7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ყველა საქმეში წარმატება გელით. მიმდინარე პროექტს იმაზე ადრე დაასრულებთ, ვიდრე ვარაუდობდით და საყვარელი ინტერნეტმაღაზიის მონახულების დროც დაგრჩებათ. სწორედ აქ  მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შემოგთავაზებენ უნიკალურ ნივთს, რომელსაც სასწრაფოდ შეიძენთ და მეგობრებს არ გაუმხელთ, რომ საიტზე დიდი ფასდაკლების სეზონი გაიხსნა. გილოცავთ! ისეთი ნივთი მოიპოვეთ, რომელიც ჯერჯერობით არც ერთ თქვენს მეგობარს არ აქვს.  


კურო
შეფის მოქმედებებზე უკმაყოფილების ღიად გამოხატვისგან თავის შეკავებას გირჩევთ. მით უმეტეს, არ ღირს, შეფზე მის ზემდგომებთან საჩივრების წერა. ეს ყველაფერი იმის საპირისპირო შედეგს მოგცემთ, ვიდრე ელოდით - უფროსობა შეიკრიბება და მოითათბირებს, რომ მეამბოხე თანამშრომლები არ სჭირდებათ. შედეგად, სამსახურს თქვენი შეფი კი არა, თქვენ დაკარგავთ.


ტყუპები
ეს დღე რომელიღაც ახალ კოლეგასთან ძალიან დაგაახლოებთ, თუმცა ნუ იჩქარებთ მის მეგობრად გამოცხადებას. ეს ადამიანი ბანალურად გამოგიყენებთ, რომ სამსახურთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია მოიპოვოს. ნუ იჩქარებთ, მასთან კოლეგებისა და შეფის კომპრომატებზე საუბარს. გაითვალისწინეთ, რომ ორიოდე კვირაში თქვენ მიერ „საიდუმლოდ გამხელილ“ ინფორმაციას საქვეყნოდ გაახმოვანებს.


კირჩხიბი
ამ დღეს ახალი სიყვარული გეწვევათ, თუმცა თქვენი სიყვარულის ობიექტი ადამიანი კი არა, ინტერნეტში აღმოჩენილი ნივთი იქნება. მხოლოდ იმაზე იოცნებებთ, როგორ გახდეთ მისი მფლობელი და მიზანს საღამოსვე აისრულებთ, თუმცა ამისთვის საბანკო ვალდებულებების აღება მოგიწევთ.


ლომი
ლომებისთვის ეს დღე მშვიდად ჩაივლის. აუჩქარებლად შეუდგებით სამსახურებრივი საქმეების მოგვარებას, რადგან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, „სიჩქარის ასაკრეფად“ დრო გჭირდებათ. საღამოს, სახლში ძველი ნაცნობის შესახებ სასიამოვნო ინფორმაციას შეიტყობთ. გამორიცხული არაა, რომ ამ ადამიანმა რესტორანში დაგპატიჟოთ საკუთარი მიღწევების აღსანიშნად. სწორედ ამიტომ ეს დღე იმაზე პოზიტიურად დასრულდება, ვიდრე დაიწყო.


ქალწული
ხვალ საკუთარი ინიციატივებისგან ყველა სფეროში თავი უნდა შეიკავოთ. სამსახურში უკიდურესად დაძაბული სიტუაცია გაქვთ და სანამ ის არ განეიტრალდება, რაიმე ინიციატივის გამოჩენა სახიფათო იქნება. ინიციატივების გამოჩენას არც პირად ცხოვრებაში გირჩევთ, რადგან თქვენი მეორე ნახევარი ამით უკმაყოფილო დარჩება და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაგატარებთ.


სასწორი
ხვალ ერთფეროვანი საქმიანობით დაკავდებით, რომელიც ფიზიკურად არ დაგღლით, მაგრამ სამაგიეროდ, მორალურად ძალებს გამოგაცლით. საღამოს, როგორც კი სახლში დაბრუნდებით, მხოლოდ პოზიტივი მოგინდებათ ნებისმიერი გამოხატულებით. შესაძლოა, ოჯახის წევრებთან ერთად კომედიური სატელევიზიო პროექტის ნახვამაც კი აგიმაღლოთ განწყობა. თუკი ეს საკმარისი არ იქნება, სთხოვეთ მათ, სასაცილო ისტორიები და ანეკდოტები მოგიყვნენ.


მორიელი
ხვალ საკუთარ მსოფლმხედველობას კარდინალურად გადახედავთ. ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს მკვეთრად შეიცვლით. ფულსა და მატერიალურ ღირებულებებს დაივიწყებთ. ამ ცვლილებისკენ ხანშიშესულ ადამიანთან ნაცნობობა გიბიძგებთ. მასთან საუბრის დროს მიხვდებით, როგორ უნდა მიაღწიოთ მარტივად მშვიდ ცხოვრებას.


მშვილდოსანი
ხვალ ძალიან უჩვეულო ღონისძიებაზე მოგიწევთ დასწრება, რომელიც თქვენი შვილის სასწავლებელში ჩატარდება და რომელშიც თქვენი პატარა მაქსიმალურად იქნება ჩართული. გაკვირვებული მიადევნებთ თვალს მის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ღონისძიებას ტელეფონით გადაიღებთ, ხოლო შემდეგ ამ უნიკალურ ვიდეოს მეგობრებსა და მრავალრიცხოვან ნათესავებს აჩვენებთ.


თხის რქა
ხვალ მეორეხარისხოვანი საკითხების გადაწყვეტას ვარსკვლავები არ გირჩევენ. თუკი ამ მცირე პრობლემებზე პოტენციალს დახარჯავთ, შესაძლოა, რომელიმე მნიშვნელოვანი დავალება გამოგეპაროთ, რაც თქვენთვის დიდი შეცდომა აღმოჩნდება, რადგან მიმდინარე პროექტების პრეზენტაციის გადადება თქვენთვის ნამდვილი კრახი იქნება. ამ ნაბიჯით თქვენს კარიერულ წინსვლასა და უფრო პრესტიჟულ თანამდებობაზე გადაყვანას დააპაუზებთ.  


მერწყული
სამწუხაროდ, კომფორტულ პირობებში არ მოგიწევთ მუშაობა. ამის მიზეზი კი თქვენი ორგანიზმი იქნება, რომელიც ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ნორმალურად ფუნქციონირებაზე უარს გეტყვით. მოგიწევთ ძალების მობილიზება და მაქსიმალური კონცენტრირება იმისთვის, რომ ნორმალურ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეთ. შესაძლოა, ეს გამოგივიდეთ კიდეც, თუმცა, არც ის გამოირიცხება, რომ სამუშაო დღის დასრულებამდე წუთებს ითვლიდეთ.


თევზები
ხვალ საკმაოდ უჩვეულო საჩუქარს მიიღებთ. თქვენი ერთ-ერთი კოლეგა სამუშაო ადგილს დატოვებს, თუმცა, თქვენთან ყოველთვის გამორჩეულად კარგი ურთიერთობის გამო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი პოზიცია სწორედ თქვენ დაიკავოთ და არა ვინმე სხვამ. ეს იქნება თქვენი პირადი გამარჯვება და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მიზანმიმართული კარიერული წინსვლა დამოკიდებულია არა მხოლოდ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე, არამედ ადამიანურ ხარისხზეც.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?