30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ახლობელ ადამიანს დეპრესიისგან იხსნით. უბრალოდ, ვერ შეძლებთ, მშვიდად უყუროთ, როგორ იძირება ოდესღაც ოპტიმისტი და სიცოცხლისმოყვარე ადამიანი პესიმიზმის ჭაობში. ცდილობთ დაარწმუნოთ, რომ წარუმატებელი ადამიანი არ არის და ამის უამრავ მაგალითს დაუსახელებთ. საბოლოოდ, მიზანს მიაღწევთ და თქვენთვის ძვირფას ადამიანს გაახალისებთ.


კურო
ხვალ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით - ადამიანი, რომელიც მეგობრად მიგაჩნდათ, სიყვარულში გამოგიტყდებათ. უსიამოვნოდ გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ თქვენ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი ხართ. სწორედ ეს ფრაზა - „მთავარი მიზანი“ განსაკუთრებით შეგაშფოთებთ. თქვენ სიყვარულს სრულიად სხვა კონტექსტში განიხილავთ, ამიტომ, სავარაუდოდ, ეს რომანი არასოდეს შედგება.


ტყუპები
ხვალ საკუთარი მეორე ნახევრის საქციელს ძალიან კრიტიკულად შეხედავთ. ის ფაქტი, რომ მან ოჯახის მთელი ბიუჯეტი რაღაც სისულელეში (ტანსაცმელში ან საკუთარი ჰობის დეტალში) დახარჯა, გაცოფებამდე მიგიყვანთ. ყვირილს მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტთ, როცა გაიგებთ, რომ ნივთის შესაძენად მან საკუთარი პროფესიული წარმატებებისთვის მიღებული პრემიის ფული დახარჯა.


კირჩხიბი
ამ დღეს საინტერესო ნაცნობობა გელით. ადამიანი, რომელსაც კაფეში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეხვდებით, მთლიანად შეესაბამება თქვენს იდეალს და რაც ყველაზე კარგია, მასაც ძალიან მოეწონებით. ერთმანეთს ძალიან სწრაფად დაუახლოვდებით და უკვე საღამოს მეგობრებსა და ნათესავებს გამოუცხადებთ, რომ ამ ადამიანის მიმართ სერიოზული გრძნობები და გეგმები გაქვთ.


ლომი
ხვალ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას არ უნდა იჩქაროთ. მთელი შრომითი პოტენციალიც რომ გამოიყენოთ, აქედან სარგებელს ვერ მიიღებთ. საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანი, ვისთვისაც საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცება გსურთ, სამსახურში არ იმყოფება. შესაბამისად, თქვენი წარმატების შეფასებას მხოლოდ რამდენიმე კოლეგა შეძლებს, რომლებსაც ეს ამბავი სრულიად არ ანაღვლებს.


ქალწული
ადამიანისგან, რომელსაც რთული საკითხის მოგვარებაში დაეხმარეთ, უცნაურ საჩუქარს მიიღებთ. საჩუქრის ნახვისას გაოცებას ვერ დამალავთ, რადგან ის საკმაოდ არაესთეტიკურად მოგეჩვენებათ. როგორც კი უცნაური საჩუქრის ავტორი თვალს მოეფარება, ამ ნივთისგან განთავისუფლდებით ან მხოლოდ იმისთვის შეინახავთ, რომ მეგობრებს აჩვენოთ და მათთან ერთად იცინოთ.


სასწორი
სამსახურში ოფისგარეთ სამუშაოს დაგავალებენ, რომელიც საინტერესოდ მოგეჩვენებათ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე უსიამოვნო მომენტს. სასტიკად გაგაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც მეწყვილედ დაგინიშნეს, მუდმივად საკუთარ ტელეფონშია ჩამძვრალი, რაღაცას წერს, რაღაცაზე იცინის და სამუშაო ავიწყდება. საბოლოოდ, პრაქტიკულად მარტო გაუმკლავდებით ერთობლივ პროექტს და კოლეგას ტელეფონით ტკბობის საშუალებას მისცემთ.


მორიელი
უფროს ნათესავთან საუბარი არ დაგაკმაყოფილებთ. სთხოვთ, დააფინანსოს თქვენი ახალი პროექტი, მაგრამ ის უკვე არაერთხელ დაგეხმარათ და ამჯერად უარით გაგისტუმრებთ. ნათესავის საქციელი საკმაოდ გაგანაწყენებთ, თუმცა, მასთან წყენას არ შეიმჩნევთ. არც მის იუბილეს დაესწრებით, რომელიც დასვენების დღეებშია დაგეგმილი.


მშვილდოსანი
ხვალ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეგახსენებთ თავს. თქვენი ორგანიზმი ზამთართან დაკავშირებულ სიცივეს ვერ გაუმკლავდება და ანთებითი პროცესის ნიშნებს შენიშნავთ. რაც უფრო მალე გადადებთ ყველა საქმეს და წოლით რეჟიმს მიმართავთ, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, სწრაფად გამოჯანმრთელდეთ. ავადმყოფობა თქვენთვის შესაძლოა, პროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს, თუკი გადმოიწერთ ფილმს, რომლის ნახვას დიდი ხანია გეგმავთ და დრო არ გქონდათ.


თხის რქა
მეგობარი საკმაოდ სოლიდური თანხის სესხებას გთხოვთ და თქვენც გადაწყვეტთ, დაეხმაროთ მას პრობლემის მოგვარებაში. მისთვის უარის თქმას ვერ შეძლებთ და მთელ დანაზოგს, რომელსაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთის შესაძენად აგროვებდით, მას გადასცემთ. მეგობარი გათავისუფლდება რთული პრობლემებისგან, რისთვისაც გულწრფელად გადაგიხდით მადლობას. თუმცა, ამის შემდეგ მნიშვნელოვანი პრობლემები  თქვენ შეგექმნებათ, როდესაც მეორე ნახევარს აუხსნით, რაში დახარჯეთ მოგროვილი ფული.


მერწყული
ხვალ უსასრულო ინფორმაციულ ნაკადთან მოგიწევთ მუშაობა. საღამოს, სასტიკად დაღლილი, პასიურ დასვენებას მოინდომებთ და ტელევიზორთან მოკალათდებით. სამწუხაროდ, თქვენი ოცნება ვერ ახდება, რადგან მთელი საღამოს განმავლობაში ოჯახის წევრების მხიარული ისტორიების მოსმენა მოგიწევთ. საუბარს ვერ გააწყვეტინებთ, რადგან თითოეული ოჯახის წევრი საკუთარი მიღწევების შესახებ მოგიყვებათ.


თევზები
რომელიღაც ძველ ნივთს ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ. ამგვარად მიიღებთ ორიგინალურ ნივთს, რომელიც გარშემომყოფებს აღაფრთოვანებს. მათი უმეტესობა გთხოვთ, გაუმხილოთ მათ საიდუმლო ან მათ თვალწინ გააკეთოთ მსგავსი რამ. ამგვარად გაგიჩნდებათ იდეა, კრეატიულ შემოქმედებას უფრო მეტი დრო დაუთმოთ და თან გაასაჯაროოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?