31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
გირჩევთ, ხვალ დაპირებების გაცემისგან თავი შეიკავოთ. თუ ცდილობთ, რომ ამით ვიღაცაზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, გაითვალისწინეთ, რომ საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ. მიზეზთა გამო, პირობის შესრულებას ვერ შეძლებთ, რაც თქვენს რეპუტაციას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არავის აქვს უფლება, რამე მოგთხოვოთ, სანამ თავად არ გამოიჩენთ ინიციატივას (სწორედ ამ ინიციატივისგან თავის შეკავება ჯობს)


კურო
ამ დღის მთავარი მოვლენა თქვენთვის ხელფასის მომატებაა. კარგი იქნება, თუ მოითმენთ და ამ სასიხარულო ინფორმაციას სახლში მისული გაუზიარებთ ნათესავებს, რადგან თუ შეფი სამუშაო საათებში ტელეფონით ხელში დაგინახავთ, შეიძლება საკუთარი გადაწყვეტილების აუცილებლობაში დაეჭვდეს. სამუშაო საათებში თავშეკავებულად და მოკრძალებულად მოიქეცით, საღამოს კი წარმატება ოჯახთან ერთად აღნიშნეთ.


ტყუპები
მძიმე სამშაბათი გაქვთ, რადგან სამსახურში უამრავი საქმე გელით. თქვენ და თქვენი კოლეგები  საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით, თუმცა ძალიან დაიღლებით. თუ რომელიმე კოლეგამ უახლოეს კაფეში კორპორაციული წვეულების მოწყობა შემოგთავაზათ, უარს ნუ ეტყვით.
არომატული ყავა, საყვარელი დესერტი და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა დაღლილობას მალე დაგავიწყებთ.


კირჩხიბი
რომელიღაც შორეული ნათესავისგან მოულოდნელ სიახლეს შეიტყობთ. ეს ადამიანი გაცნობებთ, რომ პირადი საკითხების მოგვარებამდე, რამდენიმე დღის თქვენს სახლში გატარება სურს. სტუმრის მოლოდინში სახლის დალაგებას და მისი საყვარელი კერძების მზადებას დაიწყებთ. ნათესავის სტუმრობა ძალიან გაგახარებთ, მას კი თქვენი დახვედრა აღაფრთოვანებს.


ლომი
ამ დღეს მთელი თქვენი ბუნებრივი მომხიბვლელობა უნდა აამოქმედოთ. სამსახურში სრულიად შემთხვევით, ისეთ სიტუაციაში ჩავარდებით, რომ პრობლემებს მხოლოდ ქარიზმის წყალობით დააღწევთ თავს. ეს ნამდვილად ეფექტური მეთოდია! შეფი ვერ შეძლებს არაპროფესიონალიზმში თქვენს დადანაშაულებას და თქვენი შეცდომა შეუმჩნეველი დარჩება, თუმცა ეს მეთოდი ეტალონად არ უნდა აქციოთ. შესაძლოა, სხვა დროს, ქარიზმამ ვეღარ გიხსნათ.


ქალწული
ამ დღეს ძალიან ცდილობთ, რომ ყურადღების ცენტრში არ მოხვდეთ. შესაძლოა, თქვენი სამსახურის სპეციფიკა ითვალისწინებს, რომ მუდმივად უამრავი თვალი გაკვირდებოდეთ, თუმცა ამჟამად ეს ფაქტორი ძალიან გაგაღიზიანებთ. საღამოს შეეცდებით, განმარტოვდეთ, თუმცა ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ, რადგან სახლში ხმაურიანი სტუმრები გეწვევიან, რომელთა გართობა შუაღამემდე მოგიწევთ. სტუმრებთან ურთიერთობაში თავადაც გახალისდებით და განმარტოების სურვილი დაგტოვებთ.


სასწორი
მეორე ნახევარი პიკანტურ შეკითხვას დაგისვამთ, რომელზეც პასუხის გაცემა გაგიჭირდებათ. ჩიხში ხართ და არ იცით, როგორ იმოქმედოთ კონკრეტულ სიტუაციაში და თუკი ამ ფაქტს გულწრფელად აღიარებთ, ეს თქვენს პარტნიორზე ნებისმიერ ისტერიკაზე, მუქარასა და ულტიმატუმზე უკეთ იმოქმედებს. ის დადებითად შეაფასებს თქვენს გულწრფელობას და თავის დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაფიქრების საშუალებას მოგცემთ.


მორიელი
ამ დღეს ბევრი სასარგებლო კონტაქტის დამყარებას შეძლებთ. კარგი მეგობრების სიას იმ ადამიანებს მიამატებთ, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ. თუმცა, ნუ იჩქარებთ მათთვის იმ კითხვის დასმას, რომელიც ასე ძალიან გაინტერესებთ. ეს უტაქტო იქნება. ჯერ კარგად გაიმყარეთ სასარგებლო კავშირები და მხოლოდ შემდეგ სთხოვეთ დახმარება.


მშვილდოსანი
შეეცადეთ, ახლო ნათესავების გარემოში მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროთ. ისაუბრეთ თითოეულ მათგანთან გულწრფელად, ჰკითხეთ, რა აწუხებთ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. ეს გულღია დიალოგი თქვენი სახლის კედლებში იდილიურ ატმოსფეროს შექმნის. 


თხის რქა
ამ დღეს ბევრ რამეზე გაგეცინებათ. თქვენს კოლექტივში გამოჩნდება მხიარული კოლეგა, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. თუმცა, ნუ გადავიწყდებათ, რომ სამუშაოდ განკუთვნილი საათების ხუმრობებზე დახარჯვა აკრძალულია. შეგიძლიათ ოდნავ მოგვიანებით იმხიარულოთ, მაშინ, როცა სამუშაო დღე სრულდება. დაფიქრდით, იქნებ დიდი ხნის კოლეგა და ახალი ხუმარა თანამშრომელი სახლში სტუმრად დაპატიჟოთ?


მერწყული
ნუ მიუდგებით ზედმეტად კრიტიკულად ხელმძღვანელობას. სიტყვები, რომელსაც მოსაწევში წარმოთქვამთ, დაუყოვნებლივ მივა თქვენს ბოსამდე. არ იფიქროთ, რომ ის მისი მისამართით ნათქვამ შხამიან ფრაზებს გაპატიებთ. თუკი თქვენი სამსახური თქვენთვის მნიშვნელოვანია, იყავით თავშეკავებული და მოერიდეთ ისეთ ქმედებებს, რომლებიც დაგაზარალებთ.


თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველდღიური რუტინულით დაკავდეთ. თუკი რაღაც მომენტში მიხვდებით, რომ ამ საქმეს დეპრესიამდე მიჰყავხართ, სასწრაფო ზომები მიიღეთ. გამოსავალი შეიძლება იყოს ნათელი, დინამიკური დასვენება იმ ადამიანების გარემოში, რომლებიც თქვენთვის ძვირფასია. ასევე, ცუდი არ იქნება, თუკი სპორტთან იმეგობრებთ, მიუხედავად ცივი პერიოდისა. ეს იძულებულს გაგხდით, დაიცვათ თავი ნერვული აფეთქებისა და გაცივებისგანაც.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?