18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეცადეთ, ნაკლები იტრაბახოთ. როცა მთელი ოჯახით მეგობრებს ესტუმრებით, კარის ზღურბლიდან ნუ დაიწყებთ მოყოლას, რომ ძვირფასი ნივთი შეიძინეთ ან თქვენი შვილი ყველაზე ნიჭიერია. გამოიჩინეთ თავაზიანობა და კომპლიმენტებით აავსეთ ოჯახის დიასახლისი და მისი ნათესავები. საკუთარ მიღწევებზე შეგიძლიათ, მოგვიანებით ისაუბროთ, როცა ამისთვის შესაფერისი მომენტი დადგება.


კურო
ხვალ ახალ რომანს გააბამთ. თქვენ და იმ ადამიანს, ვისთანაც სასიყვარულო ურთიერთობას გეგმავთ, აქამდე მხოლოდ ინტერნეტმიმოწერა გაკავშირებდათ და ერთმანეთის შესახებ თითქმის არაფერი იცით. ამის მიუხედავად, რეალურ სამყაროში შეხვედრისას, მცირეოდენ იმედგაცრუებასაც კი არ იგრძნობთ. ის იმაზე ლამაზია, ვიდრე ავატარზე დადებული ფოტოდან ჩანს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან სულიერი სიახლოვე გაკავშირებთ.


ტყუპები
ხვალ სასიყვარულო ურთიერთობასაც კი ლოგიკურობის თვალსაზრისით შეაფასებთ. თაყვანისმცემელს მხოლოდ იმიტომ დაემშვიდობებით, რომ წარსულში მისი წარუმატებელი რომანის შესახებ შეიტყობთ და დაასკვნით, რომ შესაძლოა, თქვენთან ურთიერთობაშიც იგივე სცენარი გაიმეოროს. იმის შიშით, რომ სულიერი ტკივილი არ მოგაყენონ, თქვენ დაასრულებთ რომანს, რომელსაც, დიდი ალბათობით, ბედნიერი გაგრძელება უნდა ჰქონოდა.


კირჩხიბი
ხვალ ბევრს იფიქრებთ ახალი მეზობლების შეფარულ მიზნებზე. ეს ადამიანები სტუმრად გეწვევიან და განაცხადებენ, რომ თქვენთან მეგობრობა სურთ, რაც ძალიან გაგაკვირვებთ. თავაზიანობის გამო, მათთან ნახევარი საათი ისაუბრებთ, თან იოცნებებთ, რომ დაუპატიჟებელმა სტუმრებმა მალე დაგტოვონ. თქვენს ოცნებას ასრულება არ უწერია. ისინი გაცნობის აღსანიშნავი წვეულების მოწყობას შემოგთავაზებენ, რასაც მთელი ძალით შეეწინააღმდეგებით.


ლომი
შაბათს აქტიურად გაატარებთ. საოჯახო საქმეების შემდეგ, შვილებთან ერთად, ეზოში გაისეირნებთ. როგორც ყოველთვის, თქვენი და მეზობლის ბავშვები ბევრს იხმაურებენ და ბოლოს იჩხუბებენ კიდეც. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ბავშვური კინკლაობაა, თუმცა მშობლები მომხდარს ძალიან გააზვიადებენ. გამორიცხული არაა, რომ კიდევ დიდხანს არკვიოთ ურთიერთობა, რაც ბავშვებისთვის საუკეთესო მაგალითი ნამდვილად არ არის.  


ქალწული
გირჩევთ, ორგანიზმი მეტისმეტად არ გადატვირთოთ. სახლის დალაგება, რემონტი და მაღაზიებში სირბილი საჩქარო არაა. ახლა მთავარია, კარგად დაისვენოთ და მთელი კვირის მანძილზე დაგროვილი დაღლილობისგან გათავისუფლდეთ. ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ, შემდეგ სილამაზის სალონში ან მასაჟისტთან შეირბინოთ და საღამოს, ტელევიზორის წინ მოკალათდეთ.


