9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ შინაგან შებოჭილობას იგრძნობთ. ოჯახური პრობლემა ისე აგაღელვებთ, რომ სამუშაოს გულს ვერ დაუდებთ. თქვენს კარიერას არაფერი ემუქრება, მაგრამ მაინც ეცადეთ, რომ მნიშვნელოვან საქმეებს არ შეეჭიდოთ. შეფი ყველაფერს გაგიგებთ, თუ მოკლედ აუხსნით, რომ ამჟამად თქვენი გონება მხოლოდ ოჯახური პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული.


კურო
ხვალ სამუშაო ადგილის გალამაზება მოგინდებათ. თუ ოფისში მუშაობთ და ხელმძღვანელობა თქვენი კრეატიული რეფორმის წინააღმდეგი არაა, შეგიძლიათ, ყველაფერი დეტალებამდე გათვალოთ და საქმეს შეუდგეთ. სხვა საქმეებში კრეატივის გამოჩენას არ გირჩევთ, რადგან ის კატასტროფულად უადგილო იქნება. სტილის მკვეთრი ცვლილებით შეიძლება ერთი ადამიანის სიმპათიები და კეთილგანწყობა მოიპოვოთ.


ტყუპები
ამ დღეს დამოუკიდებლობასა და პრინციპულობას გამოავლენთ. სამსახურებრივ საქმეებში წარმატება გელით.  შეფს მოეწონება, რომ დავალებას კოლეგების დაუხმარებლად, მხოლოდ საკუთარი ძალებით გაართმევთ თავს. სახლში იგივეს გაკეთებას არ გირჩევთ, რადგან ყველა საქმის მარტო კეთება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. თუ სახლის საქმეებში ოჯახის წევრებს დაიხმართ, პრაქტიკულად, არ დაიღლებით.


კირჩხიბი
9 ნოემბერს პირადი ურთიერთობების სფეროში დიდი წარმატება გელით. საქმიანი მივლინების დროს, უამრავ ახალ მეგობარს შეიძენთ და მათ შორის, ერთ-ერთი თქვენი ახალი ბიზნესპროექტის საიმედო პარტნიორი გახდება. საღამოს სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. მეტიც, სიტუაციას, რომელიც შეიძლება თქვენ შორის დიდი სკანდალის მიზეზი გახდეს, რომანტიკული ეტაპის დასაწყისად აქცევთ.


ლომი
ლომებო, შეიძლება ხვალ საკუთარ შრომით კოლექტივში განტევების ვაცად იქცეთ. მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ კოლეგები უსაფუძვლოდ გაიგნორებენ და ღიად გამოხატავენ თქვენ მიმართ ანტიპათიას, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, თქვენი ძველი არაკეთილმოსურნის მიერ გავრცელებული ჭორებია. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე აღმოაჩინოთ ეს ადამიანი და აიძულოთ საჯაროდ ბოდიშის მოხდა.


ქალწული
ეს დღე თქვენს ცხოვრებაში დაუვიწყარი იქნება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ ახლა დაიწყოს თქვენი ცხოვრების მთავარი რომანი, რომელიც აუცილებლად ქორწინებით დასრულდება. თუ დაოჯახებული ხართ, ხვალ გაიგებთ, რომ ოჯახს ახალი წევრი შეემატება. თქვენს სიხარულს მთელი ოჯახი გაიზიარებს და რომელიღაც ნათესავი სასიხარულო სიახლის აღსანიშნავად ზეიმს მოაწყობს.


სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, საოჯახო საქმეები საყვარელ ადამიანს გადააბაროთ. გაუფრთხილდით საკუთარ პოტენციალს და ნუ დახარჯავთ ძალებს ისეთ საქმეზე, რომელთა შესრულება უთქვენოდაც შეიძლება. ხვალ შესაძლოა, სამსახურში შეყოვნდეთ რომელიღაც რთული საკითხის გადასაჭრელად. სწორედ ეს საკითხი განსაზღვრავს თქვენს კარიერულ მომავალს. იმუშავეთ თავდაუზოგავად და ერთი წუთითაც არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ წარმატებას სწორედ თქვენ მიაღწევთ და არა ვიღაც სხვა.


მორიელი
ამ დღეს სიყვარულზე დამატებითი მტკიცებულებები დაგჭირდებათ მეორე ნახევრისგან. მის გრძნობებში ეჭვი არ გეპარებათ, უბრალოდ, მისგან განსაკუთრებული ყურადღების მიღებით შეეცდებით, სამსახურში მიღებული ყველა ნეგატივი დაივიწყოთ. თუკი თქვენი მეორე ნახევარი მგრძნობიარეა, ე.ი. ყველა შანსი გაქვთ იმისთვის, რომ ამ არცთუ ისე მარტივმა დღემ თქვენი ემოციური წონასწორობა არ დაარღვიოს.


მშვილდოსანი
ხვალ თქვენი ბიოგრაფიის ახალი თავი დაიწყება. თუკი აქამდე საკუთარი თავი უიღბლოდ მიგაჩნდათ, ახლა უკვე ამ შეგრძნებას დაივიწყებთ. შეცვლით საკუთარ გარდერობს და უარს იტყვით ისეთ ნივთებზე, რომლის გამო ხშირად ახლობლებთან კამათი გიწევდათ. გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამთ წარმატებისკენ და თანაც იმდენად თამამად, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ.


თხის რქა
ამ დღეს საკმაოდ მშვიდად და პროდუქტიულად გაატარებთ. კარგად იმუშავებთ და მიმდინარე პროექტს პრაქტიკულად, ფინალამდე მიიყვანთ. პირად საქმეებში სიტუაცია ისე წარიმართება, რომ აბსოლუტურად ყველა საკითხში მართალი აღმოჩნდებით. ადამიანი, რომელსაც თქვენთან დაახლოება სურს, თქვენს აქტიურ ნაბიჯებს ვერ დაინახავს, რის გამოც პანიკაში ჩავარდება. საბოლოოდ დაგირეკავთ და კინოში გასეირნებას ან უბრალოდ დროის ერთად გატარებას შემოგთავაზებთ.


მერწყული
ხვალ განსაკუთრებული ინტენსივობით გამოხატავთ საკუთარ მოკრძალებულ ბუნებას. სამსახურში დაწინაურების გამო თქვენს დაჯილდოებას გადაწყვეტენ, თუმცა, საჯაროდ მადლობის მიღებაზე უარს იტყვით. საბოლოოდ, ჯილდოს თქვენი ბოსი გადმოგცემთ, როგორც ნიჭიერ და შემსრულებელ ადამიანს, ოღონდ დამსწრე საზოგადოების გარეშე.


თევზები
ამ დღეს თავს უჩვეულოდ იგრძნობთ. ურთიერთობა უცხოელებთან მოგიწევთ და ეს ფაქტი თქვენს მორალურ წონასწორობას გაანადგურებს. დიალოგი საუბრის დასაწყისშივე ვერ მიიღებს კონსტრუქციულ ფორმებს და განსაკუთრებით მენტალური სხვაობა გამოიკვეთება, თუმცა, ამ ყველაფრის ნორმალიზებას შეძლებთ და იმ რთულ საკითხს, რომელიც ამ კონტაქტის მთავარი ამოცანაა, წარმატებით გადაჭრით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?