19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მთელი დღე ემოციებს იქნებით აყოლილი. საბედნიეროდ, გარშემომყოფი ადამიანების განაწყენებას ვერ მოასწრებთ. პირიქით, თქვენი ემოციურობა და იმპულსურობა ზოგიერთ საქმეში პოზიტიურ შედეგსაც მოგიტანთ. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხაზგასმული ქედმაღლობით გექცეოდათ, თქვენი მონოლოგიდან შეიტყობს, რომ ამგვარ დამოკიდებულებას აღარ შეეგუებით.


კურო
ხვალ უამრავ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ და ოდნავადაც არ დაიღლებით. თქვენი ენერგია მხოლოდ სახლის საქმეების მოგვარებას კი არა, ახლობლებისთვის გასართობი ღონისძიების ორგანიზებასაც ეყოფა. იყავით ორიგინალური და შესთავაზეთ ახლობლებს დასვენების უჩვეულო ფორმა და ეს დღე კიდევ დიდი ხნის მანძილზე გემახსოვრებათ.


ტყუპები
იოლად გამდიდრების სურვილი გაგიჩნდებათ და როგორც კი ასეთ შესაძლებლობას ნახავთ, სწრაფად მოქმედებას დაიწყებთ. თანაც ისე, რომ ამ სარისკო ავანტიურის მინუსებს არ გაითვალისწინებთ. თუ არ გსურთ, რომ საკუთარი დანაზოგის უდიდეს ნაწილი დაკარგოთ, წინასწარ ყველაფერი კარგად უნდა გათვალოთ.


კირჩხიბი
ხვალ რომელიღაც დაუსრულებელ საქმეს დიდ დროს დაუთმობთ. რთულ პროექტს სამსახურიდან სახლში წაიღებთ და „ჩაუჯდებით. ამგვარად, დასვენებას მხოლოდ დღის მეორე ნახევარში მოახერხებთ. უყურებთ ფილმს, რომლის ნახვაც დიდი ხანია გინდათ, ცოტას გაისეირნებთ და მეორე ნახევარს რომანტიკულ „ესემესს“ მისწერთ, თუმცა, ყველაზე მეტს იმაზე იფიქრებთ, როდის დაბრუნდება თქვენი მეწყვილე ხანგრძლივი შვებულებიდან.


ლომი
ხვალ საზეიმო წვეულებაზე მეტისმეტად ორიგინალური გარეგნობით გამოცხადდებით, რასაც საზოგადოების უმეტესობა სკეპტიკურად შეხვდება. ზოგი ზედმეტი ეპატაჟურობის გამო გაგკიცხავთ, ზოგი კი მოდის კანონმდებლად გაღიარებთ. ასეა თუ ისე, მიზანს მიაღწევთ და ამ ღონისძიებაზე ყველაზე მეტს თქვენზე ილაპარაკებენ.


ქალწული
ბოლოს და ბოლოს, მოაგვარებთ ფინანსურ სფეროში არსებულ ძველ პრობლემას. გამონახავთ საშუალებას, რომ მევალეს ფული დაუბრუნოთ და ამიერიდან, ამ ადამიანის სატელეფონო ზარები აღარ შეგაწუხებთ. როგორც კი ამ უსიამოვნებისგან გათავისუფლდებით, დაასკვნით, რომ ამიერიდან პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად, ყოველგვარი ვალის გარეშე უნდა მოახერხოთ.


სასწორი
ხვალ დასვენებას გადაწყვეტთ, მთელ თავისუფალ დროს ვირტუალურ სამყაროს დაუთმობთ, რასაც თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები მტკიცედ შეეწინააღმდეგებიან და სასწრაფოდ მოგთხოვენ რეალობაში დაბრუნებას. როგორც კი ინტერნეტსამყაროს მოწყდებით, მიხვდებით, რომ ნამდვილი ურთიერთობები გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ვირტუალური.


მორიელი
ხვალ არაფორმალური კოლექტივის ნაწილი გახდებით. დიდი ალბათობით, მეზობელთან ერთად რთული საკითხის გადაჭრას გადაწყვეტთ, რომელიც საბინაო და კომუნალურ პრობლემებს უკავშირდება. სხვათა შორის, ამ ჯგუფის ლიდერი აღმოჩნდებით და ამ პრობლემის გამო დასვენებას ვერ მოახერხებთ.


მშვილდოსანი
კვირა დღის ბუნებაში გატარების სურვილი გაგიჩნდებათ. თუკი გაციების არ გეშინიათ, თამამად აქციეთ თქვენი სურვილი რეალობად, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ნოემბერში ცვალებადი ამინდებია და ისეთი ტანისამოსი უნდა შეარჩიოთ, რომელშიც არც დაგცხებათ და არც შეგცივდებათ. საერთო ჯამში, ხვალ კარგი დღე გელოდებათ. ბუნებაში დასვენება გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და გადაუწყვეტელ პრობლემებს დროებით მაინც დაგავიწყებთ.


თხის რქა
ვარსკვლავები არ გირჩევენ ხვალ საკუთარი თხოვნის ხმამაღლა გაჟღერებას. თუკი მათზე დელიკატურად და მსუბუქად ისაუბრებთ, უკეთეს ეფექტს მიიღებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი ადამიანი მზად არის, უსასრულოდ მოისმინოს, როგორ აქებენ. ასე რომ, დაიწყეთ თქვენი მონოლოგი კომპლიმენტებით. ყველა შანსი გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი პრობლემები გადაწყდეს.


მერწყული
ამ დღის გატარებას მეორე ნახევართან ერთად ისურვებთ. ბავშვებს საიმედო ხელში დატოვებთ და საყვარელი ადამიანის გვერდით დაუვიწყარ დროს გაატარებთ. რომანტიკული ვახშმის დროს იმ კონფლიქტსაც გაიხსენებთ, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოგექმნათ და გადაწყვეტთ, უსიამოვნო სიტუაციები მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან.


თევზები
დასახულ მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით. თუკი ძალიან გსურთ, შვილები გყავდეთ, თქვენი პარტნიორი თქვენს არგუმენტებს დაეთანხმება და გადაწყვეტს, რომ შთამომავლობაზე ნამდვილად უნდა იფიქროთ. თუკი მარტოხელა ხართ და თქვენი მთავარი მიზანია სერიოზული ურთიერთობები, ხვალ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. ეს მოხდება სოციალურ ქსელში და თან მას შემდეგ, როგორც კი პროფილის ფოტოს შეცვლით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?