15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ნოემბრისთვის ბიზნესის, კარიერისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხვალ მძღოლი ვერძები სულ მწვანე შუქზე ივლიან. ვარსკვლავები გირჩევენ, სცადოთ ფსიქოლოგიური თამაში, სახელწოდებით „იპოვეთ რამე კარგი თითოეულ ადამიანში“. მოერიდეთ რჩევების გაცემას - საკუთარი მოსაზრებები თქვენთვის დაიტოვეთ.


კურო
სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და არამარტო - ხვალ სიცილი კუროებს მძიმე მოვლენების გადატანაში დაეხმარება. ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზულად მოეკიდოთ თხოვნებს, რომლითაც მოგმართავენ. ნუ იქნებით დაუნდობელი ადამიანებთან ურთიერთობაში, მცირედი შეცდომების პატიება აუცილებლად უნდა შეძლოთ.


ტყუპი
ამ დღეს ფორტუნა თქვენს მხარესაა და აშკარად გაგიღიმებთ, თუმცა, საკუთარი თავისთვის განწყობის შექმნას თავადაც შესანიშნავად შეძლებთ. შესაძლოა, თქვენი მუშაობით ბოსი უკმაყოფილო დარჩეს, თუმცა, თუკი მონდომებასა და შრომისმოყვარეობას გამოიჩენთ, უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ.


კირჩხიბი
ხვალ შესანიშნავი დღე გელოდებათ - ყველანაირი გაღიზიანებისა და უსიამოვნებების გარეშე. ყველა საქმეს წარმატებით შეასრულებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გამოეყოთ საზოგადოებას. თუკი გამოძინება ვერ მოახერხეთ, მხოლოდ უძილობას დააბრალეთ ის შეცდომები, რომლებიც შესაძლოა, ამ დღეს დაუშვათ.


ლომი
ნუ შეგაშინებთ ერთი რამის სასარგებლოდ მეორე რამეზე უარის თქმა, ამგვარი არჩევანი აშკარად გაგახარებთ და თქვენი საქციელი სანანებელი არ გექნებათ. სცადეთ, სამყაროსთვის სიკეთის კეთება და მიხვდებით, რამხელა სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენი ქმედება. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამოს, სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად კარაოკე ბარში გაერთოთ - ეს განტვირთვაში დაგეხმარებათ.


ქალწული
თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ, ამიტომ ნუ გადაუხვევთ დასახული გზიდან. ვარსკვლავები არ გირჩევენ ხვალისთვის ლატარიის ბილეთის შეძენას - ხვალ არ გაგიმართლებთ. ფულადი მაქინაციების შესასრულებლად ეს დღე შესაფერისი არ არის, განსაკუთრებით, თუკი ეს საქმე პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით ქურდობას უკავშირდება.


სასწორი
შესაძლოა, მსუბუქ ფლირტზე ვინმე წამოიკიდოთ და ეს პროცესი წარმოუდგენელ სიამოვნებასა და სიხარულს მოგანიჭებთ, მთავარია, პარტნიორთან თავიდანვე მართალი იყოთ. ახალი მეგობრები თქვენს ცხოვრებაში ახალ პრობლემებს შემოიტანენ. ასე რომ, გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე მათთან ურთიერთობისას. საპირისპირო სქესის მქონე ადამიანთან შესაძლოა, კამათი მოგიწიოთ.


მორიელი
სარკეში საკუთარი გამოსახულების დანახვა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ენერგიით დაგტვირთავთ. შესაძლოა, ეს დღე შესაფერისი არ იყოს რადიკალური ცვლილებებისთვის, თუმცა, ამგვარი სიახლე შეგიძლიათ, სხვა დროისთვის გადადოთ. მიაქციეთ ყურადღება ბედისწერის ნიშნებს, ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ბედისწერა ამ ნიშნებს ხვალ აუცილებლად გამოგიგზავნით.


მშვილდოსანი
კარგი იქნება, თუკი საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე გამოცდილ, ხანშიშესულ ადამიანს გაესაუბრებით, მან შესაძლოა, თქვენთვის საჭირო პასუხები გაგცეთ, რითიც, მდგომაროებას გაცილებით შეიმსუბუქებთ. ასე რომ, შეუდექით სასიამოვნო მსმენელის ძიებას. ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაკარგოთ თავი საპირისპირო სქესის მქონე ადამიანთან ურთიერთობისას.


თხის რქა
ხვალ ვარსკვლავები სახლში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მოგცემენ. ნუ მისცემთ სხვებს თქვენი მართვისა და თქვენით მანიპულირების უფლებას. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ხვალ შეგიძლიათ, სურვილების სია ჩამოწეროთ. საბოლოოდ, დღე შესანიშნავად ჩაივლის.


მერწყული
ხვალ საკმაოდ გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ და სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება სამომავლოდ თქვენი ურთიერთობა. თუკი ხვალინდელი გეგმები ჩაგეშლებათ, ნუ ჩავარდებით პანიკაში. შეგიძლიათ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, მაგალითად, ჩაეწერეთ უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე.


თევზები
შესაძლოა, ძველ და დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ, რომელსაც ძალიან გაუხარდება თქვენი დანახვა და თუკი სადმე დაგპატიჟებთ, უარი არ უთხრათ. საღამოს ქუჩაში სეირნობას ვარსკვლავები არ გირჩევენ. თუკი ვინმე გაწყენინებთ, ნუ გადაუხდით სამაგიეროს - ეს თქვენთვისვე იქნება უკეთესი.

საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?