30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ახალი თანამშრომლის მიმართ არაობიექტურობას გამოიჩენთ. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ ამ ახალგაზრდას წარჩინების დიპლომი ნაყიდი აქვს, საკუთარი საქმის არაფერი გაეგება და ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მალე, რომელიღაც პროექტზე ერთად მუშაობის დროს, მიხვდებით, რომ ცდებოდით და ეს ადამიანი საქმეში იდეალური მეწყვილე იქნება.


კურო
ორშაბათს იმაზე ოცნებაში გაატარებთ, რომ რაც შეიძლება მალე აღმოჩნდეთ ლოგინში. მხიარულად გატარებული უქმე დღეები თქვენს შრომისნაყოფიერებაზე ცუდად აისახება და ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი საქმის ნაწილი კოლეგებს გადაულოცოთ და თავად რაღაც მარტივით დაკავდეთ. საბედნიეროდ, შეფიც იმავე მდგომარეობაში იქნება, ამიტომ თქვენს პრობლემებს ვერ შეამჩნევს.


ტყუპები
ხვალ ბანკს კრედიტისთვის მიმართავთ, რადგან ისეთი მოწყობილობა გაგიფუჭდებათ, რომლის შესაძენად ფული არ გყოფნით. გაითვალისწინეთ, რომ მეორე გზაც არსებობს - შეაკეთოთ თქვენი დაზიანებული ნივთი და უარი თქვათ კრედიტის აღებაზე. თუმცა, ალბათ, ამაზე უარს იტყვით, რადგან გსურთ, საკუთარი თავი ახალი შენაძენით გაანებივროთ, რომელიც ძალიან მალე მოგწყინდებათ.


კირჩხიბი
ნუ იქნებით ზედმეტად გულუბრყვილო. ადამიანი, ვინც ბევრ სიკეთეს გპირდებათ, უანგაროდ არ მოქმედებს. გაითვალისწინეთ, რომ მისი გზით სიარულის გამო შეიძლება, მთელი კაპიტალი დაკარგოთ. ნუ გაებმებით ხაფანგში და მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედეთ. თქვენთვის სასარგებლო იქნება გარეშე პირის რჩევა, რომელიც კარგად ერკვევა ბიზნესსა და წარმოებაში.


ლომი
ხვალ თქვენ წინაშე უამრავი ამოცანა დადგება, რომელთა გადაჭრა ერთი ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთანავე, კატეგორიულად არ გსურთ, რომ ვინმე დაგეხმაროთ და გამარჯვება გაინაწილოს. გაითვალისწინეთ, რომ საქმის ნახევარსაც ვერ მოასწრებთ და ეს ამპარტავნებისთვის კარგი მაგალითი იქნება.


ქალწული
ამ დღეს უფროსი ნათესავების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, თქვენი რომელიღაც მშობელი სერიოზულად ავად გახდეს და სამსახურიდან წასვლა ნაადრევად მოგიწიოთ. ძვირფასი ადამიანის დასახმარებლად, ყველაფერს იღონებთ, ამიტომ საღამოს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. 


სასწორი
ხვალ სამსახურის მიმართ ოდნავ გულგრილობას გამოიჩენთ. სოციალურ ქსელში გაცნობილი ადამიანი თქვენში დიდ ინტერესს გამოიწვევს. სამუშაო დღის პერიოდში ხშირად ეცდებით მასთან დაკავშირებას. ეს იმდენად გაგიტაცებთ, რომ მნიშვნელოვანი ანგარიშის გაკეთება ან ხელმძღვანელის დავალების დასრულება დაგავიწყდებათ. საკმაოდ სარფიან წინადადებას შემოგთავაზებენ, თუმცა, ესეც კი ვერ დაგაოკებთ.


მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ დეპრესია თავიდან მოიშოროთ. ნუ გეპარებათ  ეჭვი საკუთარ ძალებში და წყალში ნუ ჩაყრით იმ შრომას, რაც კარიერული წინსვლისთვის გასწიეთ. თავდაჯერებული შეხვდით მასშტაბურ გამარჯვებებს. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს გამარჯვებებს თქვენი ოჯახიც ელოდება. ამიტომ ფინალამდე ორი ნაბიჯით ადრე გაჩერების უფლება არ გაქვთ.


მშვილდოსანი
ინტელექტუალურ კამათში გაიმარჯვებთ. თქვენი ოპონენტი გარკვეული მიზეზების გამო დამარცხდება და თქვენ კოლექტივში ყველაზე ერუდირებულ ადამიანად გაღიარებენ. რა თქმა უნდა, მატერიალურ სარგებელს ეს გამარჯვება არ მოგიტანთ, მაგრამ ფული თქვენთვის პრიორიტეტული არ იქნება. უფრო მნიშვნელოვანია იმ სასიხარულო ფაქტის გაანალიზება, რომ თქვენ აჯობეთ კონკურენტს, რომელსაც თქვენს შესაძლებლობებში ყოველთვის ეპარებოდა ეჭვი.


თხის რქა
ვარსკვლავები არ გირჩევენ, სახლის დეკორისთვის საჭირო ნივთების დამოუკიდებლად შერჩევას. ის, რაც მხოლოდ თქვენ მოგეწონებათ, თქვენი ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდება. ამიტომ, „შოპინგი“ ოჯახის წევრებთან ერთად დაგეგმეთ. მართალია, თქვენი დანაზოგი ამგვარად უფრო მეტად დაიხარჯება, მაგრამ ყველა კმაყოფილი დარჩებით.


მერწყული
ხვალ სრულ სულიერ კომფორტში იქნებით. სამსახურში თქვენი საყვარელი საქმით დაკავდებით და თან ამისთვის სოლიდურად გადაგიხდიან. იგივე ემოციები გექნებათ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი შვილი შექებას დაიმსახურებს.


თევზები
ხვალ ცვალებადი ხასიათი გექნებათ. დილას საწოლიდან ადგომა დაგეზარებათ, თუმცა, თქვენი დღის გეგმებში ბევრი საქმეა და სიზარმაცის უფლება არ გაქვთ. დღის მეორე ნახევარში ენთუზიაზმით აივსებით და ყველაზე რთულ პროექტსაც კი გაუმკლავდებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?