26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მატერიალური მდგომარეობა მყარი და საიმედოა - ყველაფერი, რაც წარსულში გაკეთეთ ან ამჟამად აკეთებთ, ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მომავალს მშვიდად შეხვდეთ. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის, საოჯახო ნივთებისა და საჩუქრების შეძენისთვის.


კურო
მშვენიერ განწყობაზე ხართ და თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ. გირჩევთ, ამ სასიამოვნო ნოტაზე მეგობრებს ან ახლო ნათესავებს ესტუმროთ. ნუ დაივიწყებთ, რომ სიმშვიდე და კარგი განწყობა დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა. ამიტომ ეცადეთ, წვრილმანებზე ნერვები არ აიშალოთ.


ტყუპები
მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს შორის, შესაძლოა, გაუგებრობამ და იმედგაცრუებამ იჩინოს თავი. ეცადეთ, მეუღლეს საკუთარი მოქმედებების შესახებ ესაუბროთ და შესაძლოა, შეთანხმება შეძლოთ. კარგი იქნება, თუ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ და დაუფიქრებელი სიტყვებით არ გაანაწყენებთ.


კირჩხიბი
კარგი იქნება, თუ საშობაო არდადეგებზე სხვა ქალაქში მცხოვრებ ნათესავებს მოინახულებთ. ეს მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ. მზად იყავით იმისთვის, რომ არდადეგების დასრულებისთანავე, სამუშაო პროცესში ჩართვა მოგიწევთ. სამსახურში მოსალოდნელია ახალი წესები, რომლებთანაც შეგუება მოგიწევთ.


ლომი
კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობისთვის, მეგობრული შეკრებისთვის, შერიგებისა და გულწრფელი შენდობისთვის. შესანიშნავი დროა სახლის კეთილმოწყობისთვის. თქვენი შენაძენი და ლამაზი საჩუქრები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გაახარებთ. მიუძღვენით ეს დღე ოჯახსა და მეგობრებს. შეიკრიბეთ სადღესასწაულო სუფრასთან და ნუ დაივიწყებთ, ახლობლებს მიულოცოთ.


ქალწული
მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ. ამის პარალელურად, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც განვითარებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და აუცილებლად გაიმარჯვებთ.


სასწორი
ახლობელ ადამიანს უსიტყვოდ გაუგებთ და მის გულის ტკივილს გულწრფელად გაიზიარებთ. თქვენი შვილების საიდუმლოს გაიგებთ და მათ გონივრულ რჩევას მისცემთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, მოერიდეთ ხასიათის ცვალებადობას, ეს ურთიერთობებში ხელს შეგიშლით.


მორიელი
ამ დღეს შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. უფრო კონკრეტულად კი, სასუნთქი გზების დაავადება შეგახსენებთ თავს. თუკი ყელის ტკივილი შეგაწუხებთ, დაუყოვნებლივ ჩაწექით და დაიდეთ კისერზე თბილი კომპრესები. ასევე, მიმართეთ მცენარეულ სავლებებს, ევკალიპტით ან გვირილით. ლურჯი და ვარდისფერი ფერები დაგამშვიდებთ, ხოლო სტაფილოსფერი და წითელი ტონები თქვენში ნერვიულ შფოთვას გამოიწვევს.


მშვილდოსანი
ამ დღეს მოულოდნელი მხრიდან დახმარებას მიიღებთ. ეს შესაძლოა, იყოს უცნობი ადამიანი ან ახალი ნაცნობი, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ასევე, წარსულში წარმატებული მშვილდოსნები კვლავ მხიარულ ცხოვრებისეულ კარუსელში ჩაებმებიან. თავი შეიკავეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომლებიც ცდილობენ, ღირსება შეგილახონ.


თხის რქა
ეს დღე მეორე ნახევართან თბილი და ჰარმონიული ურთიერთობით გაგახარებთ. ისარგებლეთ ვარსკვლავების კეთილი განწყობით და შეკრიბეთ თქვენს სახლში საყვარელი ადამიანები. უდავოდ, სასიამოვნო და დაუვიწყარ დროს გაატარებთ.


მერწყული
პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელოდებათ. თქვენი რჩეული თქვენი ოჯახის წევრებს კარგ შთაბეჭდილებას დაუტოვებს და მათთან საერთო ენას მარტივად გამონახავს. არ გამოირიცხება, რომ განქორწინებულმა მერწყულებმა ოჯახური ცხოვრება ხელახლა სცადონ.


თევზები
ეს დღე შესანიშნავია სასიყვარულო და მეგობრული ურთიერთობისთვის. ახლობელ ადამიანებს უსიტყვოდ გაუგებთ, რაც ოჯახის წევრებთან კონტაქტს გაგიუმჯობესებთ. ვარსკვლავები გირჩევენ კეთილი განწყობა მთელი კვირის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?