27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მარტოხელა ვერძებო, საინტერესო თავგადასავლები გელით, რაც თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. მოეშვით და მხოლოდ პირადი ცხოვრებით დაკავდით.


კურო
ენერგიით სავსე ხართ და გეჩვენებათ, რომ მთების ადგილიდან დაძვრა შეგიძლიათ. ამ დღეს შესაძლოა, საახალწლო მოგზაურობაში წასვლის სურვილი გაგიჩნდეთ. საახალწლო სუვენირების შესაძენად წასულმა შესაძლოა, ხელსაყრელ ფასად საზეიმო წვეულებისთვის შესაფერისი სამოსი აღმოაჩინოთ, რომელიც ახალი წლის მერეც გამოგადგებათ.


ტყუპები
წლის ბოლო კვირა საქმიანი მოლაპარაკებებისა და ტურისტული მოგზაურობებისთვის წარმატებული იქნება. თუ საკუთარი ცხოვრება აღარ მოგწონთ, დროა, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაზე იფიქროთ. მოძებნეთ სახლი, სადაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას უკეთ შეძლებთ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებთ და ბოლოს და ბოლოს, გაიგებთ, როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები.


კირჩხიბი
წინასაახალწლო დღეები რომანტიკული შეხვედრებისთვის შესაფერისია. თქვენით ის ადამიანი დაინტერესდება, ვისგანაც არ ელოდით. მოაწყვეთ პატარა მოგზაურობა ორისთვის და გახსოვდეთ, რომ თქვენს რჩეულს უჩვეულო საჩუქრები მოსწონს. განმარტოების ადგილის შერჩევისას მეტი ფანტაზია გამოიჩინეთ.


ლომი
ამ დღეს დიდია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. განსაკუთრებული საფრთხე მათ ელით, ვინც სახლიდან მოშორებით იმყოფებიან. გირჩევთ, მოგზაურობისგან თავი შეიკავეთ. სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას და საჭესთან ყოფნისას. დღის ბოლოს საყვარელ ადამიანთან ან ბავშვებთან ერთად გაატარებთ.


ქალწული
ამ დღეს ბევრი ქალწული თავისი ხასიათის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს - ახლობელი ადამიანის მიმართ მზრუნველობას გამოიჩენს და მისთვის საიმედო დასაყრდენად იქცევა. შესაძლოა, შორეული ნათესავები გესტუმრონ. ქალწულები მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან, ვინც შემთხვევით, უპასუხისმგებლო კავშირებზე  თანხმდება და მათი ცხოვრებაც ასეა მოწყობილი. საკმაოდ დიდი დრო გჭირდებათ გაფუჭებული ურთიერთობის აღსადგენად.

სასწორი
ეს დღე შესანიშნავია ახალი ცოდნის მისაღებად და ასევე, სიურპრიზების მოსაწყობად. კარგი დღეა არასაჭირო ნივთების მოსაშორებლად და საცხოვრებელი ადგილის მოსაწესრიგებლად. შესაძლოა, მნიშვნელოვანი წერილი მიიღოთ ან სერიოზული ზარი შემოგივიდეთ. მცირედი დასვენებაც კი სიამოვნებას მოგანიჭებთ. 


მორიელი
ამ დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა, ახლოს გაიცნოთ შორეული ნათესავები. თავშეყრის ადგილი თქვენს სახლში იქნება. ნათესავებთან ერთად გატარებული დრო დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ. ვარსკვლავები ამ დღეს ფინანსურ მოგებასაც გპირდებიან.


მშვილდოსანი
შესაძლოა, ამ დღეს მოგზაურობა მოგიწიოთ, რაც თქვენს სამსახურებრივ საქმიანობას კიდევ უფრო პერსპექტიულს გახდის. ვარსკვლავები გირჩევენ, ეჭვები მოიშოროთ. იოცნებეთ, გამოიკვლიეთ და მიაგენით სიახლეებს.


თხის რქა
ვარსკვლავები პარტნიორთან ჰარმონიულ და ემოციურ ურთიერთობას გპირდებიან. გარდა ამისა, ეს დღე შესანიშნავია მეგობრებთან ურთიერთობისთვის და საოჯახო დღესასწაულების მოსაწყობად. კარგი იქნება, თუკი იუბილეს დიდ კომპანიაში აღნიშნავთ. არ დაგავიწყდეთ სანთლები, წითელი ფარნები და შუშხუნები.


მერწყული
ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ განსაკუთრებით მზრუნველი და თბილი იქნებით. უმნიშვნელო დაბრკოლებები, რომლებიც შეგხვდებათ, მარტივად გადასალახი აღმოჩნდება. ეს დღე შესანიშნავია საყიდლებზე წასასვლელად და საახალწლო საჩუქრების მოსამზადებლად.


თევზები
შემოქმედებითი პროფესიის მქონე ადამიანები ამ დღეს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევენ. არანაკლები პოპულარობა ელოდებათ სახელმწიფო ან საზოგადო დაწესებულებაში დასაქმებულებს. წარმატების მისაღწევად შეეცადეთ, კიდევ უფრო განვითარდეთ: იყავით უფრო მიზანმიმართული და იაზროვნეთ ლოგიკურად. ისწავლეთ მოტივების გაგება, რომლებიც სხვა ადამიანებს ამოძრავებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?