26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 იანვარი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დღის მეორე ნახევარში ფინანსების ბანკში შეტანამ ან პერსპექტიულ საქმეში დაბანდებამ შეიძლება კარგი შემოსავალი მოგიტანოთ. კარგი დღეა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისა და მშენებლობაში ინვესტიციების ჩადებისთვის, თუმცა ამ დღეს მგზავრობა არასასურველია. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან და ქუჩაში მოძრაობის დროს.


კურო                               
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და საქმიანი ვიზიტებისთვის. შესაძლოა, მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავროთ, რომ ახალი წლისგან კარგი საჩუქარი მიიღოთ. ეცადეთ ფიქრებში, საუბარსა თუ მოქმედებებში თავი არიდოთ შაბლონებს და ბედისგან შთამბეჭდავი საჩუქარი გელით. თუ წინა თვეს რაღაც ავანსად მიიღეთ, ეცადეთ, შეინარჩუნოთ და გაამრავლოთ.


ტყუპები
გაორებული დღეა - უკეთეს შემთხვევაში, პოტენციური შესაძლებლობების გამოყენებას ეფექტურად შეძლებთ, უარესში კი საკუთარი ქარაფშუტობისა და უაზრო პრეტენზიულობის გამო, წაგებულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. გადაწყვეტთ თუ არა სამსახურის შეცვლას, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად რეალურად აფასებთ საკუთარ ძალებს და გეშინიათ თუ არა მკვეთრი ცვლილებების. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შანსი ყოველთვის არ გექნებათ..


კირჩხიბი
ამ დღეს ვარსკვლავები კეთილგანწყობილნი არიან განათლებისა და ინფორმაციული გაცვლის სფეროში მომუშავე კირჩხიბების მიმართ. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ხელშეკრულების დადებას ითვალისწინებს, წარმატება გელით. თუ სამსახურში დოკუმენტების ოფიციალურად გაფორმება შემოგთავაზეს, თამამად დასთანხმდით.  


ლომი
დროა, ხელფასის მომატებისა თუ სახელფასო დანამატის დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოთ. საღამოს ზედმეტად ნერვიული და იმპულსური იქნებით და სავარაუდოდ, დაძინება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, დიპლომატიურობა გამოიჩინოთ ხელმძღვანელობასთან ან იმ ადამიანთან საუბარში, რომელზეც დამოკიდებული ხართ. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.


ქალწული
სავარაუდოდ, ქალწულებს ძველი ვალების დაბრუნება მოუწევთ. შესაძლოა, თქვენი ბიუჯეტი გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა დააზარალოს, ამიტომ ძვირად ღირებულ შენაძენს მოერიდეთ. კარგი იქნება, თუ ფულს პერსპექტიულ საქმეში ჩადებთ ან ბანკში შეინახავთ.


სასწორი
თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების გამო ამ დღეს სასტიკად დაიტვირთებით. ნუ გახდებით საკუთარი სურვილების მონა და შეეცადეთ, ენერგია სწორი მიმართულებით წარმართოთ. კარგია, თუკი სერიოზული ღონისძიებების მოწყობაზე იფიქრებთ, მოაწესრიგეთ დოკუმენტები, დაასრულეთ პროექტებზე მუშაობა და მოემზადეთ მივლინებაში წასასვლელად.


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია ნებისმიერი საქმის დასაწყებად. პლანეტების პოზიტიური გავლენა ოპტიმისტურ განწყობას შეგიქმნით და დასახული მიზნების რეალიზებაში დაგეხმარებათ. მაღალი შრომისუნარიანობა და კონცენტრაციის უნარი კონკრეტულ საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს ბევრს იოცნებებთ და მიწაზე დაშვება გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ ქმედებას განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგეთ.


თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ამ დღეს პრაქტიკულები, პუნქტუალურები და ამბიციურები იქნებით. სამსახურში წარმატება გელოდებათ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და დასახეთ სამომავლო გეგმები.


თევზები
ამ დღეს შეძენილი ნივთები ძალიან გაგახარებთ და აღგაფრთოვანებთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ფულს ზედმეტად დახარჯავთ, რაც თქვენს ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. საჩუქრების შეძენის დროს არ დაგავიწყდეთ ქვითრების შენახვა, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძენილი ნივთის შეცვლა მოახერხოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?