28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ბევრი მომქანცველი, მაგრამ საჭირო საქმე გელით. ოჯახთან ერთად, სახლის „გენერალურ დალაგებას“  გადაწყვეტთ. ძველი და დაწუნებული ნივთების ნაწილს სოფელში ან აგარაკზე გაგზავნით, ნაწილს კი იმ ადამიანებს აჩუქებთ, ვისაც ისინი თქვენზე მეტად სჭირდება.


კურო
დაუვიწყარი შაბათი გელით. ნათესავებთან სტუმრობისთვის ხანგრძლივი და გულმოდგინე მზადება გელით. თქვენი გარეგნობა უამრავ ქებას დაიმსახურებს, რასაც ის ნათესავიც დააფასებს, რომელზეც შთაბეჭდილების მოხდენა გსურდათ. წვეულების ერთ სტუმართან კი ახლო ურთიერთობას დაამყარებთ და ეს ადამიანი პირდაპირ მიგანიშნებთ, რომ თქვენზე დაქორწინება სურს.


ტყუპები
რომელიღაც ნათესავისთვის მიცემულ პირობას შეასრულებთ და რთულ საქმეს კეთილსინდისიერად შეასრულებთ. რა თქმა უნდა, გაცილებით სასიამოვნო საქმეებზე უარის თქმა ძნელია, მაგრამ პირობა პირობაა. დასვენებას მხოლოდ გვიან საღამოს, შრომით დაღლილი მოახერხებთ. შაბათი თქვენთვის პასიურად ჩაივლის (სავარაუდოდ, მხოლოდ წიგნის კითხვას ან ტელევიზორის ყურებას დასჯერდებით).


კირჩხიბი
ხვალ გამუდმებით საკუთარი ემოციების კონტროლი მოგიწევთ, რათა თქვენთვის უსიამოვნო ადამიანს მწარედ და უკმეხად არაფერი უთხრათ. ადამიანს, რომელიც ყველას „საკუთარი გამოცდილებით“ ასწავლის ჭკუას,  რომელიღაც წვეულებაზე შეხვდებით. თქვენ გადაწყვეტთ, შეაჩეროთ ეს უსარგებლო დიდაქტიკა, რაც დიდი სკანდალის მიზეზი გახდება. თუმცა, მიზანს მაინც მიაღწევთ და ადამიანი, ვინც თავი მოგაბეზრათ, ბოლოს და ბოლოს, გაჩუმდება.


ლომი
გირჩევთ, ხვალ ოთხფეხა მეგობარს მეტი ყურადღება მიაქციოთ. გამორიცხული არ არის, მისი უეცარი ავადმყოფობის გამო შაბათ საღამოს მეგობრების მხიარულ წვეულებაზე უარის თქმა მოგიწიოთ და ვეტერინართან აღმოჩნდეთ. როცა საფრთხე ჩაივლის, ცოტა დაწყნარდებით, თუმცა სტუმრად წასვლის და მხიარულების სურვილი გაგიქრებათ. ამის ნაცვლად, ინტერნეტს ჩაუჯდებით და ოთხფეხა მეგობრის პრობლემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიძიებთ.


ქალწული
გირჩევთ, ხვალ მეორე ნახევრის ყველა კაპრიზი და პრეტენზია დააკმაყოფილოთ. თუ ასე მოიქცევით, თქვენს პარტნიორს დეპრესია აღარ დატანჯავს. გაიხსენეთ ყველაფერი, რაც სიამოვნებს და უხარია და ეცადეთ, რომ სითბო და მზრუნველობა არ მოაკლოთ. თუ დიდი ხანია, სახლში კლასელების დაპატიჟებაზე ოცნებობს, თავად გადარეკეთ ყველასთან და მხიარული წვეულება მოაწყვეთ.


სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს საკუთარ გარეგნობაზე იზრუნოთ. საღამოს, როდესაც დაგეგმილ წვეულებაზე აღმოჩნდებით, ნამდვილი ვარსკვლავი იქნებით და გარშემომყოფებს მიიზიდავთ. დიდი ალბათობით, ის ადამიანიც მოგიახლოვდებათ, კონკრეტულად ვისთვისაც ასე ეცადეთ. მოგვიანებით მასთან ერთად წვეულებიდან გაიპარებით და ურთიერთობას განმარტოებით განაგრძობთ.


მორიელი
ფინანსურ სფეროში დიდი წარმატება გელოდებათ. ბიუჯეტს უცნაური გზით შეავსებთ. ფული საკმარისად გექნებათ იმისთვის, რომ, ოჯახის წევრებთან ერთად, კარგად დაისვენოთ. თუკი დიდი ხანია, ეგზოტიკურ ტურს გეგმავთ, შაბათ-კვირას ამ ოცნებას აისრულებთ. რა თქმა უნდა, თუკი ამ ჩანაფიქრში ოჯახის წევრები მხარს დაგიჭერენ.


მშვილდოსანი
ხვალ საუკეთესო მეგობარს დახმარებაზე უარს ეტყვით, თუმცა გაგიჭირდებათ მისთვის უარის მიზეზის ახსნა. ეს კი თქვენი პარტნიორის ულტიმატუმია - ან ოჯახი და მშვიდი ცხოვრება, ან მეგობრის დახმარება და ოჯახიდან წასვლა. მეგობარი, მართალია, გაგიგებთ, მაგრამ ოდნავი წყენა მაინც დარჩება გულში და მიგანიშნებთ, რომ დიდი ხნის წინათ მასაც წაუყენეს მსგავსი ულტიმატუმი და მან მეგობრობა აირჩია.


თხის რქა
შესაძლოა, რომელიღაც საპასუხისმგებლო ღონისძიებაზე დაგაგვიანდეთ. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ყურადღებით დაგეგმეთ ყოველი ნაბიჯი და ნუ მოცდებით იმ საქმეებზე, რომლებიც შესაძლოა, თქვენი დაგვიანების მიზეზი გახდეს. საბოლოოდ, ამ წვეულებაზე დაუვიწყარ დროს გაატარებთ.


მერწყული
ხვალ უცნობ ადგილებში მოხვდებით. გზა რომ არ აგებნეთ, ნავიგატორი დაგჭირდებათ. რთული მარშრუტის მიუხედავად, ეს მოგზაურობა თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. ბევრ ფოტოს გადაიღებთ და სოციალურ ქსელში მეგობრებს გაუზიარებთ.


თევზები
ხვალ საოცრად მიზანმიმართული იქნებით. დილიდანვე დაისახავთ მიზნად რთული დავალების შესრულებას (სახლის კაპიტალურად დალაგებას, გარდერობის მოწესრიგებას ან უფროსი ნათესავების დახმარებას). მისიის შესრულების შემდეგ საკუთარ თავს რაიმე სასიამოვნოთი გაახარებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?