცვალებადი ხასიათი გექნებათ. შუადღემდე ჩაფიქრებული და პასიური იქნებით, ამიტომაც ახლობელი ადამიანების პრობლემების მიმართ გულგრილი დარჩებით. შუადღის შემდეგ ოპტიმისტური განწყობა გექნებათ. მეგობრებთან ერთად ყოფნის სურვილი გაგიჩნდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ და რამდენიმე საათი საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. კარიერაში ცვლილებები არ შეინიშნება.


მორიელი
მორიელებო, ვერაფერს გახდებით მეორე ნახევართან ჩხუბით და კამათით. ავტორიტეტის ამაღლების მცდელობით ვერაფერს მიაღწევთ, ნერვული შეტევის გარდა. სანამ „ომს“ გადაწყვეტთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით - გჭირდებათ კი ეს ლიდერობა? სცადეთ, უფრო ეშმაკური გზა - გადააბარეთ ინიციატივები თქვენს რჩეულს. ცოტაც მოითმინეთ და ურთიერთობა იდეალურად დაგილაგდებათ. სასიყვარულო ფრონტზე შექმნილი პრობლემები თქვენს სამსახურზეც აისახება. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, გაუფრთხილდეთ როგორც პირად გრძნობებს, ისე კარიერას.


მშვილდოსანი
ხვალ რომელიღაც კულტურულ ღონისძიებას დაესწრებით, საყვარელ ადამიანს უარს ვერ ეტყვით შემოთავაზებაზე, თუმცა, მთელ ამ დროს გულწრფელ მთქნარებაში გაატარებთ. სახლში დაბრუნების შემდეგ მეორე ნახევარს უსაყვედურებთ და მასთან მცირე უთანხმოება მოგივათ. კონფლიქტი ძალიან არ გამწვავდება, რადგან საყვარელი ადამიანი დაგპირდებათ, რომ სამომავლოდ, თქვენი ერთობლივი დასვენების დროს თქვენს ინტერესებსაც გაითვალისწინებს.


თხის რქა
თხის რქებო, ხვალ ვიღაცის მესაიდუმლე გახდებით., ადამიანი, რომელიც მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას გაგიზიარებთ, ძალიან გთხოვთ, ეს ამბავი ახლობელ ადამიანებსაც კი არ მოუყვეთ. მის საიდუმლოს შეინახავთ, მაგრამ ეს თქვენი ნერვული სისტემისთვის მარტივი გამოცდილება არ იქნება. რამდენჯერმე გაგიჩნდებათ საიდუმლოს გამჟღავნების სურვილი, მაგრამ ამ ცდუნებას გაუძლებთ.


მერწყული
მერწყულებს მსუბუქი და უზრუნველი დღე ელოდებათ. არ გამოირიცხება, რომ დაუგეგმავად დასვენების დღე მოიწყოთ ან როგორმე მოსწყდეთ სამსახურებრივ მოვალეობას. ტელევიზორთან დასვენებას ამჯობინებთ ან უფრო სასიამოვნო საქმით დაკავდებით. სტუმრად მეგობართან წახვალთ და მასთან საუბრის შემდეგ, ღამის ქალაქში, საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნებთ.


თევზები
საპირისპირო სქესის მქონე ადამიანებთან წარმატებას მიაღწევთ. თუკი ახალ სასიყვარულო რომანზე ოცნებობთ, ისარგებლეთ ამ შანსით და მოაგროვეთ იმ ადამიანების კონტაქტები, რომლებთანაც ურთიერთობა გსურთ. თუკი უკვე გყავთ მუდმივი პარტნიორი, სანამ ვინმესთან ფლირტაობას გადაწყვეტთ, დაფიქრდით თქვენი მეორე ნახევრის გრძნობებზე. წარმოიდგინეთ, როგორი რეაქცია გექნებათ თქვენ, თუკი თქვენი რჩეული ისევე მოგექცევათ, როგორც თქვენ აპირებთ მასთან მოქცევას. ამ ფიქრების შემდეგ, სავარაუდოდ, სხვებთან ფლირტს გადაიფიქრებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?