სასწორი
გადაწყვეტთ, სახლის ინტერიერი შეცვალოთ და იდეის განხორციელებაში დახმარებას ნათესავს სთხოვთ. როგორც კი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მაღაზიებში შეხვალთ, მიხვდებით, რომ ინტერიერის შესაცვლელად საკმარისი თანხა არ გაქვთ, თუმცა, ჩანაფიქრის შესრულებაზე უარს მაინც არ იტყვით. ახალი იდეების განხორციელებაში ოჯახის წევრებიც დაგეხმარებიან და ყველანაირად შეგიწყობენ ხელს. ახალ გარემოში ყოფნა თქვენს ოჯახურ ყოფას კიდევ უფრო იდილიურს გახდის.


მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინება. აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში და აკონტროლეთ ემოციური წონასწორობა. თუკი აგრესიას პროვოკაციით უპასუხებთ, ეს ცუდად დასრულდება. თუკი დასვენების დღეებში კონფლიქტის თავიდან აცილება გსურთ, დააიგნორეთ ყველაფერი ნეგატიური და დატკბით ნანატრი დასვენებით.


მშვილდოსანი
ახლობელი ადამიანის საქციელი ნამდვილად გაგაკვირვებთ, როდესაც ის გრანდიოზულ საჩუქარს მოგართმევთ. სიხარულისგან აგეტირებათ. განსაკუთრებით შეგაშფოთებთ ის ფაქტი, რომ ამ ძვირად ღირებული საჩუქრის შესაძენად თქვენმა ახლობელმა მთელი თავისი ფული დახარჯა. საჩუქრის ავტორი კი თქვენი რეაქციიდან გამომდინარე გააცნობიერებს, რომ მიზანს მიაღწია და თქვენი სიხარული მისთვის ფულზე უფრო მნიშვნელოვანია.


თხის რქა
ხვალ დიდი ხნის პრობლემას მოაგვარებთ, რომელიც ფინანსურ დეფიციტს უკავშირდება. გამოცდილი ადამიანის რჩევას გაითვალისწინებთ და დამოუკიდებელ ბიზნესს დაიწყებთ. მართალია, ბიზნესსაქმიანობის სამომავლოდ განსავითარებლად საკმაოდ დიდი ფული დაგჭირდებათ, მაგრამ ამ თანხას ნათესავი გასესხებთ, თუმცა თანხის დაბრუნებას პროცენტებში მოგთხოვთ. თქვენ კი სხვა გზა არ გექნებათ და მოცემულ პირობებს დასთანხმდებით.


მერწყული
ხვალინდელ დღეს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ. ყველა თქვენგანს თავისი საქმე ექნება და მხოლოდ ვახშამზე შეძლებთ ერთად შეკრებას. ეს საღამო სიცილითა და მხიარულებით იქნება დატვირთული. არ გამოირიცხება, რომ საღამოს ნათესავები და მეგობრებიც მოიწვიოთ, რომ ნამდვილი დღესასწაული მოაწყოთ. ეს საღამო ძალიან კარგად ჩაივლის, თუმცა, ხმაურით შეწუხებული მეზობლები უკმაყოფილოები დარჩებიან.


თევზები
შაბათს ვირტუალურ სივრცეში გაატარებთ. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საინტერესო მოსაუბრეს იპოვით, რომელთანაც განშორება წუთითაც არ მოგინდებათ. საღამოს გაიხსენებთ, რომ საქმეები გაქვთ, რომლებიც აუცილებლად დასვენების დღეებში უნდა დაასრულოთ. თქვენი საუბარი ვირტუალურ მეგობართან შეწყდება, მაგრამ შეეცდებით, ძალიან მალე დაასრულოთ საქმეები, რათა მასთან საუბარს კვლავ დაუბრუნდეთ. არ გამოირიცხება, რომ ვირტუალური ურთიერთობა სულ მალე სასიყვარულოში გადაიზარდოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?