22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
კარგი იქნება, თუ ნათესავების მიმართ აღებულ მოვალეობებს მეტი სერიოზულობით მოეკიდებით. ნუ იწუწუნებთ, თუ მათი პრობლემების გამო, საღამოს დაგეგმილ ღონისძიებაზე ვერ წახვალთ. ოჯახის წევრები ერთმანეთის პრობლემებს გაგებით უნდა მოეკიდონ და აქ ეგოიზმის გამოვლენა დაუშვებელია. აუხსენით მეგობრებს, რომ საღამოს წვეულებაზე მისვლას ვერ შეძლებთ და ძვირფასი ადამიანის პრობლემების მოგვარებას შეუდექით.


კურო
ხვალ ახალ კოლეგას გაიცნობთ. ეს საპირისპირო სქესის სიმპათიური წარმომადგენელი იქნება, რომელსაც სწრაფად დაუახლოვდებით. თუ დაოჯახებული ხართ, ეცადეთ, ახალ თანამშრომელთან ურთიერთობა გონიერების ფარგლებს არ გასცდეს. თუ მარტოხელა ხართ და ხელს არაფერი გიშლით, ეცადეთ, კოლეგებს დაასწროთ და ახალ თანამშრომელთან რომანი გააბათ. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში მარტო არ ხართ და ახალმა თანამშრომელმა შეიძლება თქვენ შემდეგ, ყურადღება რომელიმე თქვენს კოლეგაზე გადაიტანოს.


ტყუპები
ხვალ საკუთარი წონისა და გარეგნობის მიმართ მეტისმეტად მკაცრი და კრიტიკული იქნებით. ამ მიზეზით უარს იტყვით საყვარელ დესერტსა და კალორიულ საკვებზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება იქამდე მივა, რომ საღამოს თქვენთვის სიმპათიურ ადამიანთან სეირნობის დროს, სასიამოვნო საუბარს შეწყვეტთ, სახლში წახვალთ და სევდიან ფიქრებს მიეცემით.


კირჩხიბი                       
ხვალ გაცხოველებული ოჯახური თათბირი გელით. მას ოჯახის რომელიღაც წევრი უძრავი ქონების ყიდვის ან გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით მოიწვევს. რამდენიმესაათიანი მსჯელობა უშედეგოდ დასრულდება, რადგან პოტენციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციები გაქვთ და კონსენსუსამდე ვერ მიხვალთ.


ლომი
ქაოსური დღე გელით. სამსახურში მისვლისთანავე, გაცნობებენ, რომ მივლინებაში უნდა წახვიდეთ, თუმცა გამგზავრებამდე რამდენიმე საათს ამ პროექტში მონაწილე მეორე ადამიანის ლოდინში გაატარებთ. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი გზაში (უფრო სწორად, საგზაო საცობებში) იქნებით და თავადაც გაგიკვირდებათ, რომ ყველაფრის მიუხედავად, შეფის დავალებას შეასრულებთ.


ქალწული
ეცადეთ, კვების დროს ზომიერება დაიცვათ. მით უფრო, თუ ახლახან დიეტა დაიწყეთ. ეცადეთ, სამზარეულოს გარდა, ინტერესის სხვა სფერო მონახოთ. კარგი იქნება, თუ საღამოს მეორე ნახევართან ერთად, კულტურულ ღონისძიებას ეწვევით (მაგალითად, რომელიმე მუზეუმში ან სახელოვანი მხატვრის გამოფენაზე წახვალთ).  


სასწორი
ხვალ ძალიან ფეთქებადი იქნებით და ადვილად გაღიზიანდებით. ერთ-ერთ კოლეგაზე მხოლოდ იმიტომ გაბრაზდებით, რომ ის მომხიბვლელად გამოიყურება ან თქვენს პროფესიონალიზმს საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასებს. მის სიტყვებს ხმამაღალი სკანდალი მოჰყვება, რომელიც კოლექტივში დიდ ინტერესს გამოიწვევს. გარშემომყოფებს აშკარად გაუკვირდებათ თქვენი უსაფუძვლო თავდასხმა თანამშრომელზე.


მორიელი
სამართლებრივ საშუალებებთან ყველა კონფლიქტის მოგვარება მოგიწევთ. თუკი ეცდებით, თქვენზე განაწყენებული ადამიანი დასაჯოთ, ეს ცუდად დასრულდება. არ გამოირიცხება, რომ საქმე სამართალდამცავ ორგანოებამდე მივიდეს. თუკი მსგავსი რამ კატეგორიულად არ გაწყობთ, ისწავლეთ დროულად გაჩერება. გაიხსენეთ ბიბლიური მცნება და აპატიეთ ადამიანს, რომელიც დაამცირეთ.


მშვილდოსანი
ხვალ საჯარო ღონისძიებას დაესწრებით. იმისთვის, რომ თქვენთვის უცნობი აუდიტორიის წინაშე ბრწყინვალედ წარდგეთ, წინასწარ განაწყვეთ საკუთარი თავი წარმატებისკენ  და წუთითაც არ შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ თავში. მოიქეცით მაქსიმალურად ბუნებრივად. ყველანაირი შანსი გაქვთ, თქვენმა ქარიზმამ ხმაურიანი წარმატება მოგიტანოთ და გენიად გაღიარონ.


თხის რქა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შესაძლოა, მოიწყინოთ. სცადეთ, გაიგოთ, რომ ეს მხოლოდ წუთიერი დეპრესიაა, რომელიც შემოდგომის ერთფეროვნებამ გამოიწვია ან ნამდვილად გადაიღალეთ იმ საქმეების კეთებით, რომლებიც დიდად არ გსიამოვნებთ. თუკი ბოლო შეკითხვას თავდაჯერებით უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ დროა, ახალი სამსახური ეძებოთ. ნუ შეგაშინებთ ამპლუის შეცვლა, რადგან ამგვარი ცვლილებების შემდეგ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.


მერწყული
ეს დღე დიდ აღფრთოვანებას მოგანიჭებთ. თქვენს სამსახურში გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც სამსახურის საქმეებს გაიზიარებთ და შრომა გაცილებით გაგიადვილდებათ. ახალ თანამშრომელს მალევე დაუმეგობრდებით და თანამშრომლები თქვენს ტანდემს შორიდან ადევნებენ თვალს. ყველა დამღლელ პროექტს წარმატებით გაუმკლავდებით და შესანიშნავ ფინალს ერთად იზეიმებთ.


თევზები
ახალი ნაცნობების შერჩევის დროს ძალიან ფრთხილი იქნებით. სოციალურ ქსელში დიდ დროს გაატარებთ და ყველა შემოთავაზებულ მეგობრობას საგულდაგულოდ გაეცნობით. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ზედმეტი სიფრთხილე ამ საკითხში კარგს არაფერს მოგიტანთ. სამსახურებრივ მოვალეობებს ამ დღეს პასუხისმგებლობით მოეკიდებით. ოფისიდან გამოსული გადაწყვეტთ, დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ. ფინჯან ყავასთან საუბრის დროს უამრავ საერთო მოგონებასა და ისტორიას გაიხსენებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?