16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს განსაკუთრებით კარგად სახელოვნებო სფეროსთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. თუ თქვენი სამუშაო ძალიან ბევრ კრეატივს არ მოითხოვს, ძალები გვიანი საღამოსთვის შემოინახეთ. მისი რეალიზება საცხოვრებელი სივრცის ახალი ინტერიერის ან ახალი გარდერობის შერჩევისთვის გამოგადგებათ. კრეატივი პირად საქმეებშიც დაგჭირდებათ (მაგალითად, მეორე ნახევრისთვის უჩვეულო პაემნის მოსაწყობად).

კურო
ორშაბათს უჩვეულოდ აქტიური ხართ - სამსახურებრივ საქმეებს წარმატებით მოაგვარებთ, ახალ თანამშრომელს დაეხმარებით, საღამოს კი ოჯახურ საქმეებს მიხედავთ. ამასთანავე, უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს შესრულებას ისე მოახერხებთ, რომ სახიდან ღიმილი არ მოგცილდებათ. თქვენთვის სასიამოვნო იქნება იმის გაცნობიერება, რომ სახლშიც და სამსახურშიც საჭირო და შეუცვლელი ადამიანი ხართ. ეს სასიამოვნო ფიქრი დაღლილობის განდევნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები
ამ დღეს ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება გელით. მებრძოლი სულისკვეთება კოლეგებში თქვენს რეიტინგს აამაღლებს, მაგრამ შეიძლება კარიერის დასრულების მიზეზიც გახდეს. დაფიქრდით, თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია - ყველასთვის პატივსაცემი მეამბოხის რეპუტაცია თუ მოკრძალებული თანამშრომლის იმიჯი, რომელსაც სამსახურის დაკარგვა არ ემუქრება. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით განვითარდება თქვენი კარიერა.

კირჩხიბი
ორშაბათს შორეულ ქვეყნებზე ფიქრში გაატარებთ, სადაც მცხუნვარე მზე და ლაჟვარდოვანი ზღვაა. საეჭვოა, ამ ოცნებების ასრულება მოახერხოთ, რადგან სამსახურებრივი მოვალეობები ამის საშუალებას არ მოგცემთ. ეცადეთ, პოზიტივი დაინახოთ იმაში, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება. მაგალითად, სხვა თვალით შეხედეთ საკუთარ თანამდებობას, მომაბეზრებელ კოლეგებს და მუდმივად უკმაყოფილო ხელმძღვანელობას. ასე გაცილებით იოლი იქნება.

ლომი
გირჩევთ, ეს დღე გარე სამყაროსთან ჰარმონიაში გაატაროთ. ნუ იჩქარებთ, გამოხატოთ ამინდით, მეორე ნახევრის გარეგნობით ან შეფის ქცევით გამოწვეული უკმაყოფილება. ეცადეთ, ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, თქვენთვის დამახასიათებელი კრიტიკის გარეშე მიიღოთ. თუ რჩევას გაითვალისწინებთ, დღის მეორე ნახევარში აღიარებთ, რომ თქვენი ბოსი არც ისე მკაცრია, მეუღლეს ახალი სამოსი უხდება, მზიანი დღე კი ბუნებაში სასეირნოდ გეპატიჟებათ.

ქალწული
დროა, ზამთრის გარდერობის განახლებაზე იზრუნოთ. ინტერნეტში ნახეთ, რა ტენდენციებს გკარნახობთ მოდა, თუმცა სამოსის არჩევისას, მხოლოდ მოდის მოთხოვნებით ნუ იხელმძღვანელებთ. თქვენთვის საუკეთესო იქნება სამოსი, რომელიც თქვენს ღირსებებს გამოკვეთს და ფიგურის უმნიშვნელო დეფექტებს დაფარავს. გირჩევთ, მაღაზიაში წასვლისას ასეთ საკითხებში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანი გაიყოლოთ.

სასწორი
ვარსკვლავები ამ დღეს ლირიკულ განწყობას გიწინასწარმეტყველებენ. დილის საუბარი ადამიანთან, რომელსაც ოცნებობთ, მეორე ნახევარი უწოდოთ, შთაგაგონებთ. თქვენი რჩეული აღიარებს, რომ ბოლო დროს თქვენზე ხშირად ფიქრობს. ეს სიტყვები გაგახარებთ და სტიმულს შეგმატებთ. თქვენი შესანიშნავი განწყობა არც თანამშრომლებს გამოეპარებათ, თუმცა, მათთვის თქვენი სიხარულის მიზეზის გამხელისგან თავს შეიკავებთ.

მორიელი
ხვალ ბოსი ხელფასს მოგიმატებთ. ეს თქვენი ბოლოდროინდელი თავდაუზოგავი შრომის კანონზომიერი შედეგი იქნება. თუმცა, თქვენი ხელფასის მატებას მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი არ განაპირობებს. ეს მოხდება იმიტომ, რომ მოულოდნელად თქვენს რომელიღაც კოლეგას სამსახურიდან გაუშვებენ და თქვენი ხელმძღვანელობა ფიქრის შემდეგ გადაწყვეტს, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ამ ვალდებულებას თავისუფლად შეითავსებს.

მშვილდოსანი
ხვალ გაგიჭირდებათ მუშაობაზე კონცენტრირება. დასვენების დღეებიდან სამუშაო დღეზე გადასვლა რთული აღმოჩნდება, რაშიც, ასევე, გუშინდელი წვეულება შეგიშლით ხელს. მხოლოდ შუადღის შემდეგ შეძლებთ თავი დააღწიოთ თავის ტკივილსა და ძილის შეგრძნებას. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეეცდებით, შეასრულოთ ის საქმეები, რომლებიც დიდ ფიზიკურ და ინტელექტუალურ დატვირთვას მოითხოვს.

თხის რქა
ხვალ ვარსკვლავები არ გირჩევენ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას. ოპონენტებს ვერ დაარწმუნებთ, რომ თქვენ სრულიად მართალი ხართ და ისინი ცდებიან. თუკი არ გსურთ, თქვენი არგუმენტებით, უბრალოდ, ჰაერში დარჩეთ, მოერიდეთ ნებისმიერ სიტყვიერ დაპირისპირებას. ხვალ უფრო საინტერესო საქმიანობა გელოდებათ. მაგალითად, რომანტიკული პაემანი.

მერწყული
ხვალ რუტინული საქმე გელოდებათ. სამსახურში ყოფნის დროს მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრა მოგიწევთ, რომელიც თქვენი კოლეგების არაპროფესიონალიზმის გამო მოხდა. ამ საკითხის გადაჭრაში სტიმულს პრემია მოგანიჭებთ, რომელსაც ხელმძღვანელობა დაგპირდებათ. თუმცა, სხვისი შეცდომების გამოსწორების დროს იმდენად დაიღლებით, რომ პრემია ამ დაღლილობის კომპენსირებას ვერ მოახდენს.

თევზები
ორშაბათს სრულ ემოციურ კომფორტში გაატარებთ. თქვენი ცხოვრება სწორედ იმგვარად განვითარდება, როგორც დაგეგმეთ. კარიერაში მნიშვნელოვანი წარმატება გელოდებათ, ხოლო საღამოს - რომანტიკული ვახშამი. დიდი ალბათობით, თქვენ და თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ (მაგალითად, თქვენი სიყვარულის ოფიციალურად დარეგისტრირების შესახებ).

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?