27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ხელოვნების სიყვარული შემოგიტევთ. საღამოს მეგობრები, ტრადიციული გართობის ნაცვლად, რომელიღაც კულტურულ ღონისძიებას ეწვევით და საოცარ ფოტოებსაც გადაიღებთ. ეს ფოტოები სოციალურ ქსელებში უამრავ მოწონებას დაიმსახურებს და კულტურულად დასვენების მოყვარული ადამიანის რეპუტაციას შეგიქმნით.


კურო
ხვალ მჭევრმეტყველებისა და კამათის უნარი ძალიან გამოგადგებათ. თქვენი კომპანიის პოტენციური კლიენტი ძალიან მერყევი ადამიანი აღმოჩნდება, თუმცა თქვენ მის „გადაბირებას“ მოახერხებთ. საღამოს კი მეგობრების მხიარულ შეკრებაზე უეცრად წამოჭრილ კონფლიქტს დამაჯერებელი არგუმენტებით ჩააცხრობთ, რისთვისაც ყველა მეგობარი თქვენი მადლიერი იქნება.


ტყუპები
გახსოვდეთ, თუ წაგებისთვის განწირულ ავანტიურაში ფულს ჩადებთ, ბედნიერი შემთხვევის იმედად არ უნდა იყოთ. დაუფიქრებელი რისკის ნაცვლად, გირჩევთ, ბაზრის მოთხოვნები შეისწავლოთ. ასეთ შემთხვევაში, უამრავ პერსპექტიულ იდეას იპოვით, რომელიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ (რა თქმა უნდა, თუ ბევრს იმუშავებთ და მოთმინებას გამოიჩენთ).


კირჩხიბი
ხვალ სამსახურში ყოფნისას ვიღაც ადამიანის მომხიბვლელობის წინაშე ფარ-ხმალს დაყრით და თავადაც ვერ მიხვდებით, როგორ იქცევით მის ხელში სათამაშოდ, როგორ შეასრულებთ მის ყველა ნება-სურვილს. თქვენი კოლეგები გაოცებას ვერ დამალავენ იმის გამო, რომ ამ მაცდურმა სამსახურებრივი მოვალეობები დაგავიწყათ. საბოლოოდ, საკუთარი პროექტის გაკეთება სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოგიწევთ.


ლომი
ხვალ სასიყვარულო სამკუთხედის ცენტრში აღმოჩნდებით - თქვენით დაოჯახებული ადამიანი დაინტერესება. თქვენ ეს ფაქტი არ იცით, ამიტომ თავს ფლირტის უფლებას მისცემთ. ამას თქვენი რჩეულის მეორე ნახევარი გაიგებს და ორივეს სკანდალს მოგიწყობთ. თქვენ თავის მართლებას შეძლებთ, თუმცა თქვენს თაყვანისმცემელს მკაცრი სასჯელი ელის.


ქალწული
ხვალ ახლობლისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით. სავარაუდოდ, მშობელი ან უფროსი ნათესავი გამცნობთ, რომ თქვენ მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრე ხდებით. გამდიდრების პერსპექტივა ძალიან გაგახარებთ, თუმცა შეწუხდებით იმოს გამო, რომ ანდერძის ამბის გაგების შემდეგ ოჯახის დანარჩენი წევრები პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადებენ, თითქოს მემკვიდრეობა უკვე მიიღეთ.


სასწორი
ყოველთვის ვერ ამბობთ უარს არასაჭირო ნივთების შეძენაზე. სწორედ ასეთი აღმოჩნდება ხვალინდელი დღე, თუმცა ახალი ნივთები ისე შესანიშნავად შეერწყმება თქვენს ინტერიერს, რომ დახარჯულ ფულს არ ინანებთ. განწყობა კიდევ უფრო აგიმაღლდებათ, როდესაც ყოფილი პარტნიორი დაგირეკავთ და ურთიერთობის აღდგენას გთხოვთ. მას არც დადებითად უპასუხებთ და არც უარყოფითად, თუმცა გონებაში კონკრეტული პასუხი, რა თქმა უნდა, გაქვთ.


მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ცნობისმოყვარეობისგან. იმ შემთხვევაშიც, თუკი მიზეზიც გაქვთ, რომ საკუთარი თავით იამაყოთ, შეეცადეთ, ახლობელი ადამიანების წრეში თავშეკავებით მოიქცეთ და თქვენს დამსახურებებზე არ ისაუბროთ. თქვენი ტაქტიანი და დიპლომატიური ქცევის წყალობით, ოჯახური წვეულება, რომელიც პარასკევს საღამოს უნდა შედგეს, თბილად და შესანიშნავად ჩაივლის.


მშვილდოსანი
ხვალ მეორე ნახევრის გვერდით ბევრი სასიამოვნო წუთი გელოდებათ. თქვენი რჩეული გადაწყვეტს, გრანდიოზული სიურპრიზი მოგიწყოთ, რომელიც თქვენს უდიდეს აღფრთოვანებას გამოიწვევს. ერთადერთი, რაც ამ რომანტიკულ საღამოს არ მოგეწონებათ - ამ წარმოუდგენელი სიურპრიზის ღირებულებაა. მიხვდებით, რომ ამგვარი უნიკალური საღამოს შემდეგ გარკვეული პერიოდი ყველაფერზე ეკონომიის გაკეთება მოგიწევთ.


თხის რქა
შესაძლოა, ახლობელი ადამიანების კამათში არბიტრობა მოგიწიოთ. საბოლოოდ, დაპირისპირებული მხარეები თქვენს სიტყვებს გაიზიარებენ და კამათი დასრულდება, რის შემდეგაც გადაწყვეტთ, პირად ცხოვრებას მიხედოთ. დიდი ხნის თაყვანისმცემელთან ერთად, საღამოს რომანტიკულ გარემოში გაატარებთ და ეს ადამიანი კიდევ უფრო სიმპათიურად მოგეჩვენებათ.


მერწყული
სამსახურში პროფესიონალის რეპუტაციას მნიშვნელოვნად გაიმყარებთ. თქვენ მიერ დამოუკიდებლად შესრულებული პროექტი თქვენს ბოსს აუცილებლად მოეწონება და ამისთვის სოლიდურ პრემიას გამოგიწერთ. ეს თანხა დასვენებისა და ახლობელი ადამიანების საჩუქრებისთვის საკმარისი აღმოჩნდება. შეგიძლიათ, სასურველი ნივთით საკუთარი თავიც ასიამოვნოთ.


თევზები
ამ დღეს არ ღირს, სერიოზულად აღიქვათ გარშემომყოფების სიტყვები. შესაძლოა, თქვენი არაკეთილისმსურველი შეეცადოს, ვინმესთან გაჩხუბოთ და ნეგატიური განწყობა შეგიქმნათ. ნუ მოერიდებით და ყველას სათანადოდ უპასუხოთ. როგორც კი თქვენი ოპონენტები მიხვდებიან, რომ არც ისე მარტივი ადამიანი ხართ, შეგეშვებიან. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, დროულად აღიდგინოთ განწყობა და საღამოს კარგად დაისვენოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?