22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 იანვარი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
სავარაუდოდ, სამართალდამცავ ორგანოებთან ან სამსახურის ხელმძღვანელობასთან უსიამოვნო საუბარი გელით. ეცადეთ, თქვენთვის დამახასიათებელი სიამაყე და ზედმეტი ემოციურობა დაძლიოთ. აკონტროლეთ საკუთარი მოქმედება და ყველაფერი კარგად იქნება.


კურო
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისთვის, ახალი ანგარიშების გახსნისა და მომავლის დაგეგმვისთვის. ეცადეთ, მხოლოდ მიმდინარე წელი კი არა, მთელი თორმეტწლიანი ციკლი დაგეგმოთ. სახელოვნებო და პროფესიულ ასპარეზზე მეტი აქტიურობა გმართებთ.


ტყუპები
ეცადეთ, ამ დღეს ნებისმიერ სიტუაციაში ლიდერის პოზიცია დაიკავოთ და „ცხოვრებისეული პიესის“ მთავარ მოქმედ გმირად იქცეთ. საკუთარ მდგომარეობას რეალურად შეხედეთ. გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ არავისზე დამოკიდებული არ ხართ და შეგიძლიათ, რაც გსურთ, ის აკეთოთ.


კირჩხიბი
შესაძლოა, ფინანსური პრობლემების დასაძლევად, წარმოუდგენელი აქტიურობა გამოავლინოთ. ფული კირჩხიბების ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია, რომლისკენაც ბავშვობიდან მიილტვის. ის ძუნწი არ გახლავთ, თუმცა ხელგაშლილსაც ვერ ვუწოდებთ. რაც მთავარია, კირჩხიბი არასოდეს ტრაბახობს თავისი ფულით. მყისიერ შედეგს ნუ ელით - კიდევ ბევრი რამის შეცვლა მოგიწევთ.


ლომი
ლომებს წარმატებული დღე ელით - ამ დღის ვარსკვლავური მფარველი ეცდება, ყველა სურვილი აგისრულოთ და თქვენი დამსახურება სათანადოდ დააფასოს. შეგიძლიათ, საკუთარი ბედნიერებით დატკბეთ, მხოლოდ ერთი პირობით - თუ ეცდებით, რომ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანებიც გააბედნიეროთ.


ქალწული
კონსერვატიულ ქალწულებს უჭირთ მოვლენების სწრაფ განვითარებას, ახალ ტექნოლოგიებსა და ცხოვრების ახალ სტილს დაეწიონ. ნუ შეიზღუდავთ თავს გამოგონილი „ჩარჩოებით“. შეგიძლიათ, საკუთარი უნარები ცხოვრების ახალ პირობებში თამამად გამოავლინოთ. 


სასწორი
ამ დღეს გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებთ. დროა, იმოქმედოთ და ახალ საქმეებს შეუდგეთ. თქვენთვის აუცილებელია, დახარჯოთ დაგროვილი ენერგია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გადაჭარბებულმა ენერგიამ თქვენს ორგანიზმს ავნოს.


მორიელი
თუკი პროფესიით ჟურნალისტი, თარჯიმანი, მასწავლებელი ან მწერალი ხართ, ამ დღეს ნამდვილად გაგიმართლებთ. შესაძლოა, აუცილებელი და საქმიანი ინფორმაცია მიიღოთ. მოერიდეთ კამათსა და სკანდალებს, რათა იმ ადამიანებთან არ გაიფუჭოთ ურთიერთობა, რომლებიც მუდმივად გეხმარებოდნენ.


მშვილდოსანი
ამ დღეს მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, გეგმები და შეთანხმებები აგირიოთ. არ გამოირიცხება კონფლიქტები, უსიამოვნებები და ზოგადი დაძაბულობა. ვარსკვლავები გირჩევენ, ფრთხილად იმოქმედოთ, რადგან თქვენი საქმიანობა საიდუმლოდ შენახვას მოითხოვს. ვარსკვლავები, ასევე, გირჩევენ იზრუნოთ საკუთარ იმიჯზე.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ სახლისთვის ისეთი ნივთები შეიძინოთ, როგორიცაა, ძვირფასი ავეჯი, ანტიკვარიატი ან ნახატი. იუბილესთვის, ნათესავის ქორწილისთვის ან ბავშვის დაბადებისთვის ფულის დახარჯვა მოგიწევთ. ამიტომ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ საკუთარი ფინანსები.


მერწყული
თანამედროვე მედიცინის დახმარებით საკუთარ გარეგნობაში ცვლილებებს შეიტანთ. ვარსკვლავებს თქვენთან შეთავაზება აქვთ: თქვენთვის უხარისხო პრეპარატები და ნარკოზი საფრთხეს წარმოადგენს. თუკი პლასტიკურ ოპერაციაზე ან ფიგურის ქირურგიულ კორექციაზე ოცნებობთ, მიუდექით ამ საკითხს რეალურად და მაქსიმალურად პრაგმატულად.


თევზები
თუკი კომპრომისზე წასვლასა და დათმობას არ ისწავლით, ოჯახში უსიამოვნება შეგექმნებათ. ხოლო თუკი ურთიერთობის გართულება არ გსურთ, შეეცადეთ, მოისმინოთ, რა სურს თქვენგან პარტნიორს. თუკი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებთ, მიმართეთ ადამიანს, რომელსაც პატივს სცემთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?