16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დღის პირველ ნახევარში უჩვეულოდ ჩაფიქრებული და სევდიანი ხართ. მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი ორიენტირი და სწორი გზით მოძრაობთ თუ არა. თუმცა, საღამომდე ფიქრი და დარდი უკვალოდ გაქრება და ისევ ის გახდებით, ვინც სინამდვილეში ხართ. რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ საქციელზე ნაკლებად იდარდებთ და მეუღლის თვალწინ გააბამთ ფლირტს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან.


კურო
ეცადეთ, ოჯახური კონფლიქტის ყველა კერა ოპერატიულად  ჩააქროთ. ძალიან დიდი რისკია, რომ უმნიშვნელო წვრილმანის გამო დაწყებული კინკლაობა სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს და თქვენი ქორწინებისთვის საფრთხედ იქცეს. თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის ძვირფასია, გირჩევთ, კომპრომისზე წახვიდეთ და მეუღლეს დაუთმოთ. მნიშვნელობა არ აქვს, დააფასებს თუ არა თქვენს თავგანწირვას. მთავარია, ფეთქებადსაშიში სიტუაცია გაანეიტრალოთ და ხუთშაბათი მშვიდობიანად დაასრულოთ.


ტყუპები
ამ დღეს შეფთან დაპირისპირება გელით. მოგბეზრდათ იმის ყურება, როგორ დაუმსახურებლად მფარველობს და ახალისებს ვიღაც ავტორიტეტული პერსონის კადრს და პირდაპირ ეტყვით, რომ არაობიექტურად იქცევა. შეფის კრიტიკას დიდი კონფლიქტი მოჰყვება, რომელშიც თქვენი კოლეგებიც ჩაერთვებიან. ისინი თქვენს სამართლიან პროტესტს შეუერთდებიან და ერთად შეძლებთ შეფის დარწმუნებას, რომ ცდება.


კირჩხიბი
ხვალ რომელიღაც მნიშვნელოვანი მოწყობილობის გაუმართაობა პრობლემად გექცევათ. ის დღის პირველ ნახევარში გაფუჭდება, როცა სამსახურში იქნებით. მოწყობილობას, რომლის გარეშე თქვენი მოვალეობების შესრულება არ შეგიძლიათ, სწრაფად შეაკეთებენ, თუმცა მცირე ტაიმ-აუტის აღებას მაინც მოასწრებთ - ინტერნეტში რამდენიმე საინტერესო სტატიას წაიკითხავთ ან გახდომის ინოვაციურ მეთოდებს გაეცნობით, რომლებსაც მაშინვე კოლეგებს გაუზიარებთ.


ლომი
ამ დღეს ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმიდან წამოსულ სიგნალებს. რაღაც მომენტში ის განიშნებთ, რომ ძალიან დაიღალა და უზარმაზარ დატვირთვას ვერ უმკლავდება. გმირობის გამოჩენა საჭირო არაა. შრომატევადი საქმეები სამომავლოდ გადადეთ და ნაკლებად დამღლელი საქმით დაკავდით. კარგი იქნება, თუ სამსახურის შემდეგ სრულფასოვან რელაქსს ჩაიტარებთ (წიგნს წაიკითხავთ ან მედიტაციით დაკავდებით) განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ჰაერზე სეირნობა ან წყლის პროცედურები.


ქალწული
ხვალ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამჟამად მას, როგორც რუტინას კი არა, როგორც სტაბილურობას, ისე აღიქვამთ, რომელიც ხანგრძლივად გაკლდათ.


სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად თავშეკავებული იყოთ და არ აჰყვეთ ცდუნებას. სამუშაო განრიგი და სასიყვარულო ურთიერთობები კიდევ უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად გართობა განტვირთვაში დაგეხმარებათ.


მორიელი
მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ბუნებრივი მომხიბვლელობა. მისი დახმარებით კარიერულ საკითხს წარმატებით გადაჭრით. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თქვენს მომხიბვლელობას გულგრილად ვერ ჩაუვლის ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ. ხვალინდელ  საღამოს მხოლოდ თქვენ ორნი გაატარებთ, ნოემბრის სიცივეში ქუჩაში ისეირნებთ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებთ.


მშვილდოსანი
ხვალინდელ დღეს კომფორტულად ვერ გაატარებთ. დღის განმავლობაში ინსტრუმენტებთან მოგიწევთ მუშაობა, რომლებიც საშინლად დაგღლით. როგორც კი სახლში დაბრუნებული დასვენებას გადაწყვეტთ, კარზე ზარის ხმას გაიგებთ - დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავი გესტუმრებათ. სახლის კარს ვერ მიუხურავთ და მოგიწევთ ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს მისი ნახავა ძალიან გაგიხარდათ. როგორც კი ეს ვიზიტი დასრულდება, შვებით ამოისუნთქავთ.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, გარშემომყოფების ნერვებს გაუფრთხილდეთ. დილას მარცხენა ფეხზე ადგებით და სწორედ ამ დროიდან გაგიფუჭდებათ განწყობა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ თქვენი ნეგატივი დროგამოშვებით გარშემომყოფებზეც გადავა. იქნებ გამონახოთ საშუალება დასამშვიდებლად ან ადამიანებთან კონტაქტს მაქსიმალურად მოერიდოთ.


მერწყული
შესაძლოა, დახმარებისთვის ნათესავს მიმართოთ. თხოვნა მარტივი გექნებათ - ყურადღება მიაქციოს თქვენი ოჯახის უმცროს წევრს, სანამ საყიდლებზე წახვალთ. ნათესავი დახმარებაზე უარს არ გეტყვით, თუმცა, თქვენი დავალების შესრულება ნამდვილად დაეზარება. ხვალინდელ დღეს გადააგორებთ და მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომავალში არასდროს მიმართოთ ამ ადამიანს მსგავსი თხოვნით.


თევზები
ხვალ ბევრი რომანტიკა გელოდებათ და ამ სიამოვნებას სამსახურში ყოფნის დროსაც იგრძნობთ. საპირისპირო სქესის მქონე ადამიანი ყველანაირად ეცდება თქვენთან დაახლოებას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენში ინტერესი გამოიწვიოს. მათ შორის, თქვენი ახალი პროექტების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებს. ამგვარი ქმედებისთვის მადლობის გადასახდელად საღამოს მასთან ერთად კინოში წასვლას დასთანხმდებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?