11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 იანვარი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მგზავრობა, რომლისთვისაც ემზადებით, თქვენგან ფიზიკური და სულიერი ძალების მობილიზებას მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ, არ გაცივდეთ და გადაიღალოთ. უმნიშვნელო საქმეებზე ბევრ დროს ნუ ხარჯავთ და მზად იყავით დანაკარგისთვის.


კურო
ბევრი კურო ამ პერიოდს სასიყვარულო განცდებში გაატარებს. სავარაუდოდ, უბრალო ფლირტი მტკიცე ურთიერთობებში გადაიზრდება. მზად იყავით იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანზე პასუხისმგებლობა აიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ უძილო ღამეებს, ცრემლებსა და სულიერ ტრავმებს თავიდან ვერ აიცილებთ.


ტყუპები
აქტიურობისთვის, ხელოვნებისა და სპორტული შეჯიბრებებისთვის ენერგეტიკულად ძლიერი დღეა, რომელიც გაურკვევლობისთვის ადგილს არ დატოვებს. ბევრი ფიქრი საჭირო არაა. ლიდერობა ხელში აიღეთ და პრინციპულად იმოქმედეთ.


კირჩხიბი
სავარაუდოდ, ამ დღეს საკუთარ „მეორე ნახევარს“ შეხვდებით და დაიწყებთ ურთიერთობას, რომელიც ოჯახის შექმნით დასრულდება. შეგიძლიათ, არჩევანის სისწორეში დარწმუნებული იყოთ. თამამად იმოქმედეთ, რათა მყარ და ბედნიერ ოჯახს ჩაუყაროთ საფუძველი.


ლომი
დღის პირველი ნახევარში ბევრი ნერვიულობა და ცოტა რეალური შედეგი გელით, რადგან თქვენს გონებას ემოციები მართავს. დღის მეორე ნახევარი წარმატებული იქნება - თქვენი აქტიურობისა და სიჯიუტის წყალობით, პრობლემა უკან დაიხევს. გირჩევთ, გარშემომყოფთა ნაკლოვანებებისა და შეცდომების მიმართ მეტი მიმტევებლობა გამოიჩინოთ.


ქალწული
ქალწულებს ადამიანებთან ურთიერთობების დამყარება ადვილად შეუძლიათ. გამორიცხული არაა, რომ შეყვარებული ქალწულები დაქორწინდნენ. ფრთხილად იყავით და მაცდურ წინადადებებს ნუ წამოეგებით. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.


სასწორი
ეს დღე უნდობლობასთან და ეჭვებთან ასოცირდება თქვენში. არ გამოირიცხება, თქვენი პარტნიორი ეჭვიანობის გამო მდგომარეობიდან გამოიყვანოთ. დიდი ალბათობით, თქვენი ეჭვები უსაფუძვლო აღმოჩნდება. ნუ შეიქმნით პრობლემებს უმიზეზოდ. სტრესი არაფერში გჭირდებათ.


მორიელი
პირადი პრობლემები იმდენად დაგტვირთავთ, რომ გარშემომყოფებს ყურადღებას ნაკლებად მიაქცევთ. თქვენი ნაკლებად ემოციური მდგომარეობა ხელს არ შეგიშლით საყვარელ ადამიანთან შეხვედრაში. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. იზრუნეთ საკუთარ თავზე.  


მშვილდოსანი
საყვარელ ადამიანს ნაკლებ დროსა და ყურადღებას დაუთმობთ, რადგან ახალი იდეები და გეგმები ბევრ დროს წაგართმევთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების შეტანას. ეს დღე არცთუ ისე სასურველია დასაოჯახებლად.


თხის რქა
ამ დღეს სამართლიანობით, პატიოსნებითა და სიმშვიდით გამოირჩევით. შესაძლოა, ცოტა მეგობარი გყავთ, მაგრამ ისინი სიცოცხლის ბოლომდე მიგყვებიან და მზად ხართ, მათ ემსხვერპლოთ. იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი, საჭიროა მთელი სამყაროს წინაშე გაიხსნათ, მაგრამ როგორ შეძლებთ გახსნას, თუკი საკუთარ თავში ჩაკეტილობასა და ეჭვებს ვერ მოერიეთ?!


მერწყული
თუკი ამ დღეს დაქორწინებას გადაწყვეტთ, ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ეს ბედნიერი ქორწინება იქნება, რომელიც მრავალი წელი გასტანს. თუკი, უბრალოდ, შეყვარებული ხართ და დაქორწინებას ჯერ არ ჩქარობთ, ვარსკვლავები გირჩევენ სასიყვარულო ურთიერთობებში ზღვარს არ გადახვიდეთ.


თევზები
ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, მოსალოდნელია ტრავმები. ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. გამორიცხეთ ნებისმიერი სახის უსაფუძვლო რისკი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?