13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
საკუთარ ფინანსებთან მიმართებით ძალიან ფრთხილ და ეკონომიურ დამოკიდებულებას შეიმუშავებთ. გადაწყვეტთ, რომ გარდერობის განახლება საჩქარო არაა და ფასდაკლებამდე მოთმენა შეიძლება. თუ სხვა ნაკლებად აუცილებელ ხარჯებზეც უარს იტყვით, თქვენი საოჯახო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსება,თუმცა, სანამ ფულის დაზოგვის სტრატეგიას აამოქმედებდეთ, ოჯახის წევრთა აზრითაც დაინტერესდით. შესაძლოა, თქვენი გეგმა ვიღაცის ინტერესებში არ ჯდება.


კურო
ხვალ ძალიან ბევრი სამუშაო გექნებათ. მხოლოდ თქვენ მოგიწევთ არაკეთილსინდისიერი კოლეგის შეცდომით გამოწვეული კრიზისის დაძლევა. მას სამსახურიდან გაუშვებენ, თუმცა ეს თქვენს საქმეს სულაც არ შეამსუბუქებს. დაღლილობა მხოლოდ მაშინ დაგავიწყდებათ, როცა შეფი კაბინეტში დაგიბარებთ და გეტყვით, რომ დღევანდელი შრომისთვის დიდი პრემია და გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნა გელით.


ტყუპები
მთელ დღეს საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებზე ფიქრობთ. გრძნობთ, რომ პარტნიორი ძველებურად აღარ გხიბლავთ და შესაძლოა, გადაგიყვარდათ. საღამოს ეს ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს მოგიწყობთ, რაც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს თქვენს გრძნობას. თქვენ მიხვდებით, რომ ეს რომანი, შეწყვეტის ნაცვლად, ყველა შესაძლო მეთოდით უნდა გააცოცხლოთ.


კირჩხიბი
სამსახურში მეწყვილის მუშაობით უკმაყოფილო დარჩებით. ის ცინიკურად „აგკიდებთ“ საქმის ძირითად ნაწილს და თავად სადღაც გაქრება. საბედნიეროდ, გეყოფათ ძალა, რომ ორის ნაცვლად იმუშაოთ და საქმე წარმატებით დაასრულოთ, თუმცა გადაწყვეტთ, რომ მომავალში, შეფთან მის „ცუღლუტობებს“ აღარ დამალავთ. თუმცა, ეს მხოლოდ გაბრაზებულ გულზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რაც ასეთ დროს გჩვევიათ.


ლომი
ამ დღეს ლომებს ცინიკური ქცევა ახასიათებთ. თქვენ არ მოისურვებთ ბოლომდე მოუსმინოთ ხელქვეითს, რომელიც მნიშვნელოვანი დავალების ჩავარდნის მიზეზებს გიხსნით. მის მიმართ იმდენად მკაცრი და დაუნდობელი იქნებით, რომ სამსახურიდან გაშვებასაც კი დაუპირებთ. მხოლოდ ის შეგაჩერებთ, რომ ოდესღაც, მსგავსი „ჩავარდნა“ თავადაც მოგსვლიათ და სამსახურის დაკარგვისგან საკუთარი შეფის ჰუმანურობამ გადაგარჩინათ.


ქალწული
ხვალ ნაკლები უნდა იფიქროთ და მეტი იმოქმედოთ. სანამ თქვენ ფიქრობთ, როგორ მოხიბლოთ თქვენთვის საინტერესო არსება, მის გვერდით უფრო თამამი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც ბევრი ფიქრი არ უყვარს. თუ ნამდვილად გსურთ სერიოზული ურთიერთობის დაწყება, ნუ დაუტოვებთ ამ ადამიანს თქვენი რჩეულის მოპოვების შანსს. დღესვე და ახლავე გამოუტყდით მას სიყვარულში და ეს სმს-ით კი არა, პირადი შეხვედრის დროს გააკეთეთ.


