29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს საოცრად რომანტიკულ განწყობაზე გაატარებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ ისეთ სითბოს გამოავლენთ, რომ ახლახან მომხდარ სკანდალს დაავიწყებთ. თქვენს შერიგებას მისი საყვარელი მეგობრების მოულოდნელი სტუმრობაც ხელს შეუწყობს. მათ დასანახად, ერთმანეთის მიმართ ისეთ სიყვარულს გამოავლენთ, რომ თქვენი ჰარმონიული ურთიერთობების ცოტა შეშურდებათ კიდეც.

კურო
ხვალ ელექტრომოწყობილობებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. კიდევ ერთი საფრთხე ამინდის ჭირვეულობიდან გელოდებათ, რაც სასეირნოდ წასვლისას უნდა გაითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული გაციება გარანტირებული გაქვთ. ავადმყოფობის გამო, შესაძლოა, ახალი სამუშაო კვირის პირველ დღეებში ვერ შეძლოთ მნიშვნელოვანი ანგარიშის ჩაბარება და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრება, რომლებზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული.

ტყუპები
ხვალ რაღაც თავხედობას ჩაიდენთ. შესაძლოა, დაქორწინებულ ადამიანს თავისი მეუღლის თვალწინ დაუწყოთ არშიყი ან მთელი ბიუჯეტი ძვირად ღირებული, მაგრამ სრულიად უსარგებლო ნივთის შეძენაზე დახარჯოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ მეუღლის მშობლებს სახეში მიახალოთ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ. ასეა თუ ისე, ცოტა უსიამოვნებები გელით.

კირჩხიბი
გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარება არ შეიძლება. ადამიანმა, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობაზე თქვენს დათანხმებას ცდილობს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას კარგად დაფიქრება სჭირდება. თუ ის მომენტალურ პასუხს ითხოვს, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ეგოისტთან ცხოვრება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და სხვების აზრი არ აინტერესებს?

ლომი
ხვალ რომელიღაც საზეიმო ღონისძიებაზე მთელი მშვენებით წარდგებით. მოწვეულებს შორის, „თეთრი ყვავივით“ რომ არ გამოჩნდეთ, შესაფერისი სამოსის შერჩევას დიდხანს მოუნდებით. მოგვიანებით გამოჩნდება, რომ საკუთარი გარეგნობით ყველას დაჩრდილავთ. ამ დღეს უამრავ საჭირო კონტაქტს გააბამთ და ავტორიტეტულ ადამიანს გაიცნობთ, თუმცა შინაგანად გრძნობთ, რომ ამ ადამიანების საზოგადოებაში ყოფნა არ გსიამოვნებთ.

ქალწული
სამზარეულოსთვის ძალიან სასარგებლო მოწყობილობას შეიძენთ. მის გამოცდას გადაწყვეტთ და საუკეთესო მეგობრებს დაპატიჟებთ, რომ კულინარიული შედევრით იტრაბახოთ. თქვენი ნახელავი ნამდვილად დიდ მოწონებას დაიმსახურებს და მეგობრები შენაძენს შეგიქებენ. ამ დროს, თქვენს ყურადღებას ერთ-ერთი სტუმრის სამოსი მიიპყრობს და გადაწყვეტთ, რომ რაღაც მსგავსი შეიძინოთ.

სასწორი
კვირა დღეს საკმაოდ მშვიდობიანად გაატარებთ. თუკი მორწმუნე ხართ, ეკლესიაში შედით, ხოლო შემდეგ ნათესავთან შეიარეთ. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ მისი ერთფეროვანი ცხოვრება გააფერადოთ და საოჯახო საქმეებში დაეხმაროთ. ამით თქვენც ემოციურად დაკმაყოფილდებით.

მორიელი
ხვალ უამრავი საქმე გამოგიჩნდებათ. მოდუნების საშუალებას არც საკუთარ თავს  მისცემთ და არც ოჯახის წევრებს. მათ პირობას წაუყენებთ, იმ შემთხვევაში, თუკი სახლის დალაგებაში დაგეხმარებიან, საღამოს დაასაჩუქრებთ. თუმცა, პირობას ორივე მხარე დაივიწყებთ და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად მაღაზიებში წახვალთ.

მშვილდოსანი
ხვალ განსაკუთრებით გესიამოვნებათ თქვენი მისამართით კომპლიმენტების მოსმენა. ამან, წესით, თვითშეფასება უნდა აამაღლოს, მაგრამ პერიოდულად საკუთარი თავის უნდობლობა მაინც შეგახსენებთ თავს.

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ირონიისგან მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი უცნაური ადამიანის გვერდით აღმოჩნდებით. ეს ადამიანი ისე მოიქცევა, თითქოს სამყაროს ცენტრია და მთელი მსოფლიო ვალდებულია, მასზე იზრუნოს. შეეცდებით, ხუმრობით დაარწმუნოთ ის, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს.

მერწყული
შესაძლოა, ვიღაცის კამათის მოწმე გახდეთ. თუკი მეზობლის სახლიდან ყვირილის ხმას გაიგონებთ და გადაწყვეტთ, გაიგოთ, რა მოხდა, ოჯახური კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდებით. დასვენების დღეს სხვაგვარად გეგმავდით, მაგრამ როგორც წესიერი ადამიანი, ამ კამათის შეჩერებას შეეცდებით. ხვალინდელ საღამოს მეზობლის სახლში, სუფრის თავში აღმოჩნდებით და მის უსასრულო მადლობებს მოისმენთ მშვიდობისმყოფლის მისიის წარმატებით შესრულებისთვის.

თევზები
ხვალ დიდი ხნის სასურველი ნივთის ხელსაყრელ ფასად შეძენას მოახერხებთ. ეს ნივთი მეორადია, თუმცა, ამ ფაქტს თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენა ამ დღეს არ შენიშნება.

 

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?