10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს რომელიღაც მაღალჩინოსანთან მყარი და სტაბილური ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. ჯერ დახვეწილი კომპლიმენტით დაიწყებთ, შემდეგ მისი ოჯახით და საყვარელი ჰობით დელიკატურად დაინტერესდებით და ეს მკაცრი და თავშეკავებული ადამიანი თქვენს წინაშე ბოლომდე „გაიხსნება“. ნურავის გაუმხელთ, რასაც ის გეტყვით და თქვენი ურთიერთობა საოცრად ნაყოფიერად განვითარდება.


კურო
პარასკევი დღე თავისი ტემპით დაგღლით. „თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ“, რომ დაძაბული სამუშაო დღე თავის ლოგიკურ ფინალამდე მივა. საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში დასასვენებლად წახვალთ, თუმცა ერთობლივი დასვენების გეგმა რამდენჯერმე კარდინალურად შეიცვლება. ამის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში, უამრავი ადგილის მონახულება და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ, რაც პოზიტივთან ერთად, დაღლილობითაც აგავსებთ.


ტყუპები
ამ დღეს უპირატესობას ზუსტ ანალიზზე დაფუძნებულ საქმეებს მიანიჭებთ. თქვენი ინტელექტუალური პოტენციალი საკმაოდ მაღალია, რითიც მხოლოდ სამსახურში კი არა, სამსახურის შემდეგაც უნდა ისარგებლოთ. თუ ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ და მისი მოგვარების ერთადერთ, სწორ გზას აუცილებლად იპოვით. ერუდირებულ თანამოსაუბრესთან დისკუსიაში მხოლოდ თქვენი მაღალი ინტელექტი დაგეხმარებათ.


კირჩხიბი
ამ დღეს უამრავი პოზიტიური სიახლე გელით. თქვენი დამსახურებების გამო, ყველა მხრიდან საქებარ სიტყვებს მოისმენთ. მათ შორის, მათგანაც, ვინც ადრე საკმაოდ ცივად გექცეოდათ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სასიამოვნო სიტყვებს მხოლოდ გულწრფელი ადამიანები არ ამბობენ, ამიტომ ეცადეთ, გაარჩიოთ, ვის გაუხარდა თქვენი წარმატება და ვის ანგარება ამოძრავებს.


ლომი
ამ დღეს პირადი პროექტების შეჩერებას გადაწყვეტთ. თუ თქვენი ჩანაფიქრი ხელოვნების სფეროს უკავშირდება, სავარაუდოდ, შინაგანი დაღლილობისა და შემოქმედებითი კრიზისის გამო გაჩერდით. თუ თქვენი პროექტი წარმოების სფეროდანაა, პაუზა არასახარბიელო გარემოებებით იქნება გამოწვეული. შესაძლოა, საქმეში მონაწილეობაზე უარი თქვას ადამიანმა, რომელიც მთავარ დამხმარედ და ინვესტორად მიგაჩნდათ.


ქალწული
სიყვარულში იმედგაცრუება გელით. დარწმუნებული იყავით, რომ საყვარელი ადამიანისგან თქვენს სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებული თარიღის აღსანიშნავად, უზარმაზარ საჩუქარს  მიიღებდით, თუმცა მოკრძალებულ სუვენირს უნდა დასჯერდეთ. არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენს მეორე ნახევარს ეს თარიღი საერთოდ დაავიწყდეს და ბოდიშებით დაკმაყოფილდეს. აპატიებთ თუ არა, მხოლოდ თქვენი გაბრაზების დონეზეა დამოკიდებული.


სასწორი
ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ დაწყებული რთული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. დასახული მიზნის მისაღწევად სამსახურში გვიანობამდე შეყოვნდებით და შესაძლოა, რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილ ღონისძიებაზე წასვლაზე უარი თქვათ. ნამდვილად მიაღწევთ პროფესიონალურ წარმატებას, მაგრამ პირად ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი დაგიდგებათ. ადამიანი, რომელსაც საღამოს უნდა შეხვედროდით, თქვენზე განაწყენდება და ურთიერთობაზე უარს გეტყვით.


მორიელი
ნუ წამოეგებით აგრესიას, რომელსაც გარშემომყოფების მხრიდან იგრძნობთ, განსაკუთრებით გაითვალისწინეთ ეს რჩევა სამსახურში. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მთავარი საქმიანი კონკურენტი სწორედ იმაზე ოცნებობს, რომ პროფესიონალური რეპუტაცია გაგიფუჭდეთ. ამ მიზნით ის მუდმივად ეცდება, მახე დაგიგოთ და სიტყვებზე გამოგეკიდოთ.


მშვილდოსანი
ნუ აიღებთ მაგალითს თანამშრომლებისგან, რადგან სამუშაოს სიზარმაცით შეუდგებიან და მათთვის სამსახურებრივი საქმეები - მხოლოდ ფორმალობა იქნება. თუკი საკუთარ პროფესიას გულგრილად მიუდგებით, ნამდვილად არ დაგაწინაურებენ. ცხოვრების სხვა სფეროებში ცვლილებები არ შეინიშნება.


თხის რქა


ამ დღეს საუკეთესო მეგობართან ერთად გასართობ წვეულებას, გამოფენას ან კონცერტს დაესწრებით. ეს დღე ნამდვილად საოცარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ოდნავ მოგვიანებით კაფეში გასეირნებას გადაწყვეტთ, სადაც ძალიან უჩვეულო ადამიანს შეხვდებით. მისი შინაგანი სამყარო და ცხოვრებისადმი უნიკალური დამოკიდებულება დაგაინტერესებთ. ეს უცნაური ადამიანი თქვენი სულიერი მოძღვარი გახდება.


მერწყული
ამ დღეს რუტინულ საქმეებში თავით ჩაეფლობით. ნებისმიერი საქმიანობა, იქნება ეს საოჯახო თუ სამსახურებრივი, თქვენში შფოთვას გამოიწვევს. იმისთვის, რომ დასვენების დღეებს ამაღლებული განწყობით შეხვდეთ, იქნებ წინასწარ იპოვოთ პოზიტიური ემოციების წყარო. ამასთანავე, ნუ დაიჩემებთ, რომ თქვენს პოზიტივს თქვენს პარტნიორს გადადებთ - დიდი ალბათობით, ამგვარი დასვენება მისთვის უინტერესო აღმოჩნდება.


თევზები
რატომღაც არცთუ ისე ახლობელი ადამიანის პირადი ცხოვრება დაგაინტერესებთ. იყავით ყურადღებით და არ დაგავიწყდეთ, რა ელოდებათ ჭორიკნებს! თუკი ადამიანი, რომელსაც აქტიურად განსჯით, გაიგებს ამის შესახებ, ძალიან გაგინაწყენდებათ. უფრო მეტიც, გაგიჩნდებათ საშიში არაკეთილისმსურველი, რომელიც ფართო საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობს. გამოსავალი არსებობს: დაივიწყეთ ჭორები და დაკავდით საკუთარი თავითა და საკუთარი ცხოვრებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?