სასწორი
ხვალ კიდევ ერთხელ დაუმტკიცებთ გარშემომყოფებს საკუთარ პროფესიონალიზმს. თქვენი განყოფილება თქვენით იამაყებს, როდესაც პროფესიონალური შეჯიბრის დროს თვალს გადევნებენ. თქვენი ბოსი მხოლოდ შექებას არ დასჯერდება და იმისთვის, რომ კომპანია ასახელეთ, პრემიას გამოგიწერთ. ეს შემთხვევა განსაკუთრებით გაგახარებთ, რადგან ხომ გახსოვთ იმ ნივთების სია, რომელთა შეძენა ამ დღეებში გადაწყვიტეთ?


მორიელი
საყოფაცხოვრებო ნივთს დააზიანებთ და ამ პრობლემის გადაჭრა ექსტრემალურად მოგიწევთ, თანაც, დილიდან, სამსახურში წასვლამდე. დიდი ალბათობით, ამ უსიამოვნების მოგვარებას მოახერხებთ - საჭირო ნივთს განვადებით შეიძენთ. სამსახურის შემდეგ დასვენებას გადაწყვეტთ და დაასრულებთ იმ ფილმის ყურებას, რომელიც არაერთხელ დაიწყეთ, მაგრამ მისი ფინალი ვერა და ვერ გაიგეთ.


მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, ბიზნესპარტნიორი იპოვოთ, რომელთანაც საერთო ენას გამონახავთ და ყველა შანსი გექნებათ იმისთვის, რომ ბიზნესი აამუშაოთ. მართალია, თქვენი პარტნიორი ნამდვილი ორატორი აღმოჩნდება და მას შემდეგაც არ გაჩერდება, როგორც კი ერთობლივი მუშაობის ყველა ნიუანსს განიხილავთ. ყველაზე მძიმე კი თქვენთვის ის არის, რომ მთელი საღამოს გატარება ამ ადამიანის გვერდით მოგიწევთ.


თხის რქა
ხვალ სამსახურის შესახებ მაცდურ წინადადებას შემოგთავაზებენ. თუკი ამჟამინდელი შემოსავალი არ გაკმაყოფილებთ, ეს ნიშნავს, რომ ამის გამოსწორების შანსი გაქვთ. თუკი სამსახურიდან გაშვება არ გემუქრებათ, შეგიძლიათ, პირდაპირ განუცხადოთ ხელმძღვანელობას, რომ სამსახურის შეცვლის მიზნით ამ კომპანიასთან ურთიერთობის გაწყვეტა გსურთ. თქვენი მხრიდან არაკორექტული იქნება, თუკი ახალი სამსახურის შესახებ წინადადებას რეაგირების გარეშე დატოვებთ.


მერწყული
ხვალ საკმაოდ ცინიკური იქნებით. სამსახურში ყოფნის დროს არ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი იშვიათი ცინიზმი პრაქტიკულად, უადგილო აღმოჩნდება. ნუ გამოიწვევთ კოლეგებს და მოერიდეთ დირექტორთან უადგილო ხუმრობებს. თუკი ვარსკვლავების ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, ბევრი საფრთხე  გელოდებათ. შესაძლოა, სამუშაო ადგილის დატოვება მოგიწიოთ.


თევზები
ხვალ ძალიან მშვიდი და სამართლიანი იქნებით. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს ფილოსოფიურად აღიქვამთ, თუმცა, თქვენი სამართლიანობა ყოველთვის შესაფერისი არ იქნება. როგორც კი შენიშნავთ, რომ თქვენთვის სიმპათიური ადამიანი ვიღაცას ეკეკლუცება, კი არ უნდა განსაჯოთ, არამედ იმოქმედოთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მესამემ არ ნახოს თქვენი გატაცება (რა თქმა უნდა, თუკი თქვენ მასთან ნამდვილად გეგმავთ სერიოზულ ურთიერთობას).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?