12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 იანვარი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ნაკლებად გაუმართლებთ. იდეალებსა და გარემოცვაში იმედგაცრუება გელით. კარგი იქნება, თუ ფინანსური პრობლემების მოგვარებას მომავლისთვის გადადებთ და მიტინგებსა და დემონსტრაციებზე წასვლისგან თავს შეიკავებთ. ეცადეთ, იდეოლოგიური კონფლიქტები არ გააღრმაოთ.


კურო
ბიზნესმენ კუროებს საქმეში დიდი ფულის ჩადება მოუწევთ, თუმცა, შედეგი დანახარჯზე დიდი იქნება. გახსოვდეთ, რეალური მიზნების დამალვა ძალიან ძნელია. ეცადეთ, საკუთარ თავთან და სხვებთან მართალი იყოთ. თუ გსურთ, პარტნიორული ურთიერთობები ნაყოფიერი იყოს, მათი კეთილგანწყობა უნდა დაიმსახუროთ.


ტყუპები
ინფორმაციის დაგროვების, კონტაქტების აღდგენისა და სასწავლო ციკლის დაწყების დღეა. ამ დღეს მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების ათვისება კარგად მიმდინარეობს და ორგანიზმში გაახალგაზრდავების პროცესები იწყება. თუ შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი საქმის დაწყება (თუნდაც ახალი სამსახურის დაწყება) ამ დღეს დაგეგმეთ და წარმატება გარანტირებული გაქვთ.


კირჩხიბი
თუ ამ დღისთვის დაგეგმავთ, ნებისმიერი კომერციული და ბიზნესმოგზაურობა წარმატებული იქნება და დიდ მოგებას მიიღებთ. დღის მეორე ნახევარში პარტნიორები და მეგობრები მზად იქნებიან, რომ თქვენს მხარდასაჭერად მსხვერპლიც გაიღონ. მფარველის ძებნა მოგიწევთ, მაგრამ მთავარია, შეცდომა არ დაუშვათ.


ლომი
კოლეგებთან და ხელქვეითებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. მოსალოდნელია კონფლიქტი. სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები შეგექმნებათ. ეცადეთ, სამსახურებრივ საქმეებზე მოახდინოთ კონცენტრაცია. გამოიჩინეთ თავშეკავება და გარშემომყოფებზე ზეწოლას ნუ მოახდენთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან.


ქალწული
დღის დასაწყისი ახალ ადამიანებთან შეხვედრით და ახლობლების წარმატებით აღინიშნება. ქალწულები მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან და უამრავ სფეროში შეუძლიათ წარმატებულად მოღვაწეობა. შეგიძლიათ, საკუთარი ავტორიტეტისა და წარმატებული პარტნიორების იმედი გქონდეთ. სავარაუდოდ, ძველი მეგობრებიც დაგეხმარებიან.


სასწორი
დღის განმავლობაში ბევრი მუშაობა მოგიწევთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ კარდინალური გადაწყვეტილებების მიღებას და  მნიშვნელოვან საქმეებზე მუშაობის დაწყებას.


მორიელი
ამ დღეს სიზარმაცე გაჯობებთ და საკმაოდ აპათიური იქნებით, თქვენთვის გარშემო განვითარებული მოვლენები ნაკლებად საინტერესო იქნება. ეს დღე არ არის შესაფერისი ოფიციალურ უწყებებში სასიარულოდ.


მშვილდოსანი
ეს დღე თქვენთვის ძალიან რთული აღმოჩნდება. საკმაოდ დიდი სკანდალები გელოდებათ, შესაბამისად, მოგიწევთ სიტყვით გამოსვლა ოპოზიციონერის რანგში. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ თავზე იმუშაოთ და ამისთვის ნათესაური და ოჯახური კავშირები გამოიყენოთ.


თხის რქა
ეს დღე ცოდნასთან და სწავლებასთან ასოცირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებულ საქმეზე მუშაობა დაასრულოთ, რაც პროფესიული წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ტრენინგზე სიარული გადაწყვიტოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ დროის ფუჭად დაკარგვას. ამგვარად ჯანმრთელობის მდგომარეობასაც დაიზიანებთ. დაკავდით მხოლოდ იმით, რაც აუცილებელია.


მერწყული
ამ დღეს სხვადასხვა მიზეზის გამო ურთიერთობის გარკვევაში გაატარებთ, მაგალითად, თქვენი შრომის ანაზღაურებაზე მორიგი კამათი მოგიწევთ. იყავით ფრთხილად კოლეგებთან: მათ შესაძლოა, სერიოზული უსიამოვნება მოგიტანონ, განსაკუთრებით იმ ადამიანმა, ვისაც თქვენი შურს.


თევზები
სამწუხაროდ, ამ დღეს იმედგაცრუება გელოდებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი საქმიანობა ჯანდაცვის, სამომხმარებლო მომსახურების ან ვაჭრობის სფეროს ეხება. შესაძლოა, სურვილები სრულად აგისრულდეთ, თუკი გულახდილი იქნებით. ასევე, წარმატება გელოდებათ სწავლასა და ბიზნესში.

საკნატუნო ამბები

ინტიმური ილუსტრაციები, რომლებიც შეხების ცდუნებას გადმოსცემს (20 ფოტო)

„ჩემს გულში მეყოლები, სანამ შენს ჩახუტებას ვერ შევძლებ“, - ასე უწოდა საკუთარ ემოციურ პროექტს ილუსტრატორმა ფრიდა კასტელიმ.
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გოდერძი შარაშია: „facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე“

„რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასუხობს.
ჰოროსკოპი

22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

როგორი იქნებოდა ტარანტინოს რეჟისორობით გადაღებული მულტფილმები?

სილვან სარაიჰი იგივე, როგორც თოჰაფი, ფრანგი ხელოვანია. ამჯერად სილვანმა ყურადღება ბავშვობის საყვარელ ისტორიებს მიაპყრო და ისინი ტარანტინოს ფილმების უარყოფით პერსონაჟებად აქცია. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ!
საკნატუნო ამბები

ვინ არის ეს კაცი და საიდან ჰყავს ამდენი ცნობილი მეგობარი?

ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, თუკი ინდონეზიელი ფოტოგრაფის სიაჰრილ რამადჰანის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ.  
საკნატუნო ამბები

გაქვთ პასპორტში ასეთი შტამპები?

საბაჟოს გასავლელად გრძელ რიგში დგომა არავის უყვარს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პასპორტში ისეთი კრეატიული შტამპი ჩაგირტყან, კარგად გამხიარულდეთ.
იცით თუ არა...

სად გაქრა ავსტრალიის პრემიერი? - საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

ავსტრალიის რიგით მე-17 პრემიერ-მინისტრის გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ჰაროლდ ჰოლტი 27 წლის იყო, როცა ავსტრალიის პარლამენტის წევრი გახდა და მთლიანობაში, პარლამენტში 32 წელი გაატარა. 
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
FUN-ტესტი

აირჩიეთ კაბა და ნახეთ შესაბამისი პასუხი

იცით, რომ სამოსის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება?! 
კულინარია

ევროპის საუკეთესო ტორტი „ესტერხაზი“

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილი დიპლომატის, პრინც ესტერხაზის პატივსაცემად შექმნილი დესერტი 200 წელზე მეტია, ავსტრიული და უნგრული სამზარეულოს სიამაყეა. მსოფლიოში „ესტერხაზის“ ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ მარტივად მოსამზადებელს შემოგთავაზებთ.
თავსატეხი

იპოვეთ 11 განსხვავება

მარტივი თავსატეხი ყურადღებისა და მეხსიერების გასავარჯიშებლად...