29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე მშვიდი ცხოვრების დასაწყისია, რაც საშუალებას მოგცემთ, განვლილი გზა შეაფასოთ და დაწყებული საქმეები დაასრულოთ. გასულ წელს შეძელით წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის ბაზა შეგექმნათ. ახლა დროა, შედეგების გამყარებაზე იზრუნოთ.


კურო
უმჯობესია, ამ დღეს საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენს საახალწლო გეგმებში ბედი გარკვეულ კორექტივებს შეიტანს. გირჩევთ, დღესასწაულის წინ, განტვირთვის დღეები მოიწყოთ და იშიმშილოთ.


ტყუპები
წლის ბოლოს, კარიერულ მწვერვალებს დაიპყრობთ და განვლილი წლის შედეგებს შეაჯამებთ. თვალსაწიერის გაფართოებისკენ მიმართული აქტიური ქმედებები, ახალი სამსახურისა თუ საცხოვრებელი ადგილის ძიება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ამ საქმეში უახლოესი გარემოცვის წევრები დაგეხმარებიან.


კირჩხიბი
კარგი დღეა ბიზნესისა და კარიერის განვითარებისთვის. პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით - სასარგებლო და საქმიან ინფორმაციას მიიღებთ. მოსალოდნელია პრემიის მიღება და დაწინაურება. ასე რომ, წინასაახალწლო დღეებში არ მოდუნდეთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.


ლომი
ახალი პროექტების განხორციელებით და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მონაწილეობით კარგ შემოსავალს მიიღებთ. დროა, უახლოესი მომავლის ფინანსური გეგმები შეადგინოთ. კარგი დღეა ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრების შესაძენად. ეცადეთ, მსხვილი შენაძენისგან თავი შეიკავოთ.


ქალწული
ამ დღეს პრემიას ან ფულად საჩუქარს მიიღებთ. ქალწულებს რისკი არ უყვართ, ამიტომ ფულს საიმედო კომპანიებში უსაფრთხოდ და გარანტირებული მოგებით დააბანდებთ. ნუ დაინანებთ ფულს უმცირესი სიამოვნებისთვის. ფინანსურ საკითხებთან ფრთხილი დამოკიდებულების გამო, უახლოეს ხანებში სოლიდურ დანაზოგს დააგროვებთ, რაც ღირსეული ცხოვრების საშუალებას მოგცემთ. კარგი იქნება, თუ პრემიას ახლობლების საჩუქრებში დახარჯავთ. ამით ყველა კმაყოფილი დარჩება.


სასწორი
მოსაწყენი დრო ნამდვილად არ გექნებათ. გაქვთ შანსი, რომ სერიოზული ურთიერთობა დაამყაროთ გავლენიან ადამიანთან. არ დაგავიწყდეთ, საახალწლოდ საჩუქრებზე ზრუნვა. გამოიჩინეთ სითამამე და არ მოგერიდოთ საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის გაცნობა.


მორიელი
ახალ წლის შესახვედრად და საჩუქრების შესაძენად ფულის დახარჯვა გარდაუვალია. თავს საკმაოდ კარგად იგრძნობთ, განსაკუთრებით, თუკი სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიულობას განიცდით. გაახარეთ ახლობლები ძვირფასი საჩუქრებით. ნუ დაგენანებათ ფულის დახარჯვა, რადგან ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ  დახარჯული თანხა ორმაგად დაგიბრუნდებათ.


მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი ჰარმონიული პერიოდია, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად აისახება მშვილდოსნების ცხოვრებაზე. ბევრი საერთო ყულაბაში ადამიანური იმპულსებისა და სულიერი განახლების შენახვას შეძლებს, რაც პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. სრულყოფილება ვარსკვლავს ჰგავს - ვარსკვლავივით მიუწვდომელია. მაგრამ, როგორც მეზღვაური ზღვაში ყოფნის დროს ორიენტირებას ვარსკვლავების დახმარებით ახდენს, ისე თქვენც მიიწევთ სრულყოფილებისკენ. ვარსკვლავები გირჩევენ, იპოვოთ საკუთარი თავისუფლება.


თხის რქა
როგორც იქნა, გამონახავთ დროს საკუთარი თავისთვის და გაიმეტებთ კონკრეტულ თანხას განსაკუთრებულად და აუცილებლად საჭირო ნივთების შესაძენად. გაიხსენეთ, ბოლოს როდის განაახლეთ გარდერობი? როდის ეწვიეთ სილამაზის სალონს ან კოსმეტოლოგს? ახლა ყველაზე კარგი დროა გარეგნობის მოსაწესრიგებლად.


მერწყული
პირადი ცხოვრება ძალიან დატვირთული გექნებათ. არ გამოირიცხება, ამ დღეს ახალი რომანი დაიწყოთ, თუმცა, ეს გარკვეულწილად ოდნავ გაუგებრობასაც გამოიწვევს ურთიერთობის დასაწყისში. ახალ წლამდე ყველას სადღესასწაულო განწყობა აქვს: მსუბუქი ფლირტი, კეკლუცობა, ტელეფონის ნომრების შეცვლა. ამიტომ, ნუ მიანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას შემთხვევით ნაცნობობას.


თევზები
საღამო შეგიძლიათ, თანამშრომლების გარემოში გაატაროთ, თანაც, წვეულების ორგანიზებას საკუთარ თავზე სწორედ ისინი აიღებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენც გამოიჩინოთ ორგანიზატორული ნიჭი და საღამოს მოწყობაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანოთ. თქვენი ენერგეტიკა და ემოციურობა ამ დღეს დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?