1-ლი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დიდი ხანია, ვიღაცასთან დარეკვა გსურთ, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ? მაშინ სწორედ ის დროა, რომ ყურმილი აიღოთ და დარეკოთ. ამ დღეს აჩქარება არაფერში გჭირდებათ, ამიტომ საქმე მშვიდად და აუჩქარებლად უნდა აკეთოთ. თუ გსურთ, საკუთარი რეპუტაცია იხსნათ, დაკისრებულ მოვალეობას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.


კურო
გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც „ქვემოთ“ გექაჩებათ და არ ინანებთ. თუ მეგობრის დახმარება გადაწყვიტეთ, მზად უნდა იყოთ, რომ ის თავის პრობლემას მთლიანად თქვენ გადმოგილოცავთ. კუროებო, ამ დღეს დიდია ცოლქმრული ღალატის ცდუნება, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს სიკეთეს არავის მოუტანს. განსაკუთრებით კი თქვენ დაზარალდებით.


ტყუპები
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ოთხფეხა მეგობარი შეიძინოთ. ის წლების მანძილზე თქვენ გვერდით იქნება და უამრავ სიხარულს გაჩუქებთ. ყურადღება მიაქციეთ „ზემოდან“ თქვენთვის გამოგზავნილ მინიშნებებს. თუ გსურთ, რომ კურიოზულ სიტუაციებში არ აღმოჩნდეთ, აქტიურობისგან თავი შეიკავეთ და ეცადეთ, ყველასთვის უხილავი იყოთ.


კირჩხიბი
ნუ შიშობთ, რომ ერთის გამო მეორეზე უარი თქვათ, რადგან ასეთი არჩევანი გაგაბედნიერებთ. ამ დღეს მშვიდად გაატარებთ, რადგან არავინ ეცდება, „ფეხქვეშ მიწა გამოგაცალოთ“. შესაძლოა, ძველი სასიყვარულო ურთიერთობების გახსენებამ სევდა მოგგვაროთ.


ლომი
დღეს იღბლიანად გაატარებთ, რადგან წარმატება ყველა საქმეში გარანტირებული გაქვთ. ამ დღეს განწყობას საკუთარ თავს თავად შეუქმნით. თქვენთვის მოცემული, ერთი შეხედვით, მარტივი დავალება შეიძლება თივის ზვინში ნემსის ძებნად იქცეს.


ქალწული
შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც საკუთარი შესაძლებლობების 100%-ით გამოვლენის საშუალება გექნებათ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება. გირჩევთ, გაიხსენოთ სპორტის არსებობის შესახებ და ვარჯიშით დაკავდეთ. სავარაუდოდ, ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობაში პრობლემები გელით.


სასწორი
თუკი იმდენი ფული არ გაქვთ, რამდენსაც ინატრებდით, მაინც შეეცადეთ, გაათამამოთ საკუთარი თავი და საღამოს რელაქსაციის მეთოდებს მიმართოთ. კარგი დილა, სწრაფი სამუშაო დღე და მშვიდი საღამო - ეს თქვენი ხვალინდელი დღის ასტროლოგიური პროგნოზია.  


მორიელი
თქვენი ქარიზმის დამსახურებით ამ დღეს ყველაფერი გამოგივათ. რაც არ უნდა მოხდეს, მიიღეთ სწრაფი რეაგირება და მიენდეთ გულის კარნახს და არა გონების. თუკი ვინმე გაგანაწყენებთ, შეეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ, უკვე ზეგ ეს საკითხი თქვენთვის აქტუალური არ იქნება.


მშვილდოსანი
მოიწყვეთ უსაქმურობის დღე. სამუშაოს ყოველთვის მოასწრებთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ კოლეგებთან ლიდერობის სურვილის გამოხატვას, რადგან გახსოვდეთ, რომ დედამიწა მრგვალია. იცხოვრეთ ისე, თითქოს ეს თქვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა და ყოველი წუთი თქვენთვის ძვირფასია.

მერწყული
იპოვეთ თავისუფალი დრო მობილურ ტელეფონში ნომრების გასაფილტრად. ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს რამე კონკრეტულის დაგეგმვას, უმჯობესია, დღემ სპონტანურად ჩაიაროს. თუ გსურთ, გარშემომყოფებმა სერიოზულად აღგიქვან, სერიოზულად მოიქეცით.


თხის რქა
თუკი ამ დღეს ვინმეს გაცნობა მოგიწევთ, გამოიჩინეთ თავაზიანობა. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს შესაძლოა, ქუჩაში ფული იპოვოთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, თქვენი განწყობის ამაღლებას ვერაფერი შეძლებს.


თევზები
ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება ახალ გენიალურ იდეებს მოგანიჭებთ. ახალი მეგობრები თქვენს ცხოვრებაში ახალ პრობლემებს შემოიტანენ. ეს დღე შესანიშნავია დაუსრულებელ საქმეებზე სამუშაოდ, რომლებიც ისედაც დიდი ხანია გადადებული გაქვთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?