4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ნერვიულობა გელოდებათ. დარდობთ ადამიანზე, რომელიც სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გაემგზავრა და რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებთ. საღამოს ეს ადამიანი თავად დაგირეკავთ და დამშვიდდებით. შაბათ საღამოს, გასართობის ნაცვლად, ინტერნეტში იძრომიალებთ და მთელ ინფორმაციას მოიძიებთ იმ ადგილის შესახებ, სადაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანი იმყოფება.


კურო
ხვალ ემოციურ გადაწყვეტილებას მიიღებთ და თითქმის უცნობ ადამიანს უანგაროდ დაეხმარებით. ადამიანი, რომელიც უბედურებას გადაარჩინეთ, მადლიერების ნიშნად, გეტყვით, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს მისი დახმარების იმედი უნდა გქონდეთ. სხვათა შორის, ის ძალიან გავლენიანი და ავტორიტეტული პერსონაა და მისი სახით ძლიერ მფარველს შეიძენთ.


ტყუპები
ხვალ ადვილად მოექცევით ყალბი კომპლიმენტებისა და მლიქვნელი ადამიანების გავლენის ქვეშ. გახსოვდეთ, თაღლითები სწორედ ასე ახერხებენ მსხვერპლის ყურადღების მოდუნებას. ეცადეთ, ლოგიკურად მსჯელობის უნარი არ დაკარგოთ და ვიღაცის ეშმაკურად დაგებულ მახეში არ გაებათ. ზოგადად, შაბათი დღე პოზიტიურ ტალღაზე ჩაივლის. განსაკუთრებით მეორე ნახევრის საჩუქარი გაგახარებთ.


კირჩხიბი
კირჩხიბებო, ხვალ საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეძლებთ. რომელიღაც კულტურულ ღონისძიებაზე ყოფილ მეუღლეს შეხვდებით და სიხარულით გააცნობიერებთ, რომ უთქვენოდ ცხოვრების პერიოდში მისი გარეგნობა უარესობისკენ შეიცვალა. ამავე დროს, მის აღფრთოვანებულ მზერას დაიჭერთ, რომელშიც თქვენი დაშორებით გამოწვეული სინანული იკითხება.


ლომი
ხვალ მაქსიმალური თავშეკავება გმართებთ. ხმაურიან წვეულებაზე ყოფნისას,  მკაცრად აკონტროლეთ ალკოჰოლის დოზა და კერძების რაოდენობა. ზედმეტი ჭამა-სმა შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენი ორგანიზმის მუშაობაზე და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. ცნობისთვის, ამ წვეულებაზე ჭამა-სმაზე საინტერესო საქმეც გამოგიჩნდებათ.


ქალწული
ხვალ ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლებას მოინდომებთ, თუმცა მიზნის მიღწევა მხოლოდ თქვენს ქცევასა და ხასიათზეა დამოკიდებული. თუ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ხართ და ყოყმანი არ გჩვევიათ, შეიძლება ყოფილ პარტნიორს სახლში გაუფრთხილებლად ეწვიოთ და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უთხრათ. სავარაუდოდ, დადებით პასუხს მიიღებთ, რადგან ძველი ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგი არც ის უნდა იყოს...


სასწორი
ხვალ განათლებული ადამიანის ამპლუას მოირგებთ. იმისთვის, რომ მეგობრებს არ ჩამორჩეთ, ტრენინგზე წასვლას დასთანხმდებით, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო დარჩებით. ამგვარად გაგიჩნდებათ იდეა, თუნდაც ყველაზე მარტივ ლიტერატურას გაეცნოთ. კითხვა იმდენად მიგიზიდავთ, რომ გვიან ღამემდე წიგნის დადება გაგიჭირდებათ, თუმცა, სანამ კარგად არ გააანალიზებთ წაკითხულს, დაძინებას ვერ მოახერხებთ.


მორიელი
მნიშვნელოვანი მოვლენის ქვეტექსტის გაშიფვრა გაგიჭირდებათ. თქვენი ცბიერი კოლეგა კულისებსმიღმა თამაშებს დაიწყებს, რომელშიც მარიონეტის როლი შეგხვდებათ. ინტრიგები დიდად არ დაგაზარალებთ, თუკი დანარჩენი კოლექტივის მოსაზრებებს არ გაითვალისწინებთ. პირდაპირ განუცხადეთ თანამშრომლებს, რომ არავის მისცემთ თქვენით მანიპულირების უფლებას.


მშვილდოსანი
ხვალინდელი დღე მშვიდად ჩაივლის, პირად ცხოვრებასა და სამსახურში განსაკუთრებული პრობლემები არ შეინიშნება. ერთადერთი თქვენი უკმაყოფილების მიზეზი ამინდი იქნება. საღამოს გაიხსენებთ, რომ დიდი ხანია, ფიტნეს-ცენტრში არ ყოფილხართ და გადაწყვეტთ მთელი ეს ცივი პერიოდი სპორტთან იმეგობროთ, რაც იმუნიტეტის გაძლიერებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.


თხის რქა
გავლენიან ადამიანს უადგილოდ ეტყვით კომპლიმენტს. შეეცდებით მასთან პირდაპირი იყოთ, თუმცა, ის თქვენს გულწრფელობას არასწორად მიიღებს და მლიქვნელობაში დაგადანაშაულებთ. მის წინაშე გაწითლდებით და მოგიწევთ ახსნა, რომ მისი შექების დროს ნამდვილად გულწრფელი იყავით. ინციდენტი სრულიად აღმოიფხვრება, მაგრამ ადამიანი, რომელიც შეაქეთ, იფიქრებს, რომ მასზე ფარულად ხართ შეყვარებული.


მერწყული
ვარსკვლავები არ გირჩევენ დაპირებების გაცემას. შესაძლოა, ამით სხვებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. როგორც კი კონკრეტული საქმეების განხორციელებას შეუდგებით, გმირის სტატუსს დაემშვიდობებით. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ადამიანი, რომელსაც იმედებს გაუცრუებთ, თქვენს რეპუტაციას მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შელახავს.


თევზები
მეორე ნახევრის შემოქმედებით ჩანაფიქრს მკაცრად გააკრიტიკებთ, რის გამოც პარტნიორი გაგინაწყენდებათ. შეგიძლიათ, უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, თუკი ტაქტიკურად იმოქმედებთ. მაგალითად, მიანიშნებთ მას, რომ მიმდინარე პროექტი დიდად ღირებული არ არის და ის, რომ სამომავლო წარმატებისთვის უმჯობესია, სხვა რამ მოიფიქროს